მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ბი­ო­სის­ტე­მე­ბის ინ­ჟი­ნე­რინ­გის ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თულ-ფრან­გულ ორ­დიპ­ლო­მი­ან პროგ­რა­მას - „წარ­მო­ე­ბის მარ­თვა რძის ინ­დუსტრი­ა­ში“, რო­მე­ლიც სტუ-ისა და ფრან­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რენე-1-ის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, კუსრდამ­თავ­რე­ბულ­თა პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა ჰყავს.

2021 წლის 11 კურსდამ­თავ­რე­ბულს 2 თე­ბერ­ვალს დიპ­ლო­მე­ბი სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში, საფ­რან­გე­თის ელჩმა დი­ე­გო კო­ლას­მა და სტუ-ის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ გა­დას­ცეს. დიპ­ლო­მე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ას სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა 2020 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და საფ­რან­გე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ რენ 1-ს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს მრა­ვალ­მხრი­ვი მხარ­და­ჭე­რით და­არ­სდა.

ერ­თობ­ლი­ვი, ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი ორ­დიპ­ლო­მი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა 60 კრე­დი­ტი­ა­ნი მო­დულს მო­ი­ცავს და ლექ­ცი­ე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ მო­დუ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, სტუ­დენ­ტე­ბი ორ- ფრან­გულ უნი­ვერ­სი­ტეტ რენე 1-ისა და სტუ-ის დიპ­ლომს იღე­ბენ. სას­წავ­ლო კურსს ფრანგ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბიც წარ­მარ­თა­ვენ და სტუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლის პრო­ცეს­ში ყვე­ლა იმ კომ­პო­ნენტს გა­დი­ან, რა­საც მათი ფრან­გი თა­ნა­ტო­ლე­ბი.

ორ­დიპ­ლო­მი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებს სურ­სა­თის უვნვებ­ლო­ბის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის უახ­ლე­სი ტექ­ნი­კა-და­ნად­გა­რე­ბით აღ­ჭურ­ვილ ლა­ბო­რა­ტო­რებ­ში გა­დი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა უფა­სოა.

ორ­დიპ­ლო­მი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­პი­ლო­ტე ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აშე­ნე­ბაც იგეგ­მე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 2 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ი­ყო­ფა. რძის სა­წარ­მოს ექ­ნე­ბა პო­ტენ­ცი­ა­ლი, დღი­უ­რად მი­ი­ღოს 1 ტონა რძე და და­ამ­ზა­დოს ყვე­ლა ტი­პის რძის ნა­წარ­მი: პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე, იო­გურ­ტი, მა­წო­ნი, ხაჭო და ოთხი­ვე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი. სა­წარ­მო იქ­ნე­ბა მძლავ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ბაზა, რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, მო­ლი­ე­რის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის 50 000 ლარი გა­მო­ყო.

„წარ­მო­ე­ბის მარ­თვა რძის ინ­დუსტრი­ა­ში“ სტუ-ის აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ბი­ო­სის­ტე­მე­ბის ინ­ჟი­ნე­რინ­გის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, გიგა ქვარ­ცხა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მისი უშა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­მუ­შავ­და.

NS

ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგულ ორდიპლომიან პროგრამას - „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“, რომელიც სტუ-ისა და ფრანგული უნივერსიტეტის რენე-1-ის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, კუსრდამთავრებულთა პირველი გამოშვება ჰყავს.

2021 წლის 11 კურსდამთავრებულს 2 თებერვალს დიპლომები საზეიმო ვითარებაში, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გადასცეს. დიპლომების გადაცემის ცერემონიას სტუდენტებთან ერთად, ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამა 2020 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა.

ერთობლივი, ფრანგულ-ქართული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა 60 კრედიტიანი მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტები ორ- ფრანგულ უნივერსიტეტ რენე 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუ-ის სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები.

ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს სურსათის უვნვებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორებში გადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროგრამაზე სწავლა უფასოა.

ორდიპლომიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საპილოტე ლაბორატორიის აშენებაც იგეგმება, რომელზეც სახელმწიფოს მხრიდან 2 მილიონიანი დაფინანსება გამოიყოფა. რძის საწარმოს ექნება პოტენციალი, დღიურად მიიღოს 1 ტონა რძე და დაამზადოს ყველა ტიპის რძის ნაწარმი: პასტერიზებული რძე, იოგურტი, მაწონი, ხაჭო და ოთხივე სახეობის ყველი. საწარმო იქნება მძლავრი სამეცნიერო ბაზა, რძის პროდუქტების მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისათვის.

აქვე აღსანიშნავია, მოლიერის ფონდის მხარდაჭერა, რომელმაც აღნიშნული პროგრამის გაძლიერებისათვის 50 000 ლარი გამოყო.

„წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, გიგა ქვარცხავას ინიციატივითა და მისი უშალო ხელმძღვანელობით შემუშავდა.

NS