საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ" - ამირან გამყრელიძე
"ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ" - ამირან გამყრელიძე

"იმუ­ნი­ზა­ცი­ის გეგ­მით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 70% მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სამ­დე უნდა აიც­რას, თუ გვინ­და, რომ პან­დე­მია შე­ვა­ჩე­როთ" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, საბ­ჭომ დღეს იმუ­ნი­ზა­ცი­ის 2022 წლის გეგ­მა გა­ნი­ხი­ლა. სა­უ­ბა­რია სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, იმუ­ნი­ზა­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბის პროგ­რა­მა­ზე. ასე­ვე, გეგ­მის ფარ­გლებ­ში, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა „ბუს­ტერ“ დო­ზით აც­რა­ზე.

"ამ გეგ­მით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 70% უნდა აიც­რას ივ­ლი­სამ­დე, ანუ წლის პირ­ველ 6 თვე­ში, თუ გვინ­და, რომ პან­დე­მია შე­ვა­ჩე­როთ, შე­ვა­კა­ვოთ და პან­დე­მი­ი­დან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბით გა­მო­ვი­დეთ, იმი­ტომ, რომ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ისე ყვე­ლა ექ­სპერ­ტი თან­ხმდე­ბა, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გზა სა­ყო­ველ­თაო იმუ­ნი­ზა­ცი­ა­ზე გა­დის.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ისევ და ისევ მო­ნე­ტა­რუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და გაძ­ლი­ე­რე­ბას, მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნას მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი და რაც მთა­ვა­რია, აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბას „ბუს­ტე­რი­ზა­ცი­ა­ზე“, რა­მე­თუ „ომიკ­რო­ნის“ შე­კა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რი დღეს მე­სა­მე აცრა გახ­ლავთ, „ომიკ­რონს“ ახა­სი­ა­თებს შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მრა­ვა­ლი კვლე­ვით დად­გე­ნი­ლია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ​დაც­ვა 80%-ზე მა­ღა­ლია და ასე­ვე, რა თქმა უნდა, დაც­ვა მა­ღა­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის­გან, თუ ადა­მი­ანს გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს „ბუს­ტერ“ დოზა. აქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გეგ­მა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია მეტი აქ­ცენ­ტი „ბუს­ტერ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
0

შენი ნათესავები აცერი !!!

სიმართლე
1

ივნისში სრულიად საქართველოს ექნება ბუნებრივად იმუნიტეტი გამომუშავებული, რაღა აზრი აქვს აცრას???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ" - ამირან გამყრელიძე

"ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ" - ამირან გამყრელიძე

"იმუნიზაციის გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭომ დღეს იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა. საუბარია საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებაზე, იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე. ასევე, გეგმის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება „ბუსტერ“ დოზით აცრაზე.

"ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის.

შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, ისევ და ისევ მონეტარული წახალისების გაგრძელებას და გაძლიერებას, მეტი ინფორმაციის მიტანას მოსახლეობისადმი და რაც მთავარია, აქცენტის გაკეთებას „ბუსტერიზაციაზე“, რამეთუ „ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ, „ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან ​დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ“ დოზა. აქიდან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი „ბუსტერზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.