საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიგისთან თავს შერცხვენილად ვგრძნობ..." - ნარკოტიკები, პატიმრობა და ოჯახური პრობლემები: გუკა რჩეულიშვილი საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდებზე
"გიგისთან თავს შერცხვენილად ვგრძნობ..." -  ნარკოტიკები, პატიმრობა და ოჯახური პრობლემები: გუკა რჩეულიშვილი საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდებზე

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, რე­ჟი­სორ­მა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან", სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბის შე­სა­ხებ ილა­პა­რა­კა. გუკა შე­ე­ხო ნარ­კო­ტი­კე­ბის თე­მა­საც და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი მოხ­მა­რე­ბა 13 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო.

"13 წლი­დან ვი­ღებ­დი ნარ­კო­ტი­კებს. ეს 90-იანი წლე­ბის პე­რი­ო­დი იყო, მა­შინ ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი მოს­წონ­დათ გო­გო­ებს, ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი კი ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­დნენ, ამი­ტომ და­ვი­წყე... ყვე­ლას გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, რომ ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლა აკ­რძალ­ვე­ბით არ ხდე­ბა, რო­გორც კი ლი­ბე­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნი, ნარ­კო­ტი­კი და­კარ­გავს რო­მან­ტი­კას და ბავ­შვე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი. ვი­ღაც გო­გოს თავი რომ მო­ა­წო­ნო, არ დაგ­ჭირ­დე­ბა ნარ­კო­ტი­კი, რად­გან ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა." - აღ­ნიშ­ნა მან.

გუ­კას თქმით, ნარ­კო­ტი­კე­ბი მისი ოთხი­ვე ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

გუკა ახლა მე­ო­თხე ქორ­წი­ნე­ბა­შია ლელა კი­ლა­ძეს­თან, რო­მელ­თა­ნაც, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, და­შო­რე­ბუ­ლი სწო­რედ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის გამო იყო. 2020 წელს ლელა კი­ლა­ძემ თა­ვად მი­მარ­თა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რის შემ­დე­გაც გუ­კას ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გა­ტა­რე­ბა მო­უხ­და. პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ისი­ნი შე­რიგ­დნენ.

გა­და­ცე­მა­ში გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა ლელა კი­ლა­ძის გაც­ნო­ბი­სა და მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის მო­მენ­ტე­ბი. მისი თქმით, რო­დე­საც წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნო, ორი­ვე ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო. ლელა კი­ლა­ძე მა­შინ თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლე იყო.

"ლე­ლას ვიც­ნობ­დი ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მარ­ტო მი­ვე­დი ერთ-ერთ კლუბ­ში, თვი­თონ იყო თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ჩა­ვე­ხუ­ტე და ისე სხვა­ნა­ი­რად ჩა­ვე­ხუ­ტე, მივ­ხვდი, რომ ჩემ­თან იქ­ნე­ბო­და. მა­შინ მე ცოლი მყავ­და და მას - ქმა­რი. მო­რა­ლურ მხა­რე­ზე არ მინ­და ლა­პა­რა­კი. თუმ­ცა არ­სე­ბობს ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი: ის სიყ­ვა­რუ­ლი და ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს ბედ­ნი­ე­რად, რო­დე­საც მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ერ­თად ყოფ­ნის წი­ნა­აღ­მდე­გია სა­ზო­გა­დო­ე­ბაო. და­ნარ­ჩე­ნი სხვა სი­ტუ­ა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეკ­ვე­თაა. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან... მე და ლელა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში დავ­ქორ­წინ­დით." - თქვა მან.

გუ­კას თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, მას გიგი უგუ­ლა­ვას­თან მძაფ­რი სა­უ­ბა­რი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა მის წი­ნა­შე თავს შერ­ცხვე­ნი­ლად გრძნობს.

"გი­გის შევ­ხვედ­რი­ვარ, თუმ­ცა მას­თან მძაფ­რი სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გიგი ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­თა სი­ა­ში შე­დის, ვის­თა­ნაც შერ­ცხვე­ნი­ლი ვარ. მე­გო­ბა­რი არ იყო, მაგ­რამ ვიც­ნობ­დი და გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და." - აღ­ნიშ­ნა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

გა­და­ცე­მა­ში ილა­პა­რა­კა ლელა კი­ლა­ძე­მაც. მან ის რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მო­უ­წია სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა და­ე­წყო.

"გუკა კარ­გი ბი­ჭია, სა­ინ­ტე­რე­სო, მოგ­ზა­უ­რი, მო­ხე­ტი­ა­ლე ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­ვი­ა­რეთ ერ­თად და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი.

გუკა თა­ვი­დან და­ვი­ნა­ხე და გავ­გიჟ­დი-მეთ­ქი, ასე არ იყო. ვმე­გობ­რობ­დით. ჩემი მე­გო­ბა­რი ამ­ბობ­და: აი, რა კარ­გი ბი­ჭია, რა კარ­გი იუ­მო­რი აქვს, გუ­კას­თან სხვა­ნა­ი­რა­დაც გა­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნიო. გარ­თო­ბა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­მიყ­ვარ­და და ეს არც ისე იოლი იყო. ის ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მო­ხე­ტი­ა­ლე ადა­მი­ა­ნი იყო. მე გარ­კვე­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს ვერ გა­ვარ­თვი თავი და ამა­ზე ვწუხ­ვარ.

იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი იყო, რო­დე­საც მე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მივ­მარ­თე მის წი­ნა­აღ­მდეგ. საფრ­თხეს გვიქ­მნი­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩვენს ოჯახს და ბავ­შვებს... მა­ი­ამ და რუ­სუ­დან­მა ცი­ხი­დან ძალა მომ­ცეს, რად­გან მარ­ტო ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. მა­შინ მქონ­და ბრა­ზი, თან მინ­დო­და გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა იყო ის, რომ უბ­რა­ლოდ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. არ ვი­ცო­დი რო­გორ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და, ამის იმე­დი არ მქონ­და. არ მჯე­რო­და, რომ გუკა ყვე­ლა­ფერს შეც­ვლი­და, მაგ­რამ სა­დღაც მინ­დო­და და ვფიქ­რობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ასე მომ­ხდა­რი­ყო. და იმა­ზე ბევ­რიც მოხ­და შემ­დეგ, ვიდ­რე წა­მო­მედ­გი­ნა." თქვა ლელა კი­ლა­ძემ.

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის თქმით, მა­შინ მას ცი­ხე­ში ყოფ­ნა სჭირ­დე­ბო­და და ამას გრძნობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც თა­ვად თქვა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და დღეს მას თა­მა­მად შე­უძ­ლია თქვას, რომ ნარ­კო­ტი­კებს არ მო­იხ­მარს.

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბგდ
0

რა ჯიშის ხალხია რა აზროვნება აქვთ 

111
3

ღმერთო ცუდად გავხდი, რა აზრები, რა წარმოდგენები. მეტს არც ველოდი მაგრამ ასეთი ღირსება აყრილი ადამიანები ცოტა თუ შემხვედრია. რაც ცოლი ის ქმარი, ზედ უგულავა კიდე დამატებული. გულისამრევები🤮🤮🤮

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გიგისთან თავს შერცხვენილად ვგრძნობ..." - ნარკოტიკები, პატიმრობა და ოჯახური პრობლემები: გუკა რჩეულიშვილი საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდებზე

"გიგისთან თავს შერცხვენილად ვგრძნობ..." -  ნარკოტიკები, პატიმრობა და ოჯახური პრობლემები: გუკა რჩეულიშვილი საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდებზე

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა, რეჟისორმა გუკა რჩეულიშვილმა "იმედის" ეთერში, გადაცემაში "ნოესთან", საკუთარი ცხოვრების რთული პერიოდების შესახებ ილაპარაკა. გუკა შეეხო ნარკოტიკების თემასაც და აღნიშნა, რომ მათი მოხმარება 13 წლის ასაკიდან დაიწყო.

"13 წლიდან ვიღებდი ნარკოტიკებს. ეს 90-იანი წლების პერიოდი იყო, მაშინ ქუჩის ბიჭები მოსწონდათ გოგოებს, ქუჩის ბიჭები კი ნარკოტიკებს მოიხმარდნენ, ამიტომ დავიწყე... ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა აკრძალვებით არ ხდება, როგორც კი ლიბერალური იქნება კანონი, ნარკოტიკი დაკარგავს რომანტიკას და ბავშვებისთვის არ იქნება მიმზიდველი. ვიღაც გოგოს თავი რომ მოაწონო, არ დაგჭირდება ნარკოტიკი, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება." - აღნიშნა მან.

გუკას თქმით, ნარკოტიკები მისი ოთხივე ქორწინების დასრულების მიზეზი გახდა.

გუკა ახლა მეოთხე ქორწინებაშია ლელა კილაძესთან, რომელთანაც, გარკვეული პერიოდი, დაშორებული სწორედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო იყო. 2020 წელს ლელა კილაძემ თავად მიმართა სამართალდამცავებს, რის შემდეგაც გუკას ოჯახური ძალადობის დანაშაულის ბრალდებით ციხეში გარკვეული პერიოდის გატარება მოუხდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი შერიგდნენ.

გადაცემაში გუკა რჩეულიშვილმა გაიხსენა ლელა კილაძის გაცნობისა და მასზე დაქორწინების მომენტები. მისი თქმით, როდესაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო, ორივე ქორწინებაში იყო. ლელა კილაძე მაშინ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე იყო.

"ლელას ვიცნობდი ბევრი წლის განმავლობაში. მარტო მივედი ერთ-ერთ კლუბში, თვითონ იყო თავის მეგობრებთან ერთად. ჩავეხუტე და ისე სხვანაირად ჩავეხუტე, მივხვდი, რომ ჩემთან იქნებოდა. მაშინ მე ცოლი მყავდა და მას - ქმარი. მორალურ მხარეზე არ მინდა ლაპარაკი. თუმცა არსებობს ასეთი გამონათქვამი: ის სიყვარული და ქორწინება შეიძლება შედგეს ბედნიერად, როდესაც მისი მონაწილეების ერთად ყოფნის წინააღმდეგია საზოგადოებაო. დანარჩენი სხვა სიტუაცია, საზოგადოების შეკვეთაა. ჩემი გადაწყვეტილებები სულ წინააღმდეგობაში იყო საზოგადოებასთან... მე და ლელა პირველი შეხვედრიდან წელიწადნახევარში დავქორწინდით." - თქვა მან.

გუკას თქმით, აღნიშნულ საკითხზე, მას გიგი უგულავასთან მძაფრი საუბარი არ ჰქონია, თუმცა მის წინაშე თავს შერცხვენილად გრძნობს.

"გიგის შევხვედრივარ, თუმცა მასთან მძაფრი საუბარი არ მქონია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გიგი ძალიან ცოტა ადამიანთა სიაში შედის, ვისთანაც შერცხვენილი ვარ. მეგობარი არ იყო, მაგრამ ვიცნობდი და გარკვეული ურთიერთობა გვქონდა." - აღნიშნა გუკა რჩეულიშვილმა.

გადაცემაში ილაპარაკა ლელა კილაძემაც. მან ის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც მოუწია საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაეწყო.

"გუკა კარგი ბიჭია, საინტერესო, მოგზაური, მოხეტიალე ადამიანი. ძალიან ბევრი რამე გავიარეთ ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად თავიდან დავიწყეთ ყველაფერი.

გუკა თავიდან დავინახე და გავგიჟდი-მეთქი, ასე არ იყო. ვმეგობრობდით. ჩემი მეგობარი ამბობდა: აი, რა კარგი ბიჭია, რა კარგი იუმორი აქვს, გუკასთან სხვანაირადაც გაერთობა ადამიანიო. გართობაში აღმოვაჩინე, რომ შემიყვარდა და ეს არც ისე იოლი იყო. ის ძალიან თავისუფალი, მოხეტიალე ადამიანი იყო. მე გარკვეულ პასუხისმგებლობებს ვერ გავართვი თავი და ამაზე ვწუხვარ.

იყო ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტები, ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მე სამართალდამცავებს მივმართე მის წინააღმდეგ. საფრთხეს გვიქმნიდა მისი მდგომარეობა ჩვენს ოჯახს და ბავშვებს... მაიამ და რუსუდანმა ციხიდან ძალა მომცეს, რადგან მარტო ძალიან გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მაშინ მქონდა ბრაზი, თან მინდოდა გადარჩენილიყო, პირველი ამოცანა იყო ის, რომ უბრალოდ ცოცხალი ყოფილიყო. არ ვიცოდი როგორ გამოჯანმრთელდებოდა, ამის იმედი არ მქონდა. არ მჯეროდა, რომ გუკა ყველაფერს შეცვლიდა, მაგრამ სადღაც მინდოდა და ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო. და იმაზე ბევრიც მოხდა შემდეგ, ვიდრე წამომედგინა." თქვა ლელა კილაძემ.

გუკა რჩეულიშვილის თქმით, მაშინ მას ციხეში ყოფნა სჭირდებოდა და ამას გრძნობდა. საბოლოოდ, როგორც თავად თქვა, ამ ყველაფერმა საუკეთესო შედეგი გამოიღო და დღეს მას თამამად შეუძლია თქვას, რომ ნარკოტიკებს არ მოიხმარს.