საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის
ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა მზა­დაა მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად რუ­სეთ­თან ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. პრე­ზი­დენ­ტის ვებგ­ვერ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ცხა­დე­ბა ზე­ლენ­სკიმ მა­რი­უ­პოლ­ში მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

"რო­გორც კი რუ­სე­თი სა­ჯა­როდ ამ­ბობს, რომ მზად არის ისა­უბ­როს დე­ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე, მზად არის ისა­უბ­როს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ამის შემ­დეგ ყო­ველ ჯერ­ზე ვთხოვთ რუ­სეთს, რომ ეს შეხ­ვედ­რა ამა თუ იმ ფორ­მატ­ში შედ­გეს. მაგ­რამ, გარ­და სა­ჯა­რო პო­ზი­ცი­ი­სა, რე­ა­ლუ­რად ისი­ნი არ არი­ან მზად ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, მათ ეს არ სურთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ზე­ლენ­სკიმ ხაზი გა­უს­ვა, რომ უკ­რა­ი­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის მზა­დაა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნამ შე­ი­ტა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი და ცდი­ლობ­და და­კავ­ში­რე­ბო­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­ზე ეს­კა­ლა­ცი­ის რის­კი გა­ი­ზარ­და რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გამო. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სხვა ქვეყ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ რუ­სულ მხა­რეს­თან შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

"ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ვართ, მე არ მით­ქვამს უარი არც ერთი ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­მაც ეს შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. უფრო მე­ტიც, ჩვენ თვი­თონ შევ­თა­ვა­ზეთ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნას. ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან სა­უბ­რის სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტით", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
4

არ გაგიგონ ნაცებმა და მათმა ბელადმა რომ რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზად ხარ, ეგრევე პუტინის აგენტად და მოღალატედ გამოგაცხადებენ. პირიქით, ეგრევე შევარდი ყირიმში, მის დასაბრუნებლად და მერე გამარჯვება კიევში ტაშ- ფანდურით აღნიშნე. "პატრიოტები" ასე იქცევიან.

ანა
1

დაუძახეთ ეხლა ამას მასხარა და ჩვენსას დემოკრატიის შუქურა. არ წამოეგო არავის პროვოკაციებზე არც არავის წაქეზებით იდიდეგულა და ყველაფერს აკეთებს ომის ასაცილებლად და უკრაინის გადასარჩენად. ბრავო პრეზიდენტო.

ავტორი:

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ვებგვერდის ინფორმაციით, განცხადება ზელენსკიმ მარიუპოლში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

"როგორც კი რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზად არის ისაუბროს დეესკალაციაზე, მზად არის ისაუბროს ორმხრივ ურთიერთობებზე, ამის შემდეგ ყოველ ჯერზე ვთხოვთ რუსეთს, რომ ეს შეხვედრა ამა თუ იმ ფორმატში შედგეს. მაგრამ, გარდა საჯარო პოზიციისა, რეალურად ისინი არ არიან მზად ჩვენთან კომუნიკაციისთვის, მათ ეს არ სურთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზადაა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიტანა ოფიციალური მოთხოვნები და ცდილობდა დაკავშირებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, როდესაც უკრაინის საზღვრებზე ესკალაციის რისკი გაიზარდა რუსული ჯარების კონცენტრაციის გამო. მისი თქმით, უკრაინა ასევე დაინტერესებულია სხვა ქვეყნების ინიციატივებით, რომლებიც დახმარებას სთავაზობენ რუსულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებაში.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ, მე არ მითქვამს უარი არც ერთი ქვეყნისთვის, რომელმაც ეს შემოგვთავაზა. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ ამა თუ იმ ქვეყანას. ჩვენ დაინტერესებული ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან საუბრის სხვადასხვა ფორმატით", - აღნიშნა ზელენსკიმ.