სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სცენარებით შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ? - "ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ, ხალხი?"
რა სცენარებით შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ? - "ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ, ხალხი?"

პო­ლი­ტი­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის თა­ო­ბა­ზე სა­ი­ნე­ტე­რე­სო მი­მო­ხილ­ვას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"გა­მოქ­ვეყ­ნდა პუ­ტინ-ლავ­რო­ვის და პუ­ტინ-შო­ი­გუს დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რე­ბის უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი: კერ­ძოდ, ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­სურ­სი და­სავლთთან კი­დევ არის და შო­ი­უ­გუს გან­ცხა­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან და ბე­ლო­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე რუ­სუ­ლი წვრთნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მალე დას­რულ­დე­ბა, რა­საც ჯა­რე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა უნდა მოჰ­ყვეს, ლო­გი­კუ­რად. ეს იმ დროს, როცა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის კი­დევ მეტი შე­ნა­ერ­თე­ბია დაძ­რუ­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის­კენ. მოკ­ლედ, რა ელის სა­ქარ­თვე­ლოს, რა პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ:

1. და­ი­წყე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი;

2. თუ ამ ომს რუ­სე­თი ბლიც-კრი­გით მო­ი­გებს;

3. პი­რი­ქით, თუ ომი ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა და რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა გა­ნიც­დის სე­რი­ო­ზულ ზა­რალს;

4. თუ უკ­რა­ი­ნას ნა­ტო­ზე უარს ათ­ქმე­ვი­ნე­ბენ;

5. თუ და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცია მხო­ლოდ "ვიშ-ვი­შით“ და შე­ი­ა­რა­ღე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი მი­წო­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა;6. თუ უკ­რა­ი­ნას "ავ­ღა­ნე­თი­ზა­ცია“ ემუქ­რე­ბა;

7. თუ და­სავ­ლე­თი რე­ა­ლუ­რად გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა;

8. თუ ომი არ იწყე­ბა, მაგ­რამ ნარ­ჩუნ­დე­ბა მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის რე­ჟი­მი;

9. თუ რუ­სე­თი ომს არ იწყებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში იხ­სნე­ბა თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა

10. თუ უკ­რა­ი­ნა მინ­სკის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას/ფე­დე­რა­ლი­ზა­ცი­ას დას­თან­ხმდა­და ა.შ. სცე­ნა­რე­ბი მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა იყოს.

რას ვა­კე­თებთ ჩვენ ამ დროს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ხალ­ხი, ვი­საც არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია სა­ხელ­მწი­ფოს ბედ-იღ­ბალ­ზე: ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლიტ­პარ­ტი­ე­ბი; მე­დია; ექ­სპერ­ტუ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო წრე­ე­ბი?!

მე არ მი­ნა­ხავს არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა ამ თე­მა­ზე. შე­და­რე­ბის­თვის მო­ვიყ­ვან აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, ნე­ბის­მი­ე­რი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის მეტ-ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზულ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას:

ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, უკი­დუ­რე­სად გაზ­რდი­ლი საფრხთე­ე­ბის და რის­კე­ბის პი­რო­ბებ­ში, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ მათ არ ჰქონ­დეთ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა?! არა ის - უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­დეთ თუ არ ჩა­ვი­დეთ, არა­მედ ყვე­ლა ზე­მოთ აღ­წე­რილ სცე­ნარ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ირ­გვლივ მოქ­მე­დე­ბა­თა სა­ვა­რა­უ­დო გან­ვი­თა­რე­ბის ვერ­სი­ე­ბი. და არა სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ე­ბის ახ­ლომ­ხედ­ვე­ლუ­რი, მერ­კან­ტი­ლურ-პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნე­ბია:

1. გა­ა­ნა­ლიზ­დეს 2016 წლი­დან დღემ­დე და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, მიზ­ნე­ბი, სა­მიზ­ნე­ე­ბი და შე­დე­გე­ბი (ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი არ­სე­ბობს);

2. გა­ა­ნა­ლიზ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის სივ­რცე­ში სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუ­ნე­ბის რა სცე­ნა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა აა­მომ­ქე­დოს რუ­სეთ­მა მოვ­ლე­ნა­თა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი გზე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში; ვინ იქ­ნე­ბი­ან მისი მხარ­დამ­ჭე­რი ძი­რი­თა­დი აქ­ტო­რე­ბი და მო­თა­მა­შე­ე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით;

3. რა არის და რა იქ­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი მე­სი­ჯე­ბი ზე­მო­თაღ­წე­რი­ლი სცე­ნა­რე­ბის დროს;

4. რა ტი­პის მხარ­და­ჭე­რა შე­იძ­ლე­ბა მოვ­თხო­ვოთ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს და რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დეთ მათ­გან;

5. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით შე­მუ­შავ­დეს სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა­თა გეგ­მა, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე; მისი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის პრო­პა­გან­დის­ტულ-დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბის­გან დაც­ვი­სა და მე­დე­გო­ბის მე­ქაზ­ნი­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას; ბალ­ტი­ის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გარ­და სა­თა­ნა­დო სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა, მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბიც არ­სე­ბობს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად;

6. შევ­თა­ვა­ზოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერ­თობ­ლი­ვი გან­ხილ­ვე­ბი ამ ხედ­ვე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის; უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლისმთქმე­ლი იქ­ნე­ბა მათი პო­ზი­ცია ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უა­რის თქმის ან ჩარ­თუ­ლო­ბის მზა­ო­ბის თა­ო­ბა­ზე;

7. თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბის გზით ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის გაშ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

8. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე მა­ინც, არ გა­ჭირ­დე­ბა, რად­გან მათი ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ თა­ვა­დაც გა­აც­ნო­ბი­ე­რეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის როლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­სავ­ლე­თის მი­მართ ნი­ჰი­ლიზ­მის და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სხე­უ­ლის მორღვე­ვის საქ­მე­ში.

9. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს არა ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გრან­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად და ქარ­თუ­ლი ენჯო-ების ან და­სავ­ლუ­რი სა­ელ­ჩო­ე­ბის ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ლა­ბი­რინ­თებ­ში და­სა­ლე­ქად, არც რო­მე­ლი­მე პო­ლიტ­პარ­ტი­ის ვიწ­რო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან გა­მო­ხედ­ვით, არა­მედ სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

10. და­ვი­ნა­ხოთ ჩვენ და და­ვა­ნა­ხოთ ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ აქ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ხედ­ვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის, სურ­ვი­ლი ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის და თე­მე­ბი, რო­მელ­თა გარ­შე­მოც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან მე­დი­ას, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პო­ლიტსპექტრს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ, ექ­სპერ­ტულ წრე­ებს ძა­ლისმხე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და რე­ა­ლუ­რი, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია".

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოუ სინარიო
5

არაფერი სცენარი არ იქნება, წააგო პუტინმა. ახლა ალბათ იძულებული გახდება ბელარუსი და ყაზახეთი მიიერთოს რო თავის ხალხის თვალში ფასი სუ არ დაეცეს. ასეთ მდგომარეობაში რუსეთს მომავალი არა აქვს. დაიცლება ხალხისგან. ჩინელები დასახლდებიან. 

ვარსკვლათმრიცხველი
6

ომს დავიწყებო, ასე ვიზავ, ისე ვიზამო პუტინმა. დამარცხდა პუტინი. ის მელოტი კაცი როა, ვარსკვლავებს რო ელაპარაკება, იმას უნდა კითხოს აწი, ან ლელა კაკულიას, სანამ რამის თქმას დააპირებს. 

ავტორი:

რა სცენარებით შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ? - "ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ, ხალხი?"

რა სცენარებით შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ? - "ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ, ხალხი?"

პოლიტილოგი ხათუნა ლაგაზიძე უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის თაობაზე საინეტერესო მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"გამოქვეყნდა პუტინ-ლავროვის და პუტინ-შოიგუს დღევანდელი შეხვედრების უაღრესად საინტერესო დეტალები: კერძოდ, ლავროვის განცხადება, რომ მოლაპარაკების რესურსი დასავლთთან კიდევ არის და შოიუგუს განცხადება, რომ უკრაინის საზღვრებთან და ბელორუსში მიმდინარე რუსული წვრთნების უმეტესობა მალე დასრულდება, რასაც ჯარების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება უნდა მოჰყვეს, ლოგიკურად. ეს იმ დროს, როცა რუსეთის სამხედრო ძალების კიდევ მეტი შენაერთებია დაძრული უკრაინის საზღვრისკენ. მოკლედ, რა ელის საქართველოს, რა პროცესები დაიწყება ქვეყნის შიგნით და გარეთ, იმ შემთხვევაში თუ:

1. დაიწყება რუსეთ-უკრაინის ომი;

2. თუ ამ ომს რუსეთი ბლიც-კრიგით მოიგებს;

3. პირიქით, თუ ომი ხანგრძლივი იქნება და რუსეთის ეკონომიკა განიცდის სერიოზულ ზარალს;

4. თუ უკრაინას ნატოზე უარს ათქმევინებენ;

5. თუ დასავლეთის პოზიცია მხოლოდ "ვიშ-ვიშით“ და შეიარაღების სიმბოლური მიწოდებით შემოიფარგლება;6. თუ უკრაინას "ავღანეთიზაცია“ ემუქრება;

7. თუ დასავლეთი რეალურად გამოფხიზლდება;

8. თუ ომი არ იწყება, მაგრამ ნარჩუნდება მუდმივი დაძაბულობის რეჟიმი;

9. თუ რუსეთი ომს არ იწყებს, ამ შემთხვევაში იხსნება თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა

10. თუ უკრაინა მინსკის ხელშეკრულების შესრულებას/ფედერალიზაციას დასთანხმდადა ა.შ. სცენარები მეტიც შეიძლება იყოს.

რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს, ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, ხალხი, ვისაც არანაკლები პასუხისმგებლობა გვაკისრია სახელმწიფოს ბედ-იღბალზე: ოპოზიციური პოლიტპარტიები; მედია; ექსპერტული და სამოქალაქო წრეები?!

მე არ მინახავს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სერიოზული მსჯელობა ამ თემაზე. შედარებისთვის მოვიყვან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მეტ-ნაკლებად სერიოზულ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას:

ანალოგიურ სიტუაციაში, უკიდურესად გაზრდილი საფრხთეების და რისკების პირობებში, წარმოგიდგენიათ, რომ მათ არ ჰქონდეთ ქვეყნის უსაფრთხოების საკუთარი ხედვა?! არა ის - უკრაინაში ჩავიდეთ თუ არ ჩავიდეთ, არამედ ყველა ზემოთ აღწერილ სცენარში საქართველოში და საქართველოს ირგვლივ მოქმედებათა სავარაუდო განვითარების ვერსიები. და არა საკუთარი პარტიების ახლომხედველური, მერკანტილურ-პროპაგანდისტული გადმოსახედიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.პირველი რიგის ამოცანებია:

1. გაანალიზდეს 2016 წლიდან დღემდე და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ძირითადი ინსტრუმენტები, მიზნები, სამიზნეები და შედეგები (ამ მიმართულებით წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ მოძიებული მასალები არსებობს);

2. გაანალიზდეს საქართველოს საკუთარი გავლენის სივრცეში საბოლოოდ დაბრუნების რა სცენარები შეიძლება აამომქედოს რუსეთმა მოვლენათა ზემოთ ჩამოთვლილი გზებით განვითარების შემთხვევაში; ვინ იქნებიან მისი მხარდამჭერი ძირითადი აქტორები და მოთამაშეები ქვეყნის შიგნით;

3. რა არის და რა იქნება საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების მთავარი მესიჯები ზემოთაღწერილი სცენარების დროს;

4. რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და რას შეიძლება ველოდეთ მათგან;

5. ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია და მასზე დაფუძნებული მოქმედებათა გეგმა, რომელიც მოემსახურება საქართველოს საზოგადოების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლებას მიმდინარე პროცესების თაობაზე; მისი საინფორმაციო ომის პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული გავლენებისგან დაცვისა და მედეგობის მექაზნიმების შემუშავებას; ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გარდა სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებისა, მოხალისეთა ჯგუფებიც არსებობს, სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციისასთან საბრძოლველად;

6. შევთავაზოთ ხელისუფლებას ერთობლივი განხილვები ამ ხედვებისა და სტრატეგიების; უკიდურესად საინტერესო და მრავლისმთქმელი იქნება მათი პოზიცია ამ პროცესში მონაწილეობა უარის თქმის ან ჩართულობის მზაობის თაობაზე;

7. თავისუფალი მედიის მხარდაჭერის მობილიზების გზით ერთიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პოლიტიკის გაშლა საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად;

8. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, არ გაჭირდება, რადგან მათი ბოლო განცხადებები მოწმობენ, რომ თავადაც გააცნობიერეს დეზინფორმაციის როლი საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის და ზოგადად საზოგადოებრივი სხეულის მორღვევის საქმეში.

9. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს არა ცალკეული ორგანიზაციების გრანტების მისაღებად და ქართული ენჯო-ების ან დასავლური საელჩოების ბიუროკრატიულ ლაბირინთებში დასალექად, არც რომელიმე პოლიტპარტიის ვიწრო პროპაგანდისტული ჭუჭრუტანიდან გამოხედვით, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაში.

10. დავინახოთ ჩვენ და დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქ არსებობს ერთიანი, კვალიფიციური ხედვა გამოწვევების, სურვილი ამ გამოწვევებთან გამკლავების და თემები, რომელთა გარშემოც პასუხისმგებლიან მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტსპექტრს, პროფესიონალურ, ექსპერტულ წრეებს ძალისმხევის გაერთიანება და რეალური, შედეგზე ორიენტირებული საქმის კეთება შეუძლია".