მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6 წელია გათხოვილი ვარ... საიდუმლოდ ჯვარიც გვაქვს დაწერილი" - რატომ მალავდა მაკა შალიკაშვილი ქორწინებას და ვინ არის მისი რჩეული?
"6 წელია გათხოვილი ვარ... საიდუმლოდ ჯვარიც გვაქვს დაწერილი" - რატომ მალავდა მაკა შალიკაშვილი ქორწინებას და ვინ არის მისი რჩეული?

რო­გორც ირ­კვე­ვა, მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და, რა­საც ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და. მისი რჩე­უ­ლი ირაკ­ლი ყა­ჭე­იშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ობს. ახალ­გაზ­რდა კა­ცის მამა კი ჯგუფ "ინ­სა­ი­თის“ გი­ტა­რის­ტი გოჩა ყა­ჭე­იშ­ვი­ლია.

მა­კას მსა­ხი­ობ რატი გო­გუ­ა­ძეს­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი გო­გო­ნა ჰყავს. ირაკ­ლი ყა­ჭე­იშ­ვი­ლის­თვი­საც ეს ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რეა.

ამის თა­ო­ბა­ზე მაკა შა­ლი­კაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ამ თე­მა­ზე პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად ლა­პა­რა­კობ­და....

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი:

"ეს ამ­ბა­ვი გა­აზ­რე­ბუ­ლად დავ­მა­ლე. ამას ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, გე­ნი­ა­ლურ­მა პო­ეტ­მა თქვა, - "სიყ­ვა­რულ­სა მალ­ვა უნ­დაო“. მარ­თლა უნდა მალ­ვა, მაგ­რამ ამას ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში გვი­ან მივ­ხვდი. ირაკ­ლის სურ­ვი­ლიც იყო, რომ ამა­ზე სა­ჯა­როდ არ გვე­სა­უბ­რა და და­ვე­თან­ხმე, შე­ვუს­რუ­ლე ეს თხოვ­ნა.

იცით, რა­ტომ ვამ­ბობ ამ შო­უ­ში ბო­ლოს და ბო­ლოს ამ ყვე­ლა­ფერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან უჭირთ ადა­მი­ა­ნებს რომ გი­თხრან ნი­ჭი­ე­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხარო, მაგ­რამ ად­ვი­ლად გე­უბ­ნე­ბი­ან, - რო­გორ აფ­რენ, რა გიჟი ხარო, რო­დე­საც მო­ნო­ლოგს ვკი­თხუ­ლობ, ჰგო­ნი­ათ, რომ პი­რა­დუ­ლად ვერ არის კარ­გად რა­ღაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ერთხელ ლექ­სი წა­ვი­კი­თხე და ცრემ­ლე­ბი რომ წა­მო­მი­ვი­და, ერთ გო­გოს ვერ და­ვა­ჯე­რე, რომ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, არა, არ ხარ ბედ­ნი­ე­რი, სხი­ვი არ არის შენ თვა­ლებ­შიო. მინ­და, ამ ხალ­ხს ვუ­თხრა, რომ ლექ­სის კი­თხვი­სას ან სპექ­ტაკლში თა­მა­ში­სას რო­დე­საც ვტი­რი, ის გმი­რი მა­წუ­ხებს, თო­რემ ისე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

რე­ა­ლუ­რად, ექ­ვსი წე­ლია გა­თხო­ვი­ლი ვარ, მყავს ქმა­რი. ჩემი ქმა­რი არის ირაკ­ლი ყა­ჭე­იშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი, რეკ­ლა­მე­ბის რე­ჟი­სო­რი. ბა­თუ­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მუ­შა­ობს. უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია. სა­ი­დუმ­ლოდ ჯვა­რიც გვაქვს და­წე­რი­ლი.

ჯვა­რი იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის ტა­ძარ­ში მამა ადამ ახა­ლა­ძემ დაგ­ვწე­რა. ძა­ლი­ან გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ჯვრის­წე­რა გვქონ­და. წირ­ვა იყო და და­ვე­ლო­დეთ, ვიდ­რე ტა­ძა­რი სრუ­ლად და­იც­ლე­ბო­და. რო­გორც ადრე, გა­პა­რუ­ლე­ბი, ჩუ­მად იწერ­დნენ ჯვარს, ასე მო­ვი­ქე­ცით ჩვენც. ყვე­ლას ვთხო­ვე, რომ არ­ცერ­თი ვი­დეო და ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ და აქამ­დე არ­სად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია..."

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი პირ­ველ მე­უღ­ლე რატი გო­გუ­ა­ძე­ზე 10 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მაკა ამ­ბობ­და, რომ ბევრ რა­მე­ში სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და:

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი:

"28 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი. ჩემ­ზე ბევ­რად პა­ტა­რა ბიჭ­ზე. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ჩემს მშობ­ლებს ამა­ზე არ ჰქო­ნი­ათ. იქით მხრი­დან, ალ­ბათ, იყო. რამ გა­ა­ფუ­ჭა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა? - ფი­ნან­სურ­მა მხა­რემ და იმან, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მე ვი­ყა­ვი არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, არ მქონ­და ჩემი საქ­მე. მე არ ვარ ტიპი, რო­მე­ლიც სახ­ლში უნდა ჩაჯ­დეს. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარს სო­ცი­უ­მი, ხალ­ხი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დი­ო­და, თი­ნა­ნო უნდა გა­მე­ჩი­ნა, ფეხ­მძი­მე კი ასე­თი აქ­ტი­უ­რი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. მერე პა­ტა­რა შვი­ლი მყავ­და და ვერ ვიგ­რი­ა­ლებ­დი. ამან ხა­სი­ა­თი გა­მი­ფუ­ჭა, ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­ძა­ბა. არ მქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ რა­ღა­ცე­ბი გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ჩემს თავს ბევრ რა­მე­ში ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. მარ­ტო ჩემი ბრა­ლი არ არის, მაგ­რამ მეც შე­მეძ­ლო რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა".

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას, მაკა ირაკ­ლი ყა­ჭე­იშ­ვილ­ზე 13 წლით უფ­რო­სია. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ქორ­წი­ნე­ბამ, რო­გორც ჩანს, დროს გა­უძ­ლო და უკვე ექ­ვსი წე­ლია ერ­თად არი­ან. რო­გორც ჩანს, სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნა­ხულ­მა ამ­ბავ­მა წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენო
6

მაკა, უმცროსი ქმარი უფროსი ცოლისთვის დიდი თავის ტკივილია. მე მგონი, მეორედ გათხოვებისას მაინც მიხვდებოდი ამას. გამოვცადე და ვიცი.

ემი_გრანტი
7

ასე როგორც აქ ხდება კომენტარების ერთმანეთისთვის ჩაწოდება,რესპოდენტზე გადავლა,ესე კარგად რომ ჩვენ ფეხბურთელებს ბურთის ჩაწოდება გამოსდიოდეთ სტადიონზე რაღა გვიჭირდა ერს და ბერს :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"6 წელია გათხოვილი ვარ... საიდუმლოდ ჯვარიც გვაქვს დაწერილი" - რატომ მალავდა მაკა შალიკაშვილი ქორწინებას და ვინ არის მისი რჩეული?

"6 წელია გათხოვილი ვარ... საიდუმლოდ ჯვარიც გვაქვს დაწერილი" - რატომ მალავდა მაკა შალიკაშვილი ქორწინებას და ვინ არის მისი რჩეული?

როგორც ირკვევა, მსახიობი მაკა შალიკაშვილი მეორედ დაქორწინდა, რასაც ექვსი წლის განმავლობაში მალავდა. მისი რჩეული ირაკლი ყაჭეიშვილია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივ მაუწყებელში რეჟისორად მუშაობს. ახალგაზრდა კაცის მამა კი ჯგუფ "ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილია.

მაკას მსახიობ რატი გოგუაძესთან პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს. ირაკლი ყაჭეიშვილისთვისაც ეს ქორწინება მეორეა.

ამის თაობაზე მაკა შალიკაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში“ სტუმრობისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემაზე პირველად და უკანასკნელად ლაპარაკობდა....

მაკა შალიკაშვილი:

"ეს ამბავი გააზრებულად დავმალე. ამას ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გენიალურმა პოეტმა თქვა, - "სიყვარულსა მალვა უნდაო“. მართლა უნდა მალვა, მაგრამ ამას ჩემ ცხოვრებაში გვიან მივხვდი. ირაკლის სურვილიც იყო, რომ ამაზე საჯაროდ არ გვესაუბრა და დავეთანხმე, შევუსრულე ეს თხოვნა.

იცით, რატომ ვამბობ ამ შოუში ბოლოს და ბოლოს ამ ყველაფერს, საქართველოში ძალიან უჭირთ ადამიანებს რომ გითხრან ნიჭიერი და პროფესიონალი ხარო, მაგრამ ადვილად გეუბნებიან, - როგორ აფრენ, რა გიჟი ხარო, როდესაც მონოლოგს ვკითხულობ, ჰგონიათ, რომ პირადულად ვერ არის კარგად რაღაც ჩემს ცხოვრებაში.

ერთხელ ლექსი წავიკითხე და ცრემლები რომ წამომივიდა, ერთ გოგოს ვერ დავაჯერე, რომ ბედნიერი ვიყავი, არა, არ ხარ ბედნიერი, სხივი არ არის შენ თვალებშიო. მინდა, ამ ხალხს ვუთხრა, რომ ლექსის კითხვისას ან სპექტაკლში თამაშისას როდესაც ვტირი, ის გმირი მაწუხებს, თორემ ისე ძალიან ბედნიერი ვარ.

რეალურად, ექვსი წელია გათხოვილი ვარ, მყავს ქმარი. ჩემი ქმარი არის ირაკლი ყაჭეიშვილი, მუსიკოსი, რეკლამების რეჟისორი. ბათუმის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. უნიჭიერესი ადამიანია. საიდუმლოდ ჯვარიც გვაქვს დაწერილი.

ჯვარი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მამა ადამ ახალაძემ დაგვწერა. ძალიან გასაიდუმლოებული ჯვრისწერა გვქონდა. წირვა იყო და დაველოდეთ, ვიდრე ტაძარი სრულად დაიცლებოდა. როგორც ადრე, გაპარულები, ჩუმად იწერდნენ ჯვარს, ასე მოვიქეცით ჩვენც. ყველას ვთხოვე, რომ არცერთი ვიდეო და ინფორმაცია არ გამოექვეყნებინათ და აქამდე არსად გავრცელებულა ეს ინფორმაცია..."

მაკა შალიკაშვილი პირველ მეუღლე რატი გოგუაძეზე 10 წლით უფროსი გახლდათ. ოჯახი მალე დაინგრა და მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში მაკა ამბობდა, რომ ბევრ რამეში საკუთარ თავს ადანაშაულებდა:

მაკა შალიკაშვილი:

"28 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ. იქით მხრიდან, ალბათ, იყო. რამ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა? - ფინანსურმა მხარემ და იმან, რომ იმ პერიოდში მე ვიყავი არარეალიზებული, არ მქონდა ჩემი საქმე. მე არ ვარ ტიპი, რომელიც სახლში უნდა ჩაჯდეს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სოციუმი, ხალხი, ურთიერთობები. მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, თინანო უნდა გამეჩინა, ფეხმძიმე კი ასეთი აქტიური ვერ ვიქნებოდი. მერე პატარა შვილი მყავდა და ვერ ვიგრიალებდი. ამან ხასიათი გამიფუჭა, ურთიერთობაც დაიძაბა. არ მქონდა გამოცდილება, რომ რაღაცები გამეტარებინა. ჩემს თავს ბევრ რამეში ვადანაშაულებ. მარტო ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ მეც შემეძლო რაღაცების შეცვლა".

რაც შეეხება მეორე ქორწინებას, მაკა ირაკლი ყაჭეიშვილზე 13 წლით უფროსია. თუმცა ამ შემთხვევაში ქორწინებამ, როგორც ჩანს, დროს გაუძლო და უკვე ექვსი წელია ერთად არიან. როგორც ჩანს, საიდუმლოდ შენახულმა ამბავმა წყვილის ურთიერთობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა.