საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"53 ადამიანი, რომელმაც პუტინს წერილი გაუგზავნა, 21-ე საუკუნის მოღალატეა, ირმა ინაშვილის თამადობით, წავიდნენ და დონეცკში გადასახლდნენ" - ალეკო ელისაშვილი
"53 ადამიანი, რომელმაც პუტინს წერილი გაუგზავნა, 21-ე საუკუნის მოღალატეა, ირმა ინაშვილის თამადობით, წავიდნენ და დონეცკში გადასახლდნენ" - ალეკო ელისაშვილი

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს პუ­ტინს, მე­ხუ­თე კო­ლო­ნაა, თა­ნა­მედ­რო­ვე სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი და ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე­ე­ბი - ესე­ნი არი­ან 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ირმა ინაშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბით",- ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ირმა ინაშ­ვი­ლის და რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ღია წე­რილს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მი­მართ.

მისი თქმით, თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს ვინ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, უნდა ნა­ხონ წე­რი­ლი, რო­მელ­საც 53-მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხელი.

"შე­იძ­ლე­ბა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მოხ­ვი­დე და პუ­ტინს - თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ უწო­დო ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა? ასე­თი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, მე­ხუ­თე კო­ლო­ნა ის­ტო­რი­უ­ლად გვყავ­და - სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეც და ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძეც სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით შე­მო­უ­ძღვნენ წი­თელ არ­მი­ას. ესე­ნი არი­ან 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ირმა ინაშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბით. ვე­ტე­რა­ნი ადა­მი­ა­ნი რომ პუ­ტინს მი­მარ­თავ და იტყვი, ნატო-ში არ უნდა მიგ­ვი­ღო­ნო, ვე­ტე­რან­მა, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­სა და ოსეთ­ში ნა­ო­მა­რი იყო, ეს რა ნა­მუ­სით და­წე­რა. ეს 53 ადა­მი­ა­ნი არის მო­ღა­ლა­ტე, გა­მარ­ჯო­ბა არ უნდა ვუ­თხრათ, წა­ვიდ­ნენ და დო­ნეცკ­ში გა­და­სახ­ლდნენ, ტაში იქი­დან უკ­რან, თა­ვის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას,"- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, ირმა ინაშ­ვილ­მა და რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა. წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ხელ­მომ­წე­რე­ბი ემ­ხრო­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ნე­იტ­რა­ლი­ტეტს და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბა სურთ.

მკითხველის კომენტარები / 98 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
3

შენც თან გაყევი!

ავთო
17

იარლიყების მიკერებას შეეშვით

ავტორი:

"53 ადამიანი, რომელმაც პუტინს წერილი გაუგზავნა, 21-ე საუკუნის მოღალატეა, ირმა ინაშვილის თამადობით, წავიდნენ და დონეცკში გადასახლდნენ" - ალეკო ელისაშვილი

"53 ადამიანი, რომელმაც პუტინს წერილი გაუგზავნა, 21-ე საუკუნის მოღალატეა, ირმა ინაშვილის თამადობით, წავიდნენ და დონეცკში გადასახლდნენ" - ალეკო ელისაშვილი

"ეს ადამიანები, რომლებმაც წერილი გაუგზავნეს პუტინს, მეხუთე კოლონაა, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები - ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები, ირმა ინაშვილის თამადობით",- ასე ეხმიანება "მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ირმა ინაშვილის და რამდენიმე ორგანიზაციის ღია წერილს ვლადიმერ პუტინის მიმართ.

მისი თქმით, თუ ვინმეს აინტერესებს ვინ არიან საქართველოს მოღალატეები, უნდა ნახონ წერილი, რომელსაც 53-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

"შეიძლება, ამ ვითარებაში გამოხვიდე და პუტინს - თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა? ასეთი მოღალატეები, მეხუთე კოლონა ისტორიულად გვყავდა - სერგო ორჯონიკიძეც და ფილიპე მახარაძეც სიმღერ-სიმღერით შემოუძღვნენ წითელ არმიას. ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები, ირმა ინაშვილის თამადობით. ვეტერანი ადამიანი რომ პუტინს მიმართავ და იტყვი, ნატო-ში არ უნდა მიგვიღონო, ვეტერანმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთში ნაომარი იყო, ეს რა ნამუსით დაწერა. ეს 53 ადამიანი არის მოღალატე, გამარჯობა არ უნდა ვუთხრათ, წავიდნენ და დონეცკში გადასახლდნენ, ტაში იქიდან უკრან, თავის აღმატებულებას,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, ირმა ინაშვილმა და რამდენიმე ორგანიზაციამ რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ხელმომწერები ემხრობიან საქართველოს და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა სურთ.