საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დასუსტდეს და შესაძლოა, ახლო მომავალში გაქრეს" - ირაკლი კობახიძე
"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დასუსტდეს და შესაძლოა, ახლო მომავალში გაქრეს" - ირაკლი კობახიძე

"პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის გა­სა­ღე­ბიც და პო­ლი­ტი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბის გა­სა­ღე­ბიც არის ერ­თა­დერთ რა­მე­ში, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უნდა და­სუს­ტდეს, უნდა და­სუს­ტდეს პრინ­ცი­პუ­ლად და არ­სე­ბი­თად - სა­უ­ბა­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ თა­ვი­სი გან­შტო­ე­ბე­ბით", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის პროგ­ნო­ზით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან შე­საძ­ლოა, ახლო მო­მა­ვალ­ში "გაქ­რეს“. მისი გან­მარ­ტე­ბით, მმარ­თველ ძა­ლას შე­უძ­ლია, რომ 2024 წლამ­დე პრინ­ცი­პუ­ლად და­ა­სუს­ტოს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ცე­სებს, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სწო­რი ტენ­დენ­ცია აქვს.

"ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ამ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში არის ის, რომ რი­გით მე­ო­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის დრო­ზე სჩა­დი­ო­და უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებს და მათ არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვთ, რომ იქ­ცნენ სის­ტე­მურ მო­თა­მა­შე­ე­ბად ამ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში. ამის რე­სურ­სი არ აქვთ და სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ მათი ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ ხდე­ბა სი­ძულ­ვი­ლი­სა და სიც­რუ­ის ყო­ველ­დღი­უ­რი გე­ნე­რი­რე­ბა.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა, რთუ­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უქ­მნა და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა პო­ლი­ტი­კის მი­მართ, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ამის ნა­წი­ლია და ყვე­ლა ამ ქვაბ­შია მო­ხარ­შუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში. დამ­ნა­შა­ვის მხრი­დან თუ აღი­ა­რე­ბა არ არის, ჩვენ ვერ ვხე­დავთ იმის რე­სურსს, რომ ისი­ნი გახ­დე­ბი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი ამ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში, ამი­ტომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის გა­სა­ღე­ბიც და პო­ლი­ტი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბის გა­სა­ღე­ბიც არის ერ­თა­დერთ რა­მე­ში, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უნდა და­სუს­ტდეს, უნდა და­სუს­ტდეს პრინ­ცი­პუ­ლად და არ­სე­ბი­თად, სა­უ­ბა­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ თა­ვი­სი გან­შტო­ე­ბით და აქეთ­კენ მივ­დი­ვართ.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვხე­დავთ, რომ ისი­ნი არი­ან მოშ­ლი­ლე­ბი და და­სუს­ტე­ბუ­ლე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლი - მათი ბე­ლა­დი, არის ცი­ხე­ში. რა თქმა უნდა, ტენ­დენ­ცია და მი­მარ­თუ­ლე­ბა არის სწო­რი, მთა­ვა­რია, რომ ჩვენ ეს ტენ­დენ­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და გა­ვაძ­ლი­ე­როთ. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და­სუს­ტე­ბა­ში არის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის გა­სა­ღე­ბი, მათ შო­რის, ეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი რომ სიც­რუ­ეს და სი­ძულ­ვილს აღარ უნდა ავ­რცე­ლებ­დეს, ამი­სი გა­სა­ღე­ბიც არის "ნაც­მოძ­რა­ო­ბის და­სუს­ტე­ბა­ში“, რაც უფრო სუს­ტი იქ­ნე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ მით უფრო ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა სიც­რუე და სი­ძულ­ვი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, იქამ­დე სა­ნამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზეა, პა­ტა­რა ჯან­საღ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს წარ­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თა­ვი­სი პრო­პა­გან­დი­თა და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით, მათ უკა­ნა პლან­ზე სწევს.

"ხალ­ხმა მი­ლი­არ­დე­ბი მო­ი­პა­რა, ახლა ამ მი­ლი­არ­დებს აბან­დე­ბენ პო­ლი­ტი­კა­ში, რისი რე­სურ­სიც არ­ცერთ სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას არ აქვს. ზუს­ტად მა­გი­ტომ არის ეს ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი მო­ცე­მუ­ლო­ბა, ერთი მხრივ არის ეს მმარ­თვე­ლი პარ­ტია, რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი რე­სურ­სი და ჩვენ ვი­ცით, რომ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, არ გვაქვს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი მო­ცე­მუ­ლო­ბა ამ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში, აქეთ არის "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით თავს ინარ­ჩუ­ნებს და თა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ნა­წი­ლია ის, რომ ისი­ნი იღე­ბენ 500 ათას ხმას არ­ჩევ­ნებ­ში. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, არ­ცერთ სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ჯან­საღ, პო­ტენ­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ აქვს წარ­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამი­ტომ იღე­ბენ ისი­ნი 500 ათას ხმას. რო­გორც კი ვინ­მე გა­მოჩ­ნდე­ბა, თა­ვი­სი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ფუ­ლის წყა­ლო­ბით, ეგ­რე­ვე ახერ­ხე­ბენ მათ უკა­ნა პლან­ზე გა­და­წე­ვას, მარ­ტი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბაა.

ჩვენ მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ და­სუს­ტდეს, იმის­თვის, რომ ოპო­ზი­ცია გა­ჯან­საღ­დეს, მთლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი გა­ჯან­საღ­დეს და მთლი­ა­ნად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა გა­ჯან­საღ­დეს. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ 2024 წლამ­დე შეგ­ვიძ­ლია პრინ­ცი­პუ­ლად და­ვა­სუს­ტოთ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი დესტრუქ­ცი­ის წყა­რო და არა­ჯან­სა­ღი პრო­ცე­სე­ბის წყა­რო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურულო
0

რას გეტყვი ბიძია, იცი? მე და ყველა საქართველოს მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიძომ და ოცნებამ ხელისუფლება მალე დატოვოთ. ნაციონალებივით იყავით ოპოზიციაში და იყაყანეთ მერე. პირადად კი შენი ურცხვი გაბურძვნილი თავი აღარ დამანახა პარლამენტის ტრიბუნაზე და მაღარიჩს ვკისრულობ, ოციან ადესას თავისი მისაყოლებელით! 

ასე რომ
0

შენ არაფრის გამკეთებელი არახარ და არც იყავი როდისმე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დასუსტდეს და შესაძლოა, ახლო მომავალში გაქრეს" - ირაკლი კობახიძე

"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დასუსტდეს და შესაძლოა, ახლო მომავალში გაქრეს" - ირაკლი კობახიძე

"პოლარიზაციის შემცირების გასაღებიც და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღებიც არის ერთადერთ რამეში, ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასუსტდეს, უნდა დასუსტდეს პრინციპულად და არსებითად - საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავისი განშტოებებით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის პროგნოზით "ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან შესაძლოა, ახლო მომავალში "გაქრეს“. მისი განმარტებით, მმართველ ძალას შეუძლია, რომ 2024 წლამდე პრინციპულად დაასუსტოს ეს პოლიტიკური ძალა და ამ მიმართულებით პროცესებს, არჩევნების შემდეგ, სწორი ტენდენცია აქვს.

"ჩემი გადმოსახედიდან, მთავარი ფაქტორი ამ პოლარიზაციაში არის ის, რომ რიგით მეორე პოლიტიკური პარტია საქართველოში თავის დროზე სჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს და მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ იქცნენ სისტემურ მოთამაშეებად ამ პოლიტიკურ სისტემაში. ამის რესურსი არ აქვთ და სწორედ ამიტომაა, რომ მათი ყველა მედიასაშუალების მიერ ხდება სიძულვილისა და სიცრუის ყოველდღიური გენერირება.

ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ საზოგადოებას შეუქმნა დადებითი განწყობა პოლიტიკის მიმართ, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, იმიტომ, რომ ყველა ამის ნაწილია და ყველა ამ ქვაბშია მოხარშული საზოგადოების თვალში. დამნაშავის მხრიდან თუ აღიარება არ არის, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის რესურსს, რომ ისინი გახდებიან კეთილშობილი მოთამაშეები ამ პოლიტიკურ სისტემაში, ამიტომ პოლარიზაციის შემცირების გასაღებიც და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღებიც არის ერთადერთ რამეში, ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასუსტდეს, უნდა დასუსტდეს პრინციპულად და არსებითად, საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავისი განშტოებით და აქეთკენ მივდივართ.

არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ისინი არიან მოშლილები და დასუსტებულები, სააკაშვილი - მათი ბელადი, არის ციხეში. რა თქმა უნდა, ტენდენცია და მიმართულება არის სწორი, მთავარია, რომ ჩვენ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. "ნაცმოძრაობის“ დასუსტებაში არის ქართული პოლიტიკისა და ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების გასაღები, მათ შორის, ეს ტელევიზიები რომ სიცრუეს და სიძულვილს აღარ უნდა ავრცელებდეს, ამისი გასაღებიც არის "ნაცმოძრაობის დასუსტებაში“, რაც უფრო სუსტი იქნება "ნაცმოძრაობა“ მით უფრო ნაკლები იქნება სიცრუე და სიძულვილი“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, იქამდე სანამ "ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ველზეა, პატარა ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს წარმატების საშუალება არ ექნებათ, რადგან "ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პროპაგანდითა და ფინანსური რესურსით, მათ უკანა პლანზე სწევს.

"ხალხმა მილიარდები მოიპარა, ახლა ამ მილიარდებს აბანდებენ პოლიტიკაში, რისი რესურსიც არცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს. ზუსტად მაგიტომ არის ეს ორპოლუსიანი მოცემულობა, ერთი მხრივ არის ეს მმართველი პარტია, რომელსაც აქვს თავისი რესურსი და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ჩვენი კამპანიის დაფინანსება, არ გვაქვს ფინანსური პრობლემები და გვაქვს შესაბამისი მოცემულობა ამ პოლიტიკურ სისტემაში, აქეთ არის "ნაცმოძრაობა“, რომელიც მოპარული ფულით თავს ინარჩუნებს და თავის შენარჩუნების ნაწილია ის, რომ ისინი იღებენ 500 ათას ხმას არჩევნებში. ამ ვითარებაში, არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკურ ძალას არ აქვს წარმატების საშუალება, ამიტომ იღებენ ისინი 500 ათას ხმას. როგორც კი ვინმე გამოჩნდება, თავისი მედიასაშუალებებისა და ფულის წყალობით, ეგრევე ახერხებენ მათ უკანა პლანზე გადაწევას, მარტივი მოცემულობაა.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, იმისთვის, რომ ოპოზიცია გაჯანსაღდეს, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს და მთლიანად დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წლამდე შეგვიძლია პრინციპულად დავასუსტოთ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტური დესტრუქციის წყარო და არაჯანსაღი პროცესების წყარო ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.