პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შექმნილი ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა გამოცხადდეს" - დევი ტაბიძის რეკომენდაცია
"შექმნილი ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა გამოცხადდეს" - დევი ტაბიძის რეკომენდაცია

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტის, პრო­ფე­სორ დევი ტა­ბი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო, სკო­ლებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი და­გეგ­მილ­ზე ადრე გა­მო­ცხად­დეს.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სკო­ლე­ბი და ბავ­შვე­ბის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"ბავ­შვთა მი­მარ­თუ­ლე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­ხუ­როს იმი­ტომ, რომ ამას შემ­დგომ­ში არ­და­დე­გე­ბი მოს­დევს. ჩემი პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, ცოტა ადრე შევ­წყვი­ტოთ სწავ­ლა და გა­და­ვი­დეთ იმ არ­და­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც მო­დის. ეს გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს მოგ­ვცემს. ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სკო­ლა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი კლა­სი უკვე ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ბავ­შვის ერთი დღე სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ შემ­დგომ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, თუმ­ცა ბავ­შვე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ზო­გა­დი ეპიდსი­ტუ­ა­ცია უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ან მძი­მე ნა­ბი­ჯე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, დევი ტა­ბი­ძის თქმით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ვლე­ლია.

მან ასე­ვე სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ომიკ­რო­ნის“ ბი­ნა­ზე და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში მარ­თვამ სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

"კლი­ნი­კუ­რად ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თე­რა­პი­უ­ლი სა­წო­ლე­ბი არის, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და ინ­ტენ­სი­ურ პა­ლა­ტებ­ში პრობ­ლე­მე­ბი ისევ არის, სა­წო­ლე­ბის პრობ­ლე­მა დგას. ძა­ლი­ან დიდი შე­ღა­ვა­თი მის­ცა „ომიკ­რო­ნის“ ბი­ნა­ზე და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში მარ­თვამ“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ „ომიკ­რო­ნი“ კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის და­სას­რუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

"კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის და­სას­რუ­ლი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არის ის, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ვი­დეს გარ­კვე­უ­ლი ენ­დე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მა­ში. გა­ვიხ­სე­ნოთ ადრე ნათ­ქვა­მი ჩვე­ნი­ვე მო­საზ­რე­ბა, რომ ჩვენ ამ ვირუს­თან ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგო
3

საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ბავშვების მიმართ არსად შეზღუდვები არ არის, სკოლებში შეზღუდვებით კი ააოხრეს ყველაფერი ისედაც გაუბედურებულ განათლების სისტემაში. რა ქვეყანას ააშენებენ გონებაშეზღუდული ახალგაზრდები. რას ჩადიხართ. შეჩერდით! 

დაეჭვებული
4

პრაქტიკულად, დეკემბრის არდადეგების შემდეგ თბილისის სკოლების უმრავლესობაში სრულფასოვანი სასწავლო პროცესი არც ყოფილა: მოსწავლეები მუდმივად გადაყავთ ონლაინ-რეჟიმში კოვიდ- ვითარების გაუარესების მიზეზით, შედეგი: დაბნეული და რეჟიმარეული ბავშვები, დაბნეული და რეჟიმარეული პედაგოგები, უკვე მეორე ძალიან საეჭვო სასწავლო წელი... პედაგოგების ნაწილის მონდომების მიუხედავად, ვერანაირი ონლაინ-გაკვეთილი თავისი პლუს-მინუსებით ვერ ჩაანაცვლებს სწავლების ცოცხალ, ბუნებრივ პროცესს! აღარაფერს ვამბობ ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ მასწავლებლების ხელთ არსებულ ტექნიკურ რესურსსა და უნარებზე, რაც ონლაინ-სწავლების განუყოფელი ნაწილია. გასაგებია, რისკი არსებობს, ვუწევთ ანგარიშს ამ რისკს დიდი ხანია, მაგრამ რაღაცნაირად არადამაჯერებელი მეჩვენება, რომ ომიკრონი მეტ ზიანს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობას, ვიდრე ეს ორწლიანი დაუსრულებელი ტაიმ-აუტებით ჩავლილი სასწავლო წელი და სოციალური ირთიერთობების შეზღუდვა... მითუმეტეს, მთელი მსოფლიო რეგულაციების შემსუბუქებასა და მოხსნაზეა ორიენტირებული...

ავტორი:

"შექმნილი ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა გამოცხადდეს" - დევი ტაბიძის რეკომენდაცია

"შექმნილი ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა გამოცხადდეს" - დევი ტაბიძის რეკომენდაცია

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლები და ბავშვების ზოგიერთი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.

"ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“,-განაცხადა ტაბიძემ.

მისი შეფასებით, ზოგადი ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ძალიან მძიმე ნაბიჯებით. რაც შეეხება გარდაცვალების რაოდენობას, დევი ტაბიძის თქმით, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით უცვლელია.

მან ასევე საწოლების რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ ბინაზე და კოვიდ სასტუმროში მართვამ სიტუაცია შედარებით გააუმჯობესა.

"კლინიკურად ასეთი მდგომარეობაა. თერაპიული საწოლები არის, რეანიმაციაში და ინტენსიურ პალატებში პრობლემები ისევ არის, საწოლების პრობლემა დგას. ძალიან დიდი შეღავათი მისცა „ომიკრონის“ ბინაზე და კოვიდ სასტუმროში მართვამ“,-განაცხადა ტაბიძემ.

ის აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ კოვიდ ინფექციის დასასრული არ იქნება.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება კოვიდ ინფექციის დასასრული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს დაავადება გადავიდეს გარკვეული ენდემიური დაავადების ფორმაში. გავიხსენოთ ადრე ნათქვამი ჩვენივე მოსაზრება, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა ტაბიძემ.