საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან ძალიან ძნელია აქ... მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს" - კობა სუბელიანი
"თავიდან ძალიან ძნელია აქ... მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს" - კობა სუბელიანი

ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან 2017 წელს წა­ვი­და. რო­გორც ამ­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო

ერთი წლის წინ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ექსმა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ჰყვე­ბო­და, რომ მა­შინ ოჯახს საჭ­მლის ფუ­ლიც არ ჰქონ­და, რის გა­მოც ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და ერთ-ერთ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ა­ში მძღო­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

ახლა კი ექსმი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ მისი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი და გრა­ფი­კი ბოლო დროს დას­ტა­ბი­ლურ­და. რო­გორც მან "მთა­ვარ­თან" თქვა, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და აშშ-ში ფე­ხის მო­კი­დე­ბა, რის­თვი­საც ის დღე­ში 20 სა­ა­თიც კი მუ­შა­ობ­და.

"ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, 18- 20 სა­ა­თი მი­მუ­შა­ვია დღე­ში. ახლა ცოტა დას­ტა­ბი­ლუ­რა ჩემი გრა­ფი­კი და დღე­ში 14 სა­ა­თი მი­წევს მუ­შა­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­დის ხალ­ხი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და ამას თან ახ­ლავს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" არ ხარ ლო­ი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ სულ რომ სტივ ჯობ­სი იყო, არ გაძ­ლე­ვენ გა­სა­ქანს. ეს მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს არ ეხე­ბა. მათი ყო­ფი­ლი მომ­ხრე­ე­ბიც ასე არი­ან. ერ­თმა მათ­მა მხარ­დამ­ჭერ­მა მი­თხრა, ამას­წი­ნათ, ტენ­დე­რი მო­ვი­გეო, და­ა­ჯა­რი­მეს ერთხელ, ორ­ჯერ, ყუ­რე­ბი­ა­ნი ქუდი რა­ტომ არ გა­ხუ­რავ­სო, მსგავ­სი მი­ზე­ზით. 4 წლის წინ თვე­ში ერთხელ თუ გა­ვი­გებ­დით, რომ მექ­სი­კი­დან ჩა­მო­ვი­და ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი. ახლა დღე არ გავა, რომ მექ­სი­კი­დან ჩა­მო­სულ­ზე ვინ­მემ არ დარ­ე­კოს: თუ შე­იძ­ლე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა­ში რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ოთ ან მონ­რო­ში იმუ­შა­ო­სო. მონ­რო სო­ფე­ლია, სა­დაც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მათ თა­ვი­დან აქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან ფე­ხის ად­გმა­ში. ძა­ლი­ან ძნე­ლია აქ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რას გვა­ში­ნებ, თქვენ ხომ ხართ მანდ კარ­გა­დო - არა­ვის ვა­ში­ნებ, თა­ვი­დან ძნე­ლია, მერე ფეხ­ზე დად­გე­ბი, მაგ­რამ მა­ინც გე­ნატ­რე­ბა შენი ქვე­ყა­ნა, შენი მე­გობ­რე­ბი. სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი რომ იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა ის, რა­საც მთავ­რო­ბა გან­სა­ზღვრას, არა­მედ რე­ა­ლუ­რი, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში შრო­მას არ სჯობს არა­ფე­რი, აქ ნაშ­ვოვნს ისე­თი გემო არ აქვს, რო­გორც მანდ. მო­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ფერს გე­მოს უკარ­გავს, მაგ­რამ მანდ არაფ­რის გა­სა­ქა­ნი არ არის. " - თქვა კობა სუ­ბე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკო
9

კობამ კარგად მოითბო ხელი,მიხოს დროს და ახლა ანერიკიდან გვაბოლებს თავის ვითომ გასაჭირზე

მუქთა ფული
5

ძალიან სუსტი კომენტარებია. შიდა მესიჯბოქსის გაძლიერებაა საჭირო. საშვილოსნოების ამოჭრა, გვამის სისხლის პატიმრებზე წასმა და ა.შ. დრო იკარგება ისე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თავიდან ძალიან ძნელია აქ... მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს" - კობა სუბელიანი

"თავიდან ძალიან ძნელია აქ... მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს" - კობა სუბელიანი

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი საქართველოდან 2017 წელს წავიდა. როგორც ამბობს, გადაწყვეტილება ეკონომიური მდგომარეობის გამო მიიღო

ერთი წლის წინ "ტვ პირველთან" საუბარში ექსმაღალჩინოსანი ჰყვებოდა, რომ მაშინ ოჯახს საჭმლის ფულიც არ ჰქონდა, რის გამოც ამერიკაში წავიდა და ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში მძღოლად დაიწყო მუშაობა.

ახლა კი ექსმინისტრი ამბობს, რომ მისი სამუშაო პირობები და გრაფიკი ბოლო დროს დასტაბილურდა. როგორც მან "მთავართან" თქვა, თავიდან ძალიან გაუჭირდა აშშ-ში ფეხის მოკიდება, რისთვისაც ის დღეში 20 საათიც კი მუშაობდა.

"ყოფილა შემთხვევა, 18- 20 საათი მიმუშავია დღეში. ახლა ცოტა დასტაბილურა ჩემი გრაფიკი და დღეში 14 საათი მიწევს მუშაობა. საქართველოდან მოდის ხალხი ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ამას თან ახლავს პოლიტიკური დევნა. თუ "ქართულ ოცნებასთან" არ ხარ ლოიალურ დამოკიდებულებაში, ვერაფერს გააკეთებ სულ რომ სტივ ჯობსი იყო, არ გაძლევენ გასაქანს. ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს არ ეხება. მათი ყოფილი მომხრეებიც ასე არიან. ერთმა მათმა მხარდამჭერმა მითხრა, ამასწინათ, ტენდერი მოვიგეო, დააჯარიმეს ერთხელ, ორჯერ, ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავსო, მსგავსი მიზეზით. 4 წლის წინ თვეში ერთხელ თუ გავიგებდით, რომ მექსიკიდან ჩამოვიდა ქართველი ადამიანი. ახლა დღე არ გავა, რომ მექსიკიდან ჩამოსულზე ვინმემ არ დარეკოს: თუ შეიძლება მართვის მოწმობის აღებაში რეკომენდაცია გაუწიოთ ან მონროში იმუშაოსო. მონრო სოფელია, სადაც ახალი ჩამოსული ქართველები მუშაობენ, მათ თავიდან აქ მცხოვრები ქართველები ეხმარებიან ფეხის ადგმაში. ძალიან ძნელია აქ, მეუბნებიან, რას გვაშინებ, თქვენ ხომ ხართ მანდ კარგადო - არავის ვაშინებ, თავიდან ძნელია, მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მაინც გენატრება შენი ქვეყანა, შენი მეგობრები. საარსებო მინიმუმი რომ იყოს საქართველოში გარანტირებული, მაგრამ არა ის, რასაც მთავრობა განსაზღვრას, არამედ რეალური, საკუთარ ქვეყანაში შრომას არ სჯობს არაფერი, აქ ნაშვოვნს ისეთი გემო არ აქვს, როგორც მანდ. მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, მაგრამ მანდ არაფრის გასაქანი არ არის. " - თქვა კობა სუბელიანმა.