საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"პანდემია 2022 წელს არ დასრულდება" - ინტერვიუ ჯანმოს ექსპერტთან

"პანდემია 2022 წელს არ დასრულდება" - ინტერვიუ ჯანმოს ექსპერტთან

"პანდემიის დასასრული ჯერ არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ნაკლები რაოდენობა რეგიონის მასშტაბით, გამკლავება გვიწევს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებელთან და შემთხვევების ზრდა იმდენად დიდია, როგორიც ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს." -განაცხადა "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის ბიუროს ინციდენტობის მენეჯერმა ჰეზერ პაპოვიცმა.

ექსპერტის შეფასებით, პანდემია 2022 წლის ბოლოსთვის არ დასრულდება, თუმცა ორგანიზაციის ევროპის ბიუროში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს დასრულებული იქნება მისი "საგანგებო მდგომარეობის ფაზა“.

"ომიკრონი“ "დელტა“ შტამს უპრეცედენტო სიჩქარით ანაცვლებს და ევროპის რეგიონში ინფიცირებულთა 31,8%-ის შემთხვევაში არის დადასტურებული, მაშინ, როდესაც წინა კვირას იგივე მაჩვენებელი 15%-იან ნიშნულზე იყო. ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფოები გადადგამენ დღეს და მომავალ კვირებში, განსაზღვრავს, როგორ განვითარდება "ომიკრონთან“ დაკავშირებული პროცესები. თუ ქვეყნები დააყოვნებენ "ომიკრონისთვის“ სათანადო პასუხის გაცემას იქამდე, სანამ მათი ჰოსპიტლები შეივსება, უკვე ძალიან გვიანი იქნება. არ დაელოდოთ! იმოქმედეთ ახლა! მიიღეთ ვაქცინა, რომელსაც გთავაზობენ, რადგან მას შეუძლია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის დაცვა და გააგრძელეთ უკვე არსებული ზომების დაცვა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, როგორიც არის ნიღბის ტარება, ფიზიკური დისტანცია, ხელების ხშირი დეზინფექცია და კარგი ვენტილაციის მიზნით ოთახის ხშირი განიავება

პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის არ დასრულდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით ვაქცინების განაწილების არათანასწორობას ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოში." - განაცხადა ჯანმოს-ექსპერტმა. იხილეთ ნტერვიუ სრულად