პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მიწა ბაბუამ გვაჩუქა... როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ" - თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი
"ეს მიწა ბაბუამ გვაჩუქა... როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ" - თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი

სა­ნამ ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ქე­თე­ვან ისი­ა­ნი და რო­მი­კო ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი ბოლ­ნის­ში საქ­მი­ა­ნო­ბას წა­მო­ი­წყებ­დნენ, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ბოლ­ნის­ში, თა­ვი­ანთ ბა­ღებ­ში ატა­რე­ბენ და ორ შვილ­საც იქ ზრდი­ან...

"ჩემ­თვის აქა­უ­რო­ბა არ არის უცხო და ამი­ტომ ად­ვი­ლად გად­მოვ­სახ­ლდით. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ სოც­მე­დი­ამ გა­მი­ტა­ცა და ბო­ლოს, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აგ­როს­ფე­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი", - ამ­ბობს ქე­თე­ვან ისი­ა­ნი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

- ჩემი მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ სფე­რო­თი. 2018 წელს ბა­ბუ­ამ რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტა­რი მიწა გვა­ჩუ­ქა და უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყეთ ფიქ­რი, რო­მე­ლი კულ­ტუ­რა გაგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. შემ­დეგ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად კომ­პა­ნია და­ვა­არ­სეთ. ამ ეტაპ­ზე 80 ჰექტრამ­დე მი­წა­ზე ნუში და კა­კა­ლი გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი.

- ბოლ­ნი­სი უმე­ტე­სად ბოსტნე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი. თქვენ კი კაკ­ლის და ნუ­შის ბა­ღე­ბი გა­ა­შე­ნეთ.

- გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ნი­ა­და­გი და კლი­მა­ტი, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც მო­ვი­ძი­ეთ. კა­კა­ლი და ნუში არ არის მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტი, ამი­ტომ არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვიჩ­ნევთ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. სე­ტყვის შემ­თხვე­ვა­შიც ნაკ­ლე­ბად ზი­ან­დე­ბა. გარ­და ამი­სა, მსოფ­ლი­ოს ბა­ზარს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც დღეს არის. ამ კულ­ტუ­რე­ბის გა­შე­ნე­ბა სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ.

- და იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად თქვე­ნი კუ­თხე ხელ­საყ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია. მიწა ნა­ყო­ფი­ე­რია და ამით ქვე­მო ქარ­თლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა. აქ, ძი­რი­თა­დად, ერ­თწ­ლი­ან კულ­ტუ­რებს ანი­ჭებ­დნენ უპი­რა­ტე­სო­ბას. მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბა კი სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია და­ი­წყო და წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა. 2019 წელს ბოლ­ნის­მა მიკ­რო­ზო­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, რაც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა მე­წარ­მე­ებ­მა ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნო აწარ­მო­ონ. თა­ვი­დან, რო­დე­საც ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ვი­წყებ­დით, ბევრ პრობ­ლე­მას შე­ვე­ჯა­ხეთ. ეს პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის არარ­სე­ბო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

- აღ­ნიშ­ნავთ, რომ თა­ვი­დან არა­ერ­თი სირ­თუ­ლე შეგ­ხვდათ მუ­შა­ო­ბი­სას. რა იყო ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი?

- რო­დე­საც და­ვი­წყეთ ბა­ღის გა­შე­ნე­ბა, არ გვქონ­და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვუშ­ვით გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი კერ­ძოდ, ნერ­გის შერ­ჩე­ვა, ნი­ა­და­გის და­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დი, ნი­ა­და­გის გა­ნოყი­ე­რე­ბა და ა.შ. ეს არის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, დარ­წმუნ­დნენ, რომ მარ­ცხი და­სას­რუ­ლი არ არის, პი­რი­ქით: ის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა.

- სა­ხელ­მწი­ფო რაში და­გეხ­მა­რათ?

- ბევ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტით "და­ნერ­გე მო­მა­ვა­ლი". ეს გუ­ლის­ხმობს ნერ­გე­ბის 50%-ის და სარ­წყა­ვი სის­ტე­მის 70%-ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას. სწო­რედ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვცა შან­სი და სტი­მუ­ლი, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შეც­ვლი­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას. ვფიქ­რობ, ასე­თი მხარ­ში ამოდ­გო­მა ყვე­ლა სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლი­დან ბევ­რი ბაღი გა­შენ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - ნუ­შის. ვფიქ­რობ, ჩვენ 2024 წლის­თვის გვექ­ნე­ბა იმ­დე­ნი მო­სა­ვა­ლი, რომ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზეც შევ­ძლებთ გა­ტა­ნას.

- ნუში ექ­სპორ­ტით პირ­და­პირ უნდა გა­ი­ტა­ნოთ, გა­და­ა­მუ­შა­ოთ თუ სხვას ჩა­ა­ბა­როთ გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად?

- ამ ეტაპ­ზე გვაქვს სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა, გა­მოგ­ვყავს იტა­ლი­უ­რი ჯი­შის, სუ­პერ­ნო­ვას გვი­ან მოყ­ვა­ვი­ლე ნუ­შის ნერ­გე­ბი. ეს სხვა ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, აქვე შე­ი­ძი­ნონ ხა­რის­ხი­ა­ნი ნერ­გე­ბი. სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებთ ნუ­შის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოს აშე­ნე­ბას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის­თვის, ამით მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა.

- დღეს უკვე ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ურ­ნე­ე­ბი ხართ. თა­ვი­დან ბა­ბუ­ის­გან რომ არ გად­მოგ­ცე­მო­დათ მი­წის ფარ­თო­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბით, მი­აღ­წევ­დით თუ არა ამ შე­დე­გებს?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რაც დღეს შევ­ქმე­ნით რა თქმა უნდა, ბა­ბუ­ის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა მონ­დო­მე­ბით და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით ამ საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, დღეს­დღე­ო­ბით კი უკვე საკ­მა­ოდ დიდი კომ­პა­ნია გვაქვს "აგრო ბა­ლა­ვა­რი", და­საქ­მე­ბუ­ლი გვყავს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რაც კი­დევ უფრო მეტ სტი­მულს გვაძ­ლევს.

- ემო­ცი­უ­რად რას ნიშ­ნავს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა თქვენ­თვის?

- რო­დე­საც ვუ­ყუ­რებთ შე­დეგს, უდი­დე­სი სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა გვე­უფ­ლე­ბა, ჩვენ­თვის ეს არ არის მხო­ლოდ მი­წის ნაკ­ვე­თი, მთელ გულს ვდებთ და უზო­მოდ გვიყ­ვარს აქა­უ­რო­ბა, ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ასე­ვე გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი საქ­მე რო­გორც ჩვენ.

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე გრჩე­ბათ თუ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო?

- ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან დიდ დროს და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, ფუნ­ქცი­ე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან ცოტა დრო გვრჩე­ბა, თუმ­ცა იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რა­საც ვა­კე­თებთ, ეს დაღ­ლაც კი სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- რას ურ­ჩევ­დით, ვინც მე­ურ­ნე­ო­ბის წა­მო­წყე­ბას აპი­რებს - თუ ღირს საქ­მის და­წყე­ბა და ამის­თვის რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ?

- ვინც ახლა იწყებს ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ ვურ­ჩევ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ონ, სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლონ ესა თუ ის კულ­ტუ­რა და შემ­დგომ გა­და­წყვი­ტონ, ღირს თუ არა ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ბან­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­წის რე­სურ­სის სწო­რად ათ­ვი­სე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა, ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა ფერ­მერს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ, ვინც ახლა იწყებს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lali
0

მიწების მიტაცებებზე განუკითხაობა რომ იყო ყველამ იცის და არ გინდათ შელამაზება ზოგიერთებს,ვისაც საკრებულოებში და გამგეობებში ხელი მიუწვდებოდა იმათ დაიკანონეს მიწების დიდი წილი,ისე ძალიან კარგია რასაც ეს ახალგაზრდები აკეთებენ,წარმატებებს ვუსურვებ გულით.

ქ. დევნოზაშვილი
0

ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ ჩემო ძვირფასებო, წარმატებები გქონდეთ ამ დიდ საქმიანობაში 🙏❤️😘👍

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ეს მიწა ბაბუამ გვაჩუქა... როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ" - თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი

"ეს მიწა ბაბუამ გვაჩუქა... როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ" - თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი

სანამ ახალგაზრდა წყვილი ქეთევან ისიანი და რომიკო ბოქოლიშვილი ბოლნისში საქმიანობას წამოიწყებდნენ, თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ უკვე მესამე წელია, რაც დროის უმეტეს ნაწილს ბოლნისში, თავიანთ ბაღებში ატარებენ და ორ შვილსაც იქ ზრდიან...

"ჩემთვის აქაურობა არ არის უცხო და ამიტომ ადვილად გადმოვსახლდით. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე წელიწადი სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი, შემდეგ სოცმედიამ გამიტაცა და ბოლოს, სრულიად მოულოდნელად, აგროსფეროში აღმოვჩნდი", - ამბობს ქეთევან ისიანი ჩვენთან საუბარში.

- ჩემი მეუღლე ყოველთვის იყო დაინტერესებული ამ სფეროთი. 2018 წელს ბაბუამ რამდენიმე ჰექტარი მიწა გვაჩუქა და უკვე სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი, რომელი კულტურა გაგვეშენებინა. შემდეგ ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომპანია დავაარსეთ. ამ ეტაპზე 80 ჰექტრამდე მიწაზე ნუში და კაკალი გვაქვს გაშენებული.

- ბოლნისი უმეტესად ბოსტნეული კულტურებით არის ცნობილი. თქვენ კი კაკლის და ნუშის ბაღები გააშენეთ.

- გავითვალისწინეთ ნიადაგი და კლიმატი, ბევრი ინფორმაციაც მოვიძიეთ. კაკალი და ნუში არ არის მალფუჭებადი პროდუქტი, ამიტომ არასტაბილური გარემოდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. სეტყვის შემთხვევაშიც ნაკლებად ზიანდება. გარდა ამისა, მსოფლიოს ბაზარს ვერ აკმაყოფილებს ის რაოდენობა, რაც დღეს არის. ამ კულტურების გაშენება სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.

- და იდეის განსახორციელებლად თქვენი კუთხე ხელსაყრელი აღმოჩნდა...

- საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობებია. მიწა ნაყოფიერია და ამით ქვემო ქართლიც გამოირჩევა. აქ, ძირითადად, ერთწლიან კულტურებს ანიჭებდნენ უპირატესობას. მრავალწლიანი ბაღების გაშენება კი სულ რამდენიმე წელიწადია დაიწყო და წარმატებით გრძელდება. 2019 წელს ბოლნისმა მიკროზონის სტატუსი მიიღო, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა ადგილწარმოშობის დასახელების მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოონ. თავიდან, როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ. ეს პრაქტიკული ცოდნის არარსებობამ განაპირობა.

- აღნიშნავთ, რომ თავიდან არაერთი სირთულე შეგხვდათ მუშაობისას. რა იყო ეს სირთულეები?

- როდესაც დავიწყეთ ბაღის გაშენება, არ გვქონდა პრაქტიკული გამოცდილება, აქედან გამომდინარე დავუშვით გარკვეული შეცდომები კერძოდ, ნერგის შერჩევა, ნიადაგის დამუშავების მეთოდი, ნიადაგის განოყიერება და ა.შ. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა.

- სახელმწიფო რაში დაგეხმარათ?

- ბევრი ჩანაფიქრი განვახორციელეთ პროექტით "დანერგე მომავალი". ეს გულისხმობს ნერგების 50%-ის და სარწყავი სისტემის 70%-ის თანადაფინანსებას. სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვცა შანსი და სტიმული, გაგვეკეთებინა პროექტი, რომელიც შეცვლიდა უამრავი ადამიანის ცხოვრებას. ვფიქრობ, ასეთი მხარში ამოდგომა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია. საქართველოში 2015 წლიდან ბევრი ბაღი გაშენდა, განსაკუთრებით - ნუშის. ვფიქრობ, ჩვენ 2024 წლისთვის გვექნება იმდენი მოსავალი, რომ მსოფლიო ბაზარზეც შევძლებთ გატანას.

- ნუში ექსპორტით პირდაპირ უნდა გაიტანოთ, გადაამუშაოთ თუ სხვას ჩააბაროთ გადასამუშავებლად?

- ამ ეტაპზე გვაქვს სანერგე მეურნეობა, გამოგვყავს იტალიური ჯიშის, სუპერნოვას გვიან მოყვავილე ნუშის ნერგები. ეს სხვა ფერმერებს საშუალებასა და შესაძლებლობას მისცემს, აქვე შეიძინონ ხარისხიანი ნერგები. სამომავლოდ ვაპირებთ ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს აშენებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონისთვის, ამით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

- დღეს უკვე ახალგაზრდა წარმატებული მეურნეები ხართ. თავიდან ბაბუისგან რომ არ გადმოგცემოდათ მიწის ფართობი მემკვიდრეობით, მიაღწევდით თუ არა ამ შედეგებს?

- ეს ყველაფერი რაც დღეს შევქმენით რა თქმა უნდა, ბაბუის დიდი დამსახურებაა, თუმცა მონდომებით და ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევძელით ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, დღესდღეობით კი უკვე საკმაოდ დიდი კომპანია გვაქვს "აგრო ბალავარი", დასაქმებული გვყავს უამრავი ადამიანი, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს საქმიანობა თქვენთვის?

- როდესაც ვუყურებთ შედეგს, უდიდესი სიამაყის გრძნობა გვეუფლება, ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი, მთელ გულს ვდებთ და უზომოდ გვიყვარს აქაურობა, ყველას გისურვებთ ასევე გიყვარდეთ თქვენი საქმე როგორც ჩვენ.

- ამ ყველაფრის ფონზე გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო?

- ეს საქმიანობა ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს, მაგრამ დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება, თუმცა იმდენად ბედნიერები ვართ, რასაც ვაკეთებთ, ეს დაღლაც კი სასიამოვნოა.

- რას ურჩევდით, ვინც მეურნეობის წამოწყებას აპირებს - თუ ღირს საქმის დაწყება და ამისთვის რა უნდა გაითვალისწინონ?

- ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში საქმიანობას, მათ ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიონ, სიღრმისეულად შეისწავლონ ესა თუ ის კულტურა და შემდგომ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა ინვესტიციის დაბანდება. სახელმწიფო პროგრამებიც მაქსიმალურად გამოიყენონ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ჩვენი ქვეყნის მიწის რესურსის სწორად ათვისება და გამოყენება, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ ყველა ფერმერს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახლა იწყებს.