ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი გვაქვს. დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული. 8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება.
რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ.
რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ,“- განაცხადა აზარაშვილმა.
აპრილ-ივნისში რას აპირებთ, ან შემოდგომა-გაზაფხულზე!? ვაი თქვენს პატრონს, თუ არ მიარტყამ კრიტიკულ გარემოებას, რასაც ისევე შეხვდები ასეთ საუბარში მოუზადებლად, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხოლო საქმედია და საქმღვდელმთავრობა-განათლებაი იქნება აიფონა-ღოღობერიძე-ფხაკაძეობაში. გიხაროდეთ!
ე, რეები უსწავლია ტანკისტს!