მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს, ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით..." - დავით ზალკალიანი
"ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს, ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით..." - დავით ზალკალიანი

"გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო რუ­სე­თის დუ­მის გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­ე­მარ­თა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის უკ­რა­ი­ნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, ჩვენ ვგმობთ ამ ნა­ბიჯს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ თუ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მოყ­ვა­ნი­ლი სის­რუ­ლე­ში, კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მებს ისე­დაც არ­სე­ბულ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას და საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნებს იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბებს, რომ­ლის ხელ­მომ­წე­რიც არის უკ­რა­ი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად," - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ში, უკ­რა­ი­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის დღის აღმნიშ­ვნელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან კი­დევ ერთხელ ვხე­დავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას, რა­მაც "სამ­წუ­ხა­როდ მიგ­ვიყ­ვა­ნა იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რო­მელ­შიც აღ­მოჩ­ნდა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო და საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა მთლი­ა­ნად ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მა“.

მი­სი­ვე თქმით, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა აუკ­რძა­ლოს სუ­ვე­რე­ნულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნებს თა­ვად აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ალი­ან­სე­ბი და კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნოს ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის სწრაფ­ვა ვი­ყოთ ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

"დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. ეს არის ერ­თო­ბის დღე ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით დგას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ხელ­ყო­ფას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვის თავ­ზე გა­მოს­ცა­და 2008 წლის რუ­სუ­ლი აგ­რე­სია, რა­საც მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცია და აღი­ა­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან, ასე­ვე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლად ყოფ­ნა. დღეს იმა­ვე გან­საც­დელ­შია ჩვე­ნი მოძ­მე უკ­რა­ი­ნა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვუ­ყუ­რებ­დეთ იმ მას­შტა­ბურ სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან.

გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო რუ­სე­თის დუ­მის გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­ე­მარ­თა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის უკ­რა­ი­ნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, ეს არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, ჩვენ ვგმობთ ამ ნა­ბიჯს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ თუ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მოყ­ვა­ნი­ლი სის­რუ­ლე­ში, კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მებს ისე­დაც არ­სე­ბულ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას და საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნებს იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბებს, რომ­ლის ხელ­მომ­წე­რიც არის უკ­რა­ი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ძა­ლის­ხმე­ვა უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი, ზო­გადსა­კა­ცობ­რიო პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტის­კენ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან კი­დევ ერთხელ ვხე­დავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას, რა­მაც სამ­წუ­ხა­როდ, მიგ­ვიყ­ვა­ნა იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რო­მელ­შიც აღ­მოჩ­ნდა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო და საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა მთლი­ა­ნად ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მა.

ყო­ვე­ლი­ვე ეს არის საფრ­თხე არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის, არა­მედ არის სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა აუკ­რძა­ლოს სუ­ვე­რე­ნულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნებს თვი­თონ­ვე აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ალი­ან­სე­ბი და კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნოს ჩვე­ნი სწრაფ­ვა ვი­ყოთ ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი. დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვა არ არის პირ­ვე­ლი ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ მოძ­მე უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხთან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ სვლას ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მი­საღ­წე­ვად, რაც ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე. ის სიმ­ტკი­ცე და ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი, არის სა­მა­გა­ლი­თო და სწო­რედ ამ მხარ­და­ჭე­რის იმე­დი გვაქვს მო­მა­ვალ­შიც.

კი­დევ ერთხელ ვუ­ცხა­დებთ სო­ლი­და­რო­ბას და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას მოძ­მე უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში, ჩვენ ყო­ველ­თვის ვდგა­ვართ თქვენს გვერ­დით, რად­გან კარ­გად ვი­ცით თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მის­თვის ბრძო­ლის ფასი. ამი­ტომ, ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე მთე­ლი პროგ­რე­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თო­ბის დღე. ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან იქ, სა­დაც მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრიდონი
2

ყოველთვის სწორ განცხადებებს აკეთებს და შეიძლება წყალიც შეუყენონ.

ქართლელი
4

<<გედის სიმღერა>,როგორც იქნა ამოღერღა!

ავტორი:

"ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს, ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით..." - დავით ზალკალიანი

"ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს, ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით..." - დავით ზალკალიანი

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მოყვანილი სისრულეში, კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის საელჩოში, უკრაინის ერთიანობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას, რამაც "სამწუხაროდ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც აღმოჩნდა დღევანდელი მსოფლიო და საფრთხის ქვეშ დააყენა მთლიანად ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა“.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნების სწრაფვა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრები.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის ერთობის დღე ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო სრული სერიოზულობით დგას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის ხელყოფას. სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოსცადა 2008 წლის რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ასევე ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა. დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა, შემაშფოთებელია 21-ე საუკუნეში ვუყურებდეთ იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მოყვანილი სისრულეში, კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიოს ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული გლობალური, ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტისკენ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას, რამაც სამწუხაროდ, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც აღმოჩნდა დღევანდელი მსოფლიო და საფრთხის ქვეშ დააყენა მთლიანად ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.

ყოველივე ეს არის საფრთხე არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებისთვის, არამედ არის საერთო ევროპული გამოწვევა. არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს თვითონვე აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი სწრაფვა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღევანდელი გამოწვევა არ არის პირველი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობისთვის, დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული არჩევანის მისაღწევად, რაც ვერ იქნება მიღწეული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისა და დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე. ის სიმტკიცე და ერთიანობა, რომელიც ამ დღეებში იყო გამოვლენილი, არის სამაგალითო და სწორედ ამ მხარდაჭერის იმედი გვაქვს მომავალშიც.

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს როგორც უკრაინის, ასევე მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე. ჩვენი დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იქნებიან იქ, სადაც მუდმივად იქნება ბრძოლა თავისუფლებისა და ჩვენი ერთიანობისთვის“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.