საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან ჭურვი, რომელიც სკოლის ეზოში ეცემა... იქ 30 ბავშვია, ისინი მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე" - ზელენსკი
"დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან ჭურვი, რომელიც სკოლის ეზოში ეცემა... იქ 30 ბავშვია, ისინი მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე" - ზელენსკი

დონ­ბას­ში, სა­დე­მარ­კა­ციო ხაზ­თან ერთი მხრი­დან სა­ბავ­შვო ბაღი, მე­ო­რე მხრი­დან კი ჭურ­ვია, რო­მე­ლიც მას ხვდე­ბა. ერთი მხრი­დან სკო­ლაა, მე­ო­რე მხრი­დან კი ჭურ­ვი, რო­მე­ლიც ეცე­მა სკო­ლის ეზო­ში. იქ კი 30 ბავ­შვია, რომ­ლე­ბიც მი­დი­ან არა ნატო-ში, არა­მედ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე,- ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკის თქმით, ბავ­შვებ­მაც კი იცი­ან, რომ ეს თავ­დას­ხმე­ბი უკ­რა­ი­ნის მხრი­დან არ მომ­დი­ნა­რე­ობს და მათ ვინც სა­კუ­თა­რი სკო­ლის ეზო­ში ჭურ­ვის ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად დარ­ჩე­ნი­ლი ორმო და­ი­ნა­ხეს, უჩ­ნდე­ბათ კი­თხვა: ნუთუ მსოფ­ლი­ომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შეც­დო­მე­ბის შე­დე­გად ვე­რა­ფე­რი ის­წავ­ლა?!

"დონ­ბას­ში სა­დე­მარ­კა­ციო ხაზ­თან, ერთი მხრი­დან სა­ბავ­შვო ბა­ღია, მე­ო­რე მხრი­დან კი ჭურ­ვია, რო­მე­ლიც მას ხვდე­ბა. ერთი მხრი­დან სკო­ლაა, მე­ო­რე მხრი­დან კი ჭურ­ვი, რო­მე­ლიც ეცე­მა სკო­ლის ეზო­ში. იქ კი 30 ბავ­შვია, რომ­ლე­ბიც მი­დი­ან არა ნატო-ში, არა­მედ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. ზოგს ფი­ზი­კა აქვს და ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც მისი ელენ­ტა­რუ­ლი კა­ნო­ნე­ბი ეს­მით, ხვდე­ბი­ან, რამ­დე­ნად არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ზოგს მა­თე­მა­ტი­კა აქვს და ბავ­შვებს კალ­კუ­ლა­ტო­რის გა­რე­შეც კი შე­უძ­ლი­ათ დათ­ვა­ლონ სხვა­ო­ბა ამ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დას­ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ან­გა­რიშ­ში უკ­რა­ი­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბას შო­რის. ვი­ღა­ცას ის­ტო­რია აქვს და რო­დე­საც სკო­ლის ეზო­ში ჩნდე­ბა ორმო, ბავ­შვებს უჩ­ნდე­ბათ კი­თხვა: ნუთუ მსოფ­ლი­ომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შეც­დო­მე­ბი და­ი­ვი­წყა ? სა­დამ­დე მივ­ყა­ვართ მშვი­დო­ბის მცდე­ლო­ბას?“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­კიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­პას მშვი­დო­ბა სურთ, რუ­სე­თიც აცხა­დებს, რომ თავ­დას­ხმა არ სურს, თუმ­ცა ამ ვი­თა­რე­ბა­ში ვი­ღაც იტყუ­ე­ბა.

„უკ­რა­ი­ნას სურს მშვი­დო­ბა. ევ­რო­პას სურს მშვი­დო­ბა. მსოფ­ლიო ამ­ბობს, რომ არ სურს ომი, რუ­სე­თი კი ამ­ბობს, რომ არ სურს თავ­დას­ხმა. რო­მე­ლი­ღაც ჩვენ­გა­ნი იტყუ­ე­ბა. ეს ჯერ არის აქ­სი­ო­მა, თუმ­ცა უკვე არის ჰი­პო­თე­ზა,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

asea es
0

საქაერთველოს ბედი უკრაინაში წყდება და მის ავანგარდში ეს კაცი დგას!!!

ავტორი:

"დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან ჭურვი, რომელიც სკოლის ეზოში ეცემა... იქ 30 ბავშვია, ისინი მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე" - ზელენსკი

"დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან ჭურვი, რომელიც სკოლის ეზოში ეცემა... იქ 30 ბავშვია, ისინი მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე" - ზელენსკი

დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან საბავშვო ბაღი, მეორე მხრიდან კი ჭურვია, რომელიც მას ხვდება. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ კი 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ბავშვებმაც კი იციან, რომ ეს თავდასხმები უკრაინის მხრიდან არ მომდინარეობს და მათ ვინც საკუთარი სკოლის ეზოში ჭურვის ჩავარდნის შედეგად დარჩენილი ორმო დაინახეს, უჩნდებათ კითხვა: ნუთუ მსოფლიომ მეოცე საუკუნის შეცდომების შედეგად ვერაფერი ისწავლა?!

"დონბასში სადემარკაციო ხაზთან, ერთი მხრიდან საბავშვო ბაღია, მეორე მხრიდან კი ჭურვია, რომელიც მას ხვდება. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ კი 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე. ზოგს ფიზიკა აქვს და ბავშვებს, რომლებსაც მისი ელენტარული კანონები ესმით, ხვდებიან, რამდენად არასერიოზულად ჟღერს განცხადებები იმის შესახებ, რომ თავდასხმა უკრაინის მხრიდან ხორციელდება. ზოგს მათემატიკა აქვს და ბავშვებს კალკულატორის გარეშეც კი შეუძლიათ დათვალონ სხვაობა ამ სამი დღის განმავლობაში თავდასხმების რაოდენობასა და მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში უკრაინის მოხსენიებას შორის. ვიღაცას ისტორია აქვს და როდესაც სკოლის ეზოში ჩნდება ორმო, ბავშვებს უჩნდებათ კითხვა: ნუთუ მსოფლიომ მეოცე საუკუნის შეცდომები დაივიწყა ? სადამდე მივყავართ მშვიდობის მცდელობას?“- განაცხადა ზელენკიმ.

მისი თქმით, უკრაინასა და ევროპას მშვიდობა სურთ, რუსეთიც აცხადებს, რომ თავდასხმა არ სურს, თუმცა ამ ვითარებაში ვიღაც იტყუება.

„უკრაინას სურს მშვიდობა. ევროპას სურს მშვიდობა. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი ამბობს, რომ არ სურს თავდასხმა. რომელიღაც ჩვენგანი იტყუება. ეს ჯერ არის აქსიომა, თუმცა უკვე არის ჰიპოთეზა,“- განაცხადა ზელენსკიმ.