საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადამოწმების შედეგად, "თელასისა" და "თელმიკოს" დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა" - რა განაცხადეს სემეკში?
"გადამოწმების შედეგად, "თელასისა" და "თელმიკოს" დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა" - რა განაცხადეს სემეკში?

გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, „თე­ლა­სის“ და „თელ­მი­კოს“ და­ახ­ლო­ე­ბით 700 აბო­ნენ­ტთან გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი დად­გინ­და - ვა­პი­რებთ, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში შე­ვის­წავ­ლოთ მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი , - ამის შე­სა­ხებ სე­მე­კის წევ­რმა, გი­ორ­გი ფან­გან­მა უწყე­ბის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­კი­თხი ეხე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­კემ­ბრი­სა და იან­ვრის თვე­ე­ბის გა­და­სახ­დის და­რი­ცხვას, რო­მე­ლიც არა­ერ­თი მომ­ხმა­რებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში დარ­ღვე­ვით, გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფით გან­ხორ­ცი­ელ­და.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ­თან 100-მდე გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ვი­და და შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში ვართ, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ეს არ არის საკ­მა­რი­სი თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მათ შო­რის იმ კი­თხვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გაგ­ვიჩ­ნდა. ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა იქ­ნე­ბა, რომ შე­ვი­დეთ კომ­პა­ნი­ებ­ში, ად­გილ­ზე გა­მო­ვი­თხო­ვოთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამ გზით უნდა და­ვად­გი­ნოთ სი­მარ­თლე, თუ რა ხდე­ბა, რა ხარ­ვე­ზე­ბია და არის თუ არა ის პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მიგ­ვი­თი­თე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ფან­გან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე და­სად­გე­ნია დარ­ღვე­ვის მას­შტა­ბი და ხა­რის­ხი.

„ყო­ველ­თვის დიდი სიფრ­თხი­ლით ვე­კი­დე­ბით ისეთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც ად­გი­ლი გვაქვს სის­ტე­მურ დარ­ღვე­ვებ­თან, რად­გან ეს არის ისე­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვი ჯა­რი­მით შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას აღ­მო­ფხვრი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა სცე­ნა­რი გა­ნი­ხი­ლე­ბა. გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უკვე გვაქვს და რო­გორც ვი­ცით, სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვას­თან საქ­მე არ გვაქვს, მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბის­გან მი­ვი­ღეთ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, „თე­ლა­სის“ და „თელ­მი­კოს“ აბო­ნენ­ტთა 0,1% -ის შემ­თხვე­ვა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 700 აბო­ნენ­ტთან დად­გინ­და გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი, რო­მე­ლიც უკვე გას­წო­რე­ბუ­ლია - ეს მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ვი­თხო­ვეთ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან. მათ გა­და­ა­მოწ­მეს ის სა­ეჭ­ვო და­რი­ცხვე­ბი - ეს არის მათი მხრი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ ჩვენ უშუ­ა­ლოდ გვსურს შეს­ვლა და ბი­ლინ­გის ბა­ზე­ბის ნახ­ვა. ვა­პი­რებთ, რომ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში შე­ვის­წავ­ლოთ მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი. ამის­თვის შე­ირ­ჩა ჩვენ თა­ნამ­შრო­მელ­თა ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში ერ­თდრო­უ­ლად შევა“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ფან­გან­მა.

მი­სი­ვე თქმით, 3 თე­ბერ­ვლის სხდო­მა­ზე სე­მე­კი სწო­რედ „თე­ლა­სი­სა“ და „თელ­მი­კოს“ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nino
1

ძალიან კარგი იქნება წყლის გსდასახადებიც შეამოწმოთ. 

ნათია
0

ურიგო არ იქნება გაზის გადასახადებიც რომ შეამოწმოთ და ასევე დასუფთავებაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გადამოწმების შედეგად, "თელასისა" და "თელმიკოს" დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა" - რა განაცხადეს სემეკში?

"გადამოწმების შედეგად, "თელასისა" და "თელმიკოს" დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა" - რა განაცხადეს სემეკში?

გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა - ვაპირებთ, უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი , - ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხი ეხება ელექტროენერგიის დეკემბრისა და იანვრის თვეების გადასახდის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში დარღვევით, გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან 100-მდე განცხადება შემოვიდა და შესწავლის პროცესში ვართ, ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი თუნდაც საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და მათ შორის იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ სწორი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამ გზით უნდა დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიგვითითებენ“, - განაცხადა ფანგანმა.

მისივე თქმით, ასევე დასადგენია დარღვევის მასშტაბი და ხარისხი.

„ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი გვაქვს სისტემურ დარღვევებთან, რადგან ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც მარტივი ჯარიმით შეიძლება იქნას აღმოფხვრილი. სწორედ ამიტომ, ყველა სცენარი განიხილება. გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს და როგორც ვიცით, სერიოზულ დარღვევასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად კომპანიებისგან მივიღეთ.

როგორც ცნობილია, გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ აბონენტთა 0,1% -ის შემთხვევაში, დაახლოებით 700 აბონენტთან დადგინდა გარკვეული შეცდომები, რომელიც უკვე გასწორებულია - ეს მონაცემები გამოვითხოვეთ კომპანიებისგან. მათ გადაამოწმეს ის საეჭვო დარიცხვები - ეს არის მათი მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ უშუალოდ გვსურს შესვლა და ბილინგის ბაზების ნახვა. ვაპირებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი. ამისთვის შეირჩა ჩვენ თანამშრომელთა ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებიც ორივე კომპანიაში ერთდროულად შევა“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, 3 თებერვლის სხდომაზე სემეკი სწორედ „თელასისა“ და „თელმიკოს“ საკითხზე იმსჯელებს.