ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სხდომათა დარბაზში იმისთვის შევიდნენ, რომ ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. მათივე განცხადებით, ბათუმის მერი "იმალება, მათ არ ხვდება და შეკითხვებზე პასუხები არ აქვს“.
ამ დროისათვის დაპირისპირება ისევ გრძელდება, ოპოზიციონერების ნაწილი კვლავ სხდომათა დარბაზში დარჩენას ცდილობს და სამართალდამცველების მოწოდებას არ ემორჩილება.
პური და სანახაობა, უფრო- სანახაობა
რატო არ აცდიან ეს ნაგვები ხელისუფლებას მშვიდად ფულის კეთების საშუალებას.