სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ISIS-ის ამერიკელი "რძალი",  რომელიც "ხალიფატის" ქალთა ბატალიონს წვრთნიდა - ვინ არის ელიზაბეტ ეკრენი და რა დანაშაულების ჩადენას ედავებიან?
ISIS-ის ამერიკელი "რძალი",  რომელიც "ხალიფატის" ქალთა ბატალიონს წვრთნიდა - ვინ არის ელიზაბეტ ეკრენი და რა დანაშაულების ჩადენას ედავებიან?

ელი­სონ ელი­ზა­ბეტ ფლუკ-ეკ­რე­ნი 42 წლის ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რო­მელ­საც ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მათ­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის­თვის, 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ფლუკ-ეკ­რე­ნი სი­რი­ა­ში და­ა­კა­ვეს და FBI-ს გა­დას­ცეს. ის ამ­ჟა­მად ვირ­ჯი­ნი­ის და­სავ­ლეთ ოლ­ქში იმ­ყო­ფე­ბა. სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოს­ვლი­სას, ქალ­მა თქვა, რომ ეს­მის და იაზ­რებს მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს.

რე­პორ­ტი­ორ ბენ მა­კუ­ჩის თქმით, პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ფლუკ-ეკ­რე­ნის ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა, რომ ქალი მათ არ და­კავ­ში­რე­ბო­და, რა­ზეც ელი­სო­ნი და­თან­ხმდა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ელი­სონ­მა აშშ-ი ადა­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ და­ტო­ვა და 2014 წლი­დან უკვე ISIS-თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. მა­ნამ­დე ის კან­ზა­სის შტატ­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და.

მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ელი­სო­ნი სი­რი­ა­ში ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წა­ვი­და. მათ ერ­თმა­ნე­თი აშშ-ში გა­იც­ნეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­მა­კა­ცი ISIS-ის ლი­დე­რი სნა­ი­პე­რი გახ­და. წყვილ­მა სი­რი­ა­ში წას­ვლი­სას 15 000 დო­ლა­რი წა­ი­ღო თან. მას შემ­დეგ, რაც ფლუკ-ეკ­რე­ნის მე­უღ­ლე ერთ-ერთi სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმisas გარ­და­იც­ვა­ლა, ქალი კი­დევ მი­ნი­მუმ ორ­ჯერ და­ქორ­წინ­და და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ექ­სტრე­მისტ მებ­რძოლ­ზე.

მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ფლუკ-ეკ­რენ­მა ISIS-ის რი­გებ­ში გავ­ლე­ნა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა და სა­ბო­ლო­ოდ, ქალ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის - "ხა­ტი­ბა ნუ­სა­ი­ა­ბაჰ"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლიც კი გახ­და. ქა­ლებს ქა­ლაქ რა­ქას დაც­ვა ევა­ლე­ბო­დათ. ქალ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის ყვე­ლა წევ­რი, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლებ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

მოწ­მე ყვე­ბა, რომ ფლუკ-ეკ­რე­ნი ქა­ლებს და ბავ­შვებს წვრთნი­და და აწავ­ლი­და ავ­ტო­მა­ტე­ბის, ყუმ­ბა­რე­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბის ქამ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. თა­ვად ელი­სო­ნის ვა­ჟიც კი უნა­ხავთ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ხელ­ში, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის 5-6 წლის უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

რაქა

ყო­ფილ მას­წავ­ლე­ბელს მი­ა­წე­რენ ასე­ვე აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის და­გეგ­მვას. ერთ-ერთი მოწ­მის მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, ფლუკ-ეკ­რე­ნი აშშ-ის კო­ლე­ჯის და­ბომბვის სა­თა­ვე­ში ჩად­გო­მას აპი­რებ­და, მაგ­რამ როცა ელი­სო­ნი და­ფეხ­მძიმ­და, გეგ­მა ჩა­ი­შა­ლა.

მისი თავ­დას­ხმის გეგ­მა შემ­დე­გი იყო: აშშ-ში მექ­სი­კის გავ­ლით უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ, გა­ე­ხა­დათ მათი ჩვე­უ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი და "ურ­წმუ­ნო­ე­ბი­ვით ჩა­ეც­ვათ", ხალ­ხს შე­რე­ოდ­ნენ, შემ­დეგ კი ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბით სავ­სე ზურგჩან­თა და­ეგ­დოთ.

ფლუკ-ეკ­რე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მას შუ­რის­ძი­ე­ბა სწყუ­რო­და მას შემ­დეგ, რაც ალ-ბა­ბის მახ­ლობ­ლად სა­ჰა­ე­რო და­ბომბვის შე­დე­გად, უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი და­ი­ხოც­ნენ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ის ამე­რი­კე­ლებს აკის­რებ­და.

მოწ­მის თქმით, "ეკ­რე­ნი ოც­ნე­ბობ­და თავ­დას­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე." მას ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზეც სდო­მე­ბია თავ­დას­ხმა, მაგ­რამ მის გეგ­მას ფლუკ-ეკ­რე­ნის მე­უღ­ლე აღუდ­გა წინ. "ფლუკ-ეკ­რე­ნი თვლის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ რი­ცხვს არ იმ­სხვერ­პლებს, რე­სურ­სე­ბის უაზ­რო ფლან­გვაა", - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო­ზე მოწ­მემ.

ელი­სო­ნის ნა­თე­სა­ვის თქმით, ქალს სძულ­და ამე­რი­კა და ამე­რი­კე­ლე­ბი და ყო­ველ ჯერ­ზე, როცა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ იგებ­და, წუ­წუ­ნებ­და და ამ­ბობ­და: "ნეტა, ამე­რი­კის მი­წა­ზე მომ­ხდა­რი­ყო".

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
69

ასეთია ამერიკის სახე ზოგადად

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ISIS-ის ამერიკელი "რძალი",  რომელიც "ხალიფატის" ქალთა ბატალიონს წვრთნიდა - ვინ არის ელიზაბეტ ეკრენი და რა დანაშაულების ჩადენას ედავებიან?

ISIS-ის ამერიკელი "რძალი",  რომელიც "ხალიფატის" ქალთა ბატალიონს წვრთნიდა - ვინ არის ელიზაბეტ ეკრენი და რა დანაშაულების ჩადენას ედავებიან?

ელისონ ელიზაბეტ ფლუკ-ეკრენი 42 წლის ამერიკელი ქალია, რომელსაც ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და მათთვის დახმარების გაწევისთვის, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფლუკ-ეკრენი სირიაში დააკავეს და FBI-ს გადასცეს. ის ამჟამად ვირჯინიის დასავლეთ ოლქში იმყოფება. სასამართლოში გამოსვლისას, ქალმა თქვა, რომ ესმის და იაზრებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.

რეპორტიორ ბენ მაკუჩის თქმით, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ფლუკ-ეკრენის ოჯახმა მოითხოვა, რომ ქალი მათ არ დაკავშირებოდა, რაზეც ელისონი დათანხმდა.

როგორც ირკვევა, ელისონმა აშშ-ი ადაახლოებით 10 წლის წინ დატოვა და 2014 წლიდან უკვე ISIS-თან თანამშრომლობდა. მანამდე ის კანზასის შტატში მასწავლებლად მუშაობდა.

მოწმეების ჩვენების მიხედვით, ელისონი სირიაში ყოფილ მეუღლესთან ერთად წავიდა. მათ ერთმანეთი აშშ-ში გაიცნეს და მოგვიანებით, მამაკაცი ISIS-ის ლიდერი სნაიპერი გახდა. წყვილმა სირიაში წასვლისას 15 000 დოლარი წაიღო თან. მას შემდეგ, რაც ფლუკ-ეკრენის მეუღლე ერთ-ერთi საჰაერო თავდასხმisas გარდაიცვალა, ქალი კიდევ მინიმუმ ორჯერ დაქორწინდა და ორივე შემთხვევაში ექსტრემისტ მებრძოლზე.

მედიისთვის ცნობილია, რომ ფლუკ-ეკრენმა ISIS-ის რიგებში გავლენა მალევე მოიპოვა და საბოლოოდ, ქალთა ბატალიონის - "ხატიბა ნუსაიაბაჰ"-ის ხელმძღვანელიც კი გახდა. ქალებს ქალაქ რაქას დაცვა ევალებოდათ. ქალთა ბატალიონის ყველა წევრი, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებზე იყო დაქორწინებული.

მოწმე ყვება, რომ ფლუკ-ეკრენი ქალებს და ბავშვებს წვრთნიდა და აწავლიდა ავტომატების, ყუმბარების და თვითმკვლელობის ქამრების გამოყენებას. თავად ელისონის ვაჟიც კი უნახავთ ცეცხლსასროლი იარაღით ხელში, რომელიც იმ დროისთვის 5-6 წლის უნდა ყოფილიყო.

რაქა

ყოფილ მასწავლებელს მიაწერენ ასევე აშშ-ის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვას. ერთ-ერთი მოწმის მონაყოლის მიხედვით, ფლუკ-ეკრენი აშშ-ის კოლეჯის დაბომბვის სათავეში ჩადგომას აპირებდა, მაგრამ როცა ელისონი დაფეხმძიმდა, გეგმა ჩაიშალა.

მისი თავდასხმის გეგმა შემდეგი იყო: აშშ-ში მექსიკის გავლით უნდა შესულიყვნენ, გაეხადათ მათი ჩვეული ტანისამოსი და "ურწმუნოებივით ჩაეცვათ", ხალხს შერეოდნენ, შემდეგ კი ასაფეთქებლებით სავსე ზურგჩანთა დაეგდოთ.

ფლუკ-ეკრენის განცხადებით, მას შურისძიება სწყუროდა მას შემდეგ, რაც ალ-ბაბის მახლობლად საჰაერო დაბომბვის შედეგად, უდანაშაულო ბავშვები დაიხოცნენ, ამაზე პასუხისმგებლობას ის ამერიკელებს აკისრებდა.

მოწმის თქმით, "ეკრენი ოცნებობდა თავდასხმების განხორციელებაზე." მას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზეც სდომებია თავდასხმა, მაგრამ მის გეგმას ფლუკ-ეკრენის მეუღლე აღუდგა წინ. "ფლუკ-ეკრენი თვლის, რომ ნებისმიერი თავდასხმა, რომელიც ადამიანების დიდ რიცხვს არ იმსხვერპლებს, რესურსების უაზრო ფლანგვაა", - განაცხადა სასამართლოზე მოწმემ.

ელისონის ნათესავის თქმით, ქალს სძულდა ამერიკა და ამერიკელები და ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმის შესახებ იგებდა, წუწუნებდა და ამბობდა: "ნეტა, ამერიკის მიწაზე მომხდარიყო".

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა