სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს ერთადერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა..." - როგორ შეიძლება შეჩერდეს რუსული აგრესია და რამდენად საშიშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნები?
"პუტინს ერთადერთი ენა ესმის,  ეს არის ძალის ენა..." - როგორ შეიძლება შეჩერდეს რუსული აგრესია და რამდენად საშიშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნები?

უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა.

"ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის მხრი­დან 48-ჯერ და­ირ­ღვა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა, სა­ბავ­შვო ბა­ღიც და­ი­ბომ­ბა - ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც რუ­სუ­ლი მხა­რე აკე­თებს, 2008 წლის დეჟა­ვუს იწ­ვევს", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა, თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "ნი­უს­რუ­მი“.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის მხრი­დან ახ­ლაც ის ფრა­ზე­ბი, რი­ტო­რი­კა და იმა­ვე ტი­პის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­გო­რიც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ზუს­ტად 2008 წლის სცე­ნა­რით მი­დის ყვე­ლა­ფე­რი. არამ­ხო­ლოდ გუ­შინ­დელ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. 2008-შიც ჩვენ გვარ­წმუ­ნებ­დნენ, არა­ფე­რი ხდე­ბაო. ამ­ბობ­დნენ, - მერე რა, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო, მერე რა, რომ წვრთნე­ბი ტარ­დე­ბა, წვრთნე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თის ჯარი გა­ვაო... მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბო­და. ახლა პუ­ტი­ნის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო იმ ერ­თი­ა­ნო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა აჩ­ვე­ნა, რად­გან ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც და­სავ­ლე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის მიღ­მა წა­ვი­და და ამას მო­ა­ყო­ლა ქმე­დე­ბე­ბი - საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის­თვის, მო­ა­ყო­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც არის არამ­ხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბი, არა­მედ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, წვრთნე­ბი და ლა­ივ­რე­ჟიმ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე გა­ფორმ­და ახა­ლი ალი­ან­სი - უკ­რა­ი­ნა, პო­ლო­ნე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ეს ყვე­ლა­ფე­რი პუ­ტი­ნის­თვის სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა.

ძა­ლი­ან ძნე­ლია რუ­სეთ­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ილა­პა­რა­კო, რად­გან არც რუ­სე­თია რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და არც პუ­ტი­ნი. ისი­ნი ყო­ველ­თვის ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მოქ­მე­დე­ბენ. ერ­თა­დერ­თი, რი­თაც მათი შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ეს არის ძალა. სამ­წუ­ხა­როა ის რე­ვე­რან­სე­ბი, რი­თაც და­სავ­ლე­თის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი ესა­უბ­რე­ბა რუ­სეთს, იქ­ნე­ბა ეს გერ­მა­ნი­ის ახა­ლი კან­ცლე­რი, რო­მელ­მაც ზუს­ტად იგი­ვე შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა, რაც მა­ნამ­დე ყვე­ლამ, ვი­საც პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია. ეს ენა პუ­ტინს არ ეს­მის, მას ერ­თა­დერ­თი ენა ეს­მის - ეს არის ძა­ლის ენა, რომ სხვა მას­ზე უფრო ძლი­ე­რია, რომ გა­ა­ჩე­რებს“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მხო­ლოდ რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­კითხს არ შე­ე­ხე­ბა. ფხა­ლა­ძე თვლის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი გავ­ლე­ნის სფე­როს გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის იბ­რძვის.

"ეს არ არის მხო­ლოდ პუ­ტი­ნის და უკ­რა­ი­ნის თემა. რუ­სე­თი იბ­რძვის გავ­ლე­ნის სფე­როს გა­ფარ­თო­ე­ბი­სათ­ვის და ამას ცდი­ლობს ყველ­გან, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას. ის წვრთნე­ბი, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა­ტომ­ღაც რუ­სულ-ბე­ლა­რუ­სულ წვრთნე­ბად მო­ი­ნათ­ლა, ეს არ არის რუ­სულ-ბე­ლა­რუ­სუ­ლი წვრთნე­ბი. ეს წვრთნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც და არის ძა­ლი­ან სა­ში­ში სცე­ნა­რე­ბი, რო­მე­ლიც იქ მუ­შავ­დე­ბა. ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის ამ ტი­პის აგ­რე­სი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, ყო­ველ­თვის შე­ეც­დე­ბა სა­დღაც მო­ნა­ხოს სუს­ტი წერ­ტი­ლი, რად­გან აქ თუ არ გა­მო­უ­ვი­და, იქ გა­მო­უ­ვა მა­შინ. ძა­ლი­ან ბევ­რს ვლა­პა­რა­კობთ უკ­რა­ი­ნა­ზე, რაც კარ­გია, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად არ ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. როცა ვუ­ყუ­რებ რა არის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რი­გი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამო­ვარ­დნი­ლი ვართ იმ კონ­ტექ­სტი­დან, რაც დღეს მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა. ამ დროს ვართ ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლე­ბი. გარ­თუ­ლი ვართ სულ სხვა რა­მით, სულ სხვა დღის წეს­რი­გი გვაქვს და ვა­სუს­ტებთ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

მხოლოდ ძალის ენა ესმის, მაგრამ ამის გამო მსოფლიო ომში არცერთი სახელმწიფო და ბლოკი ამჟამად ვერ ჩაერთვება.პუტინის სახელმწიფოს ატომური ბომბის დამიზნება თუ უშველის, მაგრამ.... ჩემი ოცნებაა გვყავდეს ისეთი პოლიტიკოსი, დიპლომატი, რომ რუსეთთან მოაგვაროს ურთიერთობები, შევიგნოთ, რომ ის ჩვენი მეზობელია, ახლოსაა ჩვენთან. დაგვიბრუნოს ტერიტორიები და თუ ვიყავით საბჭოთა კავშირში, ახლა მეგობრულ კავშირში, რომ შევიდეთ ხომ ჯობს? არც ომის შიში გვექნება, აფხაზეთშიც დავბრუნდებით....მოკლედ მაგარი პოლიტიკოსი გვჭირდება!

გიორგი
2

გიო-ს წარსულზე მეტი რა უნდა ვისწავლოთ 2008-წელს ომი მოვიგეთ და ვიზეიმეთ კიდეც, მეტი რა უნდა ვისწავლოთ, მომავალშიც ასე იქნება, ახალგაზრდობა ჯარის ნაცვლად გასაბერ ეკლესიებში მიდიან და ჩვენ ასე ვაპირებთ ომის მოგებას?

ავტორი:

"პუტინს ერთადერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა..." - როგორ შეიძლება შეჩერდეს რუსული აგრესია და რამდენად საშიშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნები?

"პუტინს ერთადერთი ენა ესმის,  ეს არის ძალის ენა..." - როგორ შეიძლება შეჩერდეს რუსული აგრესია და რამდენად საშიშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნები?

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება ყოველდღიურად მძიმდება.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის მხრიდან 48-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საბავშვო ბაღიც დაიბომბა - ის განცხადებები, რასაც რუსული მხარე აკეთებს, 2008 წლის დეჟავუს იწვევს", - განაცხადა საგარეო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მხრიდან ახლაც ის ფრაზები, რიტორიკა და იმავე ტიპის პროვოკაციები მომდინარეობს, როგორიც 2008 წელს საქართველოში.

"ზუსტად 2008 წლის სცენარით მიდის ყველაფერი. არამხოლოდ გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. 2008-შიც ჩვენ გვარწმუნებდნენ, არაფერი ხდებაო. ამბობდნენ, - მერე რა, რომ რუსი სამხედროების მიერ რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობსო, მერე რა, რომ წვრთნები ტარდება, წვრთნების შემდეგ რუსეთის ჯარი გავაო... მაგრამ რეალურად მსგავსი არაფერი ხდებოდა. ახლა პუტინისთვის მოულოდნელი იყო იმ ერთიანობის დემონსტრირება, რომელიც დასავლეთმა აჩვენა, რადგან ამ ხნის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთი განცხადებების მიღმა წავიდა და ამას მოაყოლა ქმედებები - საკმაოდ მტკივნეული სანქციები რუსეთისთვის, მოაყოლა სერიოზული დახმარება, რომელიც არის არამხოლოდ ფინანსები, არამედ სერიოზული შეიარაღება, წვრთნები და ლაივრეჟიმში მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია. ასევე გაფორმდა ახალი ალიანსი - უკრაინა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი და ეს ყველაფერი პუტინისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ძალიან ძნელია რუსეთზე რაციონალურად ილაპარაკო, რადგან არც რუსეთია რაციონალური და არც პუტინი. ისინი ყოველთვის ირაციონალურად მოქმედებენ. ერთადერთი, რითაც მათი შეჩერება შეიძლება, ეს არის ძალა. სამწუხაროა ის რევერანსები, რითაც დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი ესაუბრება რუსეთს, იქნება ეს გერმანიის ახალი კანცლერი, რომელმაც ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც მანამდე ყველამ, ვისაც პუტინთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონია. ეს ენა პუტინს არ ესმის, მას ერთადერთი ენა ესმის - ეს არის ძალის ენა, რომ სხვა მასზე უფრო ძლიერია, რომ გააჩერებს“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის საკითხს არ შეეხება. ფხალაძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის იბრძვის.

"ეს არ არის მხოლოდ პუტინის და უკრაინის თემა. რუსეთი იბრძვის გავლენის სფეროს გაფართოებისათვის და ამას ცდილობს ყველგან, სადაც შესაძლებელია. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ის წვრთნები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რატომღაც რუსულ-ბელარუსულ წვრთნებად მოინათლა, ეს არ არის რუსულ-ბელარუსული წვრთნები. ეს წვრთნები მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და არის ძალიან საშიში სცენარები, რომელიც იქ მუშავდება. ის ადამიანი, რომელიც არის ამ ტიპის აგრესიის განმახორციელებელი, ყოველთვის შეეცდება სადღაც მონახოს სუსტი წერტილი, რადგან აქ თუ არ გამოუვიდა, იქ გამოუვა მაშინ. ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ უკრაინაზე, რაც კარგია, მაგრამ ფაქტობრივად არ ვსაუბრობთ საქართველოზე. როცა ვუყურებ რა არის ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი, აბსოლუტურად ამოვარდნილი ვართ იმ კონტექსტიდან, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ამ დროს ვართ ძალიან დაუცველები. გართული ვართ სულ სხვა რამით, სულ სხვა დღის წესრიგი გვაქვს და ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.