მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხან სიკვდილის პირასაა, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს - ათასგვარი ინსინუაციების მომსწრე ვართ" - ქადაგიშვილი სააკაშვილზე
"ხან სიკვდილის პირასაა, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს - ათასგვარი ინსინუაციების მომსწრე ვართ" - ქადაგიშვილი სააკაშვილზე

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბის შექ­მნის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვართ, თუ ეს ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, თუმ­ცა, ვერ ვხე­დავ ამ ობი­ექ­ტურ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რად­გან პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო ათას­გვა­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის მომსწრე­ნი ვი­ყა­ვით - ხან ისე შიმ­ში­ლობს, რომ სიკ­ვდი­ლის პი­რას არის მი­სუ­ლი, ხან მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა ჟე­ნე­ვის ტბის პი­რას, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ქა­და­გიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მცნე­ბა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გაჩ­ნდა.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან მცდე­ლო­ბა არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნას აა­რი­დონ.

„არა­ნა­ი­რი სა­ბო­ტა­ჟი, რად­გან ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ რა­ღაც სი­ტყვა თქვა, ეს უკვე ფორ­მირ­დე­ბა რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბად? - ეს არის მათ მიერ პრო­ცე­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მცნე­ბა ჩვენ გა­ვა­ჩი­ნეთ პარ­ლა­მენ­ტში და ეს რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლია. ამი­ტომ, საპ­რო­ცე­დუ­რო ომი ვერ იქ­ნე­ბა. არ ვართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბის შექ­მნის წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ ეს ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, თუმ­ცა, ვერ ვხე­დავ ამ ობი­ექ­ტურ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რად­გან პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო ათას­გვა­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის მომსწრე­ნი ვი­ყა­ვით - ხან ისე შიმ­ში­ლობს, რომ სიკ­ვდი­ლის პი­რას არის მი­სუ­ლი, ხან მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა ჟე­ნე­ვის ტბის პი­რას, ხან ფსი­ქი­კუ­რად ისეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი აქვს და გო­ნე­ბას კარ­გავს. არა­და ყო­ველ დღე ვი­ღა­ცე­ბი წე­რენ მისი სა­ხე­ლით პო­ლი­ტი­კურ პოს­ტებს და გან­ცხა­დე­ბებს. აქ გვაქვს მცდე­ლო­ბა, რომ აა­რი­დონ პა­ტიმ­რო­ბას მსჯავ­რდე­ბუ­ლი. ხან წა­მე­ბას მო­იშ­ვე­ლი­ე­ბენ, ხან სი­გი­ჟეს“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რის თქმით, ამ ეტაპ­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ უმსჯე­ლი­ათ, და­უ­ჭე­რენ თუ არა მხარს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას.

რაც შე­ე­ხე­ბა „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მისი შე­ფა­სე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში იქ­ნე­ბა თუ ქუ­ჩა­ში, ამით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი არ იც­ვლე­ბა.

„შე­ნო­ბას ხომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მის შიგ­ნით იქ­ნე­ბი­ან, თუ გა­რეთ? - კომ­ფორ­ტის და არა­კომ­ფორ­ტის კუ­თხით, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, რად­გან დღის წეს­რი­გი, მათი ქმე­დე­ბის ში­ნა­არ­სი არ შე­იც­ვლე­ბა. ეს პო­ლი­ტი­კა, რაც მათ ახა­სი­ა­თებთ, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში გა­მოთ­ქვა­მენ თუ ქუ­ჩა­ში, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ამ მხრივ, ჩვენ­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. მე ვი­ტყო­დი, არც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ იც­ვლე­ბა. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ეს არ არის ის ოპო­ზი­ცია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია რე­ა­ლუ­რად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს დღე­საც ვერ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ათ, რომ ეს პარ­ლა­მენ­ტი ლე­გი­ტი­მუ­რია თუ არა, - რა­ღაც მო­მენ­ტში რე­ვო­ლუ­ცია უნდა მო­ახ­დი­ნონ, რა­ღაც მო­მენ­ტში არ უნდა მო­ახ­დი­ნონ, ანუ ვერ არი­ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მხო­ლოდ მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჰგო­ნით, რომ ქვე­ყა­ნას სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია.

მათ­თვის არა მარ­ტო დღის წეს­რიგს, სა­ერ­თოდ სამ­ყა­როს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უქ­მნის, ეს მათ­თვის და არა ჩვენ­თვის. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ით ჩვენ მათ დღის წეს­რიგს არ გავ­ყე­ვით, ჩვენ გავ­ყე­ვით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დღის წეს­რიგს, - ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ა­რუ­ლის დღის წეს­რიგს“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1919
0

ქადაგიშვილი სარკეში რას ხედავ?ღარიბაშვილს და კობახიძეს რომ უყურებ მაშინაც ხომ ის რაღაცა გახსენდება?

დავითი
0

წადით სოფელში შეინახეთ ქათამი და კვერცხი გექნებათ მუქთად. მთელი საქართველო თბილისშია ჩამოსული. ჭამა ყველას გვინდა, პროდუქციის მომყვანი არავინ არაა.აბა როგორ გინდათ, თუ არავინ არაფერი მოვიყვანთ პროდუქტი არ გაძვირდება? მუშაობა მუშაობა და მუშაობა (სოფლის მეურნეობა) გადაგვარჩენს.

ავტორი:

"ხან სიკვდილის პირასაა, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს - ათასგვარი ინსინუაციების მომსწრე ვართ" - ქადაგიშვილი სააკაშვილზე

"ხან სიკვდილის პირასაა, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს - ათასგვარი ინსინუაციების მომსწრე ვართ" - ქადაგიშვილი სააკაშვილზე

საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი არ ვართ, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მცნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მცდელობა არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ყოფნას აარიდონ.

„არანაირი საბოტაჟი, რადგან ხატია დეკანოიძემ რაღაც სიტყვა თქვა, ეს უკვე ფორმირდება როგორც მოცემულობად? - ეს არის მათ მიერ პროცესის პროვოცირება. საგამოძიებო კომისიის მცნება ჩვენ გავაჩინეთ პარლამენტში და ეს რეგლამენტირებულია. ამიტომ, საპროცედურო ომი ვერ იქნება. არ ვართ საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ფსიქიკურად ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ჰალუცინაციები აქვს და გონებას კარგავს. არადა ყოველ დღე ვიღაცები წერენ მისი სახელით პოლიტიკურ პოსტებს და განცხადებებს. აქ გვაქვს მცდელობა, რომ აარიდონ პატიმრობას მსჯავრდებული. ხან წამებას მოიშველიებენ, ხან სიგიჟეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ამ ეტაპზე უმრავლესობაში არ უმსჯელიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას, მისი შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული ოპოზიციური პარტია პარლამენტის შენობაში იქნება თუ ქუჩაში, ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი არ იცვლება.

„შენობას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მის შიგნით იქნებიან, თუ გარეთ? - კომფორტის და არაკომფორტის კუთხით, არაფერი შეიცვლება, რადგან დღის წესრიგი, მათი ქმედების შინაარსი არ შეიცვლება. ეს პოლიტიკა, რაც მათ ახასიათებთ, პარლამენტის შენობაში გამოთქვამენ თუ ქუჩაში, შინაარსობრივად განსხვავებული არ იქნება. ამიტომ, ამ მხრივ, ჩვენთვის არაფერი იცვლება. მე ვიტყოდი, არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იცვლება. შინაარსობრივად ეს არ არის ის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია რეალურად, დემოკრატიული და კონსტრუქციული როლის შესრულება. ამ ადამიანებს დღესაც ვერ გაუცნობიერებიათ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა, - რაღაც მომენტში რევოლუცია უნდა მოახდინონ, რაღაც მომენტში არ უნდა მოახდინონ, ანუ ვერ არიან ჩამოყალიბებული. მხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ჰგონით, რომ ქვეყანას საქართველო ჰქვია.

მათთვის არა მარტო დღის წესრიგს, საერთოდ სამყაროს მიხეილ სააკაშვილი უქმნის, ეს მათთვის და არა ჩვენთვის. ამ რეზოლუციით ჩვენ მათ დღის წესრიგს არ გავყევით, ჩვენ გავყევით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დღის წესრიგს, - ევროატლანტიკური მიმართულებით სიარულის დღის წესრიგს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.