პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს" - უკრაინის საგარეო უწყება
"თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს" - უკრაინის საგარეო უწყება

უკ­რა­ი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, გა­დად­გას სას­წრა­ფო და მკაც­რი ზო­მე­ბი აგ­რე­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მიერ გა­დამ­წყვე­ტი ქმე­დე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა კრემლს მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს. თუ დღეს ვერ შე­ვა­ჩე­რებთ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში, ხვალ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძალა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი,“- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ხაზს უს­ვამს, რომ მოს­კო­ვის მიერ ე.წ. დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის აღი­ა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის აქტი.

"22 თე­ბერ­ვალს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭომ და­უშ­ვა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მო­ყე­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუსი მო­სახ­ლე­ო­ბის "დაც­ვის“ სა­ბა­ბით.

უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვით მოს­კო­ვის მიერ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის აღი­ა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა არის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ უკა­ნო­ნო და უკ­რა­ი­ნის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის აქტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი კრძა­ლავს აგ­რე­სი­ას და უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნორ­მე­ბი­თა და პრინ­ცი­პე­ბით და რიგი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტე­ბით,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს თან­ხმო­ბა მის­ცა, გა­მო­ი­ყე­ნოს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ დონ­ბას­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

"თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს" - უკრაინის საგარეო უწყება

"თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს" - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გადადგას სასწრაფო და მკაცრი ზომები აგრესორის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადამწყვეტი ქმედებების ნაკლებობა კრემლს მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს. თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ რუსეთის სამხედრო ძალა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში იქნება გამოყენებული,“- აცხადებენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მოსკოვის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი.

"22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაუშვა რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენება, უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე რუსი მოსახლეობის "დაცვის“ საბაბით.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მოსკოვის მიერ ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება და მხარდაჭერა არის საერთაშორისოდ უკანონო და უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიას და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებითა და პრინციპებით და რიგი ფუნდამენტური საერთაშორისო დოკუმენტებით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტს თანხმობა მისცა, გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.