რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ კიევიდან თბილისში ჩამოფრინდა, მაგრამ არ შემოუშვეს.
“თბილისში კიევიდან ჩამოვფრინდი აქტივისტებთან შესახვედრად. მაქვს მოწვევა. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან, კიევში გამადეპორტებენ. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემომიშვას ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ ბევრი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი”, - აცხადებს პოლიტიკოსი მიმართვაში, რომელიც "ფეისბუქზე“ გაავრცელა.
გუდკოვის თქმით, გადახდილი ჰქონდა როგორც სასტუმროს, ისე უკან გასამგზავრებელი ბილეთის საფასური.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც ვიცი, არცთუ დიდი ხნის წინ აქედან ლიუბოვ სობოლიც დაადეპორტეს, არ შემოუშვეს. მეგობრებო, უცნაური რაღაცები ხდება საქართველოში”, - განაცხადა გუდკოვმა.
ამასთან, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზე მიიღეს.
"სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი კიევში დეპორტაციის შესახებ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს, ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა-განმარტებები არ არის, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტები. ყველას ესმის, მაგრამ...“- წერს დმიტრი გუდკოვი.
თუ ახსნის, მისი შემოსვლით საქართველო რამეს იხეირებს, შემოვიდეს. თუ არა, ვიღააც რუსი უსაქმური ინტრიგანისთვის თავი რატომ ავიტკივოთ?
გუდკოვის მამა საბჭოთა კავშირის დაშლამდე 12 წელი მაიორის რანგში მუშაობდა "კაგებეში".
ტექსტი wikipedia-დან
Dmitry Gudkov was born on 19 January 1980 in the city of Kolomna, Moscow region in the family of Maria Gudkova and Gennady Gudkov. When his son was born, Gennady Gudkov worked in the Komsomol; in 1981–1992 he served in the KGB, retired in the rank of major, and in the same year he founded the private security company "Oskord", which became a major player at this market by the end of the 1990s.[11]