საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება - რა განაცხადა იენს სტოლტენბერგმა?
ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება - რა განაცხადა იენს სტოლტენბერგმა?

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე ბრი­უს­ლე­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იენს სტოლ­ტემ­ბერგს შეხ­ვდა, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა­ში.

ნატო გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი რე­გი­ო­ნის­თვის რუ­სე­თის მიერ შექ­მნი­ლი საფრ­თხე­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად და­საძ­ლე­ვად, ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მოქ­მე­დე­ბენ, - ამ ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ბრი­უ­სელ­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რის წინ.

"მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვენს კო­ლე­გებს სა­ქარ­თვე­ლო­დან და უკ­რა­ი­ნი­დან, მი­ნის­ტრ ბურ­ჭუ­ლა­ძე­სა და მი­ნის­ტრ რეზ­ნი­კოვს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თბი­ლი სა­ლა­მი ორი­ვე თქვენ­განს. დღეს ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბით იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. არ­სე­ბობს მოს­კო­ვის­გან მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ დიპ­ლო­მა­ტია და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ აქამ­დე არ გვი­ნა­ხავს დე­ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და ჯა­რის გაყ­ვა­ნის რა­ი­მე ნი­შა­ნი. რუ­სეთ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა და მისი უნა­რი და მზა­ო­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს ძალა სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, ვში­შობ, ეს არის ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, რის­თვი­საც მზად უნდა ვი­ყოთ.

ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბენ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­სავ­ლის მი­საღ­წე­ვად, ჩვენ ამას ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.

ნატო აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნას“, აღ­ნიშ­ნა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმ

"ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში ჩვენ გავ­მარ­თეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი რო­გორც ჩემს კო­ლე­გებ­თან, ასე­ვე გვქონ­და შეხ­ვედ­რა ნა­ტოს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან. ის არის ნატო-ში პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო პირი, ის არის სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მე­გო­ბა­რი, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მებ­ზე, ჩვენს მო­მა­ვალ­ზე და, რა თქმა უნდა, ყვე­ლა პრინ­ცი­პულ სა­კი­თხში ჩვენ ვართ ერ­თი­ა­ნე­ბი. არ და­ი­ხევს უკან, რო­გორც ნატო თვი­სი მიზ­ნე­ბი­სა და თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ჩვე­ნი ურ­ყე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ ჩვენ გავ­ხდეთ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ტოს გენმდი­ვან­თან შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ფორ­მებს, რო­მე­ლიც ნა­ტოს­თან თავ­სე­ბა­დო­ბის გაზ­რდას ისა­ხავს მიზ­ნად. ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლივ სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­სა­მედ ჩა­ტარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

როტშილდ ბარუხ როკფელერებმა აჯეჯილეს სოციალდემოკრატები და არარსებული პროლეტარიატის შექმნით ძირი გამოუთხარეს მშვიდობიან აღმშენებლობას , რევოლუციის და სამოქალაქო ომების , კოლონიალური ბუნტების ქარცეცხლში საუკეუნეებით გახვიეს მსოფლიო დამოკრატიის შირმით ! პუტინი სწორედ მათი პროდუქტია -მუშათა კლასს იცავს არა ედინნაია რასსია ორასი მილიარდერი ოლიგარქი ყავს პარტიაში ?! აქა ? მასშტაბია პატარა , შინაარსი იგივეა-სიცრუე და ორპირობა , მათი ძალა ამომრჩევლის სიტლუეა და ხელოვნურად გატეტიავება , მაიტა რა პური , ამ დროს ბეღელი სულაც არ არის პურის გამნაწილებელ გამცემის , იმ პროლეტარიატისაა პურს რომ თხოულობს და სანახაობას ტენიან ასობით ტელევიზიიდან ბოზმონდის დამძღარი შესრულებით , ცოდნა კი არა აქვს ამისა , ეს გახლავთ დამონების ინსტრუმენტი , გამნაწილებელი ხელობა აქვს მმართველს , ნამუს და სინდის გარეცხილი კია ! აბა მაჩვენეთ მოქმედი ღარიბი დეპუტატი ! მინისტრი ?სსიპ მესვეური ?! სახელმწიფო შპს და სს უფროსობა ? სამეთვალყურეო საბჭო-თავადაა სათვალთვალო მრუდეხელიანი ! სანამ კანდიდატი იყო, შესაძლოა აკლდა შუშუბერები-ახლა ხომ აქვს ზურგიელი, დოში და ხიზილალა , შენ ცივი ჭადი ? ეგ ის იშოვნა , თქვენ რომ დაგაკლდათ , დახვალთ ყუაზე, ჯერ ვერა ხართ ბოლომდე ისე მიჯირყვნული, ებრაელს რომ შეშურდეს თქვენი ჭკუა !

gaga
11

ანუ მარტო უკრაინა არ ყოფნის და ახლა საქართველოც წამოაგეს ანკესზე, რომ როგორმე შემოიტყუილონ რუსეთი ომში!

ავტორი:

ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება - რა განაცხადა იენს სტოლტენბერგმა?

ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება - რა განაცხადა იენს სტოლტენბერგმა?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსლეში იმყოფება, სადაც ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტემბერგს შეხვდა, ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

ნატო განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას და ევროატლანტიკური რეგიონისთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების მშვიდობიანად დასაძლევად, ნატოელი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოქმედებენ, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრის წინ.

"მივესალმები ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძესა და მინისტრ რეზნიკოვს, განსაკუთრებული თბილი სალამი ორივე თქვენგანს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმ ფონზე, როდესაც ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. არსებობს მოსკოვისგან მინიშნებები, რომ დიპლომატია და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ აქამდე არ გვინახავს დეესკალაციისა და ჯარის გაყვანის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა საერთაშორისო პრინციპების მიმართ გულგრილობა და მისი უნარი და მზაობა გამოიყენოს ძალა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, ვშიშობ, ეს არის ახალი რეალობა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

ნატოს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით.

ნატო აგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას“, აღნიშნა იენს სტოლტენბერგმ

"ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე გვქონდა შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ის არის ნატო-ში პირველი სამხედრო პირი, ის არის საქართველოს დიდი მეგობარი, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიულ გეგმებზე, ჩვენს მომავალზე და, რა თქმა უნდა, ყველა პრინციპულ საკითხში ჩვენ ვართ ერთიანები. არ დაიხევს უკან, როგორც ნატო თვისი მიზნებისა და თავისი გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს გენმდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.