სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  მხარდაჭერით  KIU ახალ სტუდენტურ პროექტს იწყებს
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  მხარდაჭერით  KIU ახალ სტუდენტურ პროექტს იწყებს

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით, გრან­ტის ფარ­გლებ­ში, პრო­ექტს - „ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი (ICT) გა­და­წყვე­ტე­ბი მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის­თვის (MSMEs)“ ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდას მათი ICT-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვის გზით. ასე­ვე, შეს­თა­ვა­ზოს ბიზ­ნე­სებს ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის ისე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტე­ბი და მიდ­გო­მე­ბი, რაც პირ­და­პირ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის პლატ­ფორ­მის შექ­მნით, სა­ფუძ­ველს ჩა­უყ­რის კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ხელს შე­უ­წყობს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის (CS) და მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბას და გა­ამ­დიდ­რებს სას­წავ­ლო კურსს რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნეს „ქე­ი­სე­ბით“ და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში KIU-ს სტუ­დენ­ტთა შერ­ჩე­უ­ლი გუნ­დი ჩა­ა­ტა­რებს კვლე­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­წარ­მო­ე­ბის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით და მათ­თვის ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 კომ­პა­ნი­ის­თვის ჩა­ტარ­დე­ბა ტრე­ი­ნინ­გე­ბი ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. გა­ზა­ფხულ­ზე კი და­გეგ­მი­ლია გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა, სა­დაც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბიზ­ნე­სებს სტუ­დენ­ტე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბენ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ ICT ბიზ­ნეს-გა­და­წყვე­ტებს. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ნი­მუმ 5 სა­წარ­მო, სრუ­ლი­ად უფა­სოდ, ისარ­გებ­ლებს ICT გა­და­წყვე­ტე­ბის და­ნერგვით თა­ვი­ანთ კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­მე­ლიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად სწო­რედ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.

პრო­ექ­ტის ბო­ლოს ICT სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სე­მი­ნა­რებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს და სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­უ­წე­ვენ ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას, მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნეს გა­და­წყვე­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნით, ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით და მე­თო­დე­ბით აღ­ჭურ­ვის მიზ­ნით.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 2020 წელს მი­ი­ღო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია ეტა­პობ­რი­ვად გახ­დეს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჰაბი რე­გი­ონ­ში. შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო და­ი­კა­ვებს წამ­ყვან ად­გილს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო არე­ნა­ზე.

KIU ამ­ჟა­მად ახორ­ცი­ე­ლებს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მავს პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის და­მა­ტე­ბას.

KIU თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH და TUM). ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი.

USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა არის ხუ­თწ­ლი­ა­ნი USAID-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა DAI Global-ის მიერ. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი სექ­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რო­მელ­თაც სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის, მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნი­ათ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  მხარდაჭერით  KIU ახალ სტუდენტურ პროექტს იწყებს

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  მხარდაჭერით  KIU ახალ სტუდენტურ პროექტს იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში, პროექტს - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას მათი ICT-სთან დაკავშირებული ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ელექტრონული ვაჭრობის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული. პროექტი გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარების პლატფორმის შექმნით, საფუძველს ჩაუყრის კერძო სექტორისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების (CS) და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის განვითარებას და გაამდიდრებს სასწავლო კურსს რეალური ბიზნეს „ქეისებით“ და გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომებით.

პროექტის ფარგლებში KIU-ს სტუდენტთა შერჩეული გუნდი ჩაატარებს კვლევას საქართველოში მოქმედი საწარმოების შერჩევის მიზნით და მათთვის ელექტრონული ვაჭრობის საჭიროებების დასადგენად. მომდევნო ეტაპზე დაახლოებით 40 კომპანიისთვის ჩატარდება ტრეინინგები ელექტრონული ვაჭრობის და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს-საქმიანობაში გამოყენების შესახებ. გაზაფხულზე კი დაგეგმილია გამოფენის მოწყობა, სადაც დაინტერესებულ ბიზნესებს სტუდენტები შეთავაზებენ მათ საჭიროებებზე მორგებულ ICT ბიზნეს-გადაწყვეტებს. საბოლოოდ, მინიმუმ 5 საწარმო, სრულიად უფასოდ, ისარგებლებს ICT გადაწყვეტების დანერგვით თავიანთ კომპანიებში, რომელიც ექსკლუზიურად სწორედ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პროექტის ბოლოს ICT სამუშაო ჯგუფები ინდივიდუალურ სემინარებს ჩაუტარებენ აღნიშნულ კომპანიებს და საჭიროების მიხედვით გაუწევენ ტექნიკურ დახმარებას, მათთვის შესაბამისი ბიზნეს გადაწყვეტების განხორციელებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო სპეციალური ცოდნით, ინსტრუმენტებით და მეთოდებით აღჭურვის მიზნით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია ეტაპობრივად გახდეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში. შედეგად, საქართველო დაიკავებს წამყვან ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

KIU ამჟამად ახორციელებს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. უნივერსიტეტი სამომავლოდ გეგმავს პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატებას.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH და TUM). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა არის ხუთწლიანი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

NS