მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება" - ქართველი "ზოროს" სიყვარული და წარმატების ფორმულა
"სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება" - ქართველი "ზოროს" სიყვარული და წარმატების ფორმულა

მას მე­გობ­რებ­მა ხუმ­რო­ბით "ზორო" შე­არ­ქვეს, რა­ზეც ხა­ლი­სობს და ეტა­პობ­რი­ვად სა­კუ­თარ ლე­გენ­დას წერს... 14 - წლი­ა­ნი დიდი შრო­მის შე­დე­გად ბევ­რს მი­აღ­წია, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ კი­დევ ბევ­რი აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 28 წლის ლი­დე­რი სან­დრო ბა­ზა­ძე თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი ხმლით მო­ფა­რი­კა­ვე­თა მსოფ­ლიო თა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი და­ა­ფიქ­სი­რა. დღე­ვან­დელ დღემ­დე, მსოფ­ლიო თა­სის ეგი­დით სან­დრო ბა­ზა­ძეს ბრინ­ჯა­ოს და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სან­დრომ ორ­თაბ­რძო­ლი­სას ტრავ­მა მი­ი­ღო, მაგ­რამ მა­ინც მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა და კვარ­ცხლბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ავი­და.

მა­ნამ­დე, ქარ­თველ­მა მო­ფა­რი­კა­ვემ ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მე-4 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მას ერთი ნა­ბი­ჯი და­აკ­ლდა, რო­გორც ფი­ნა­ლამ­დე, ისე ოლიმ­პი­ურ მედ­ლამ­დე.

ეს შეხ­ვედ­რა სკან­და­ლუ­რი გა­მოდ­გა და აშ­კა­რა იყო, რომ ეგ­ვიპ­ტელ­მა მსაჯ­მა სან­დრო და­ჩაგ­რა და რამ­დე­ნი­მე ძალ­ზე სა­ეჭ­ვო ეპი­ზოდ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი მე­ტო­ქის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო - ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სან­დროს მო­პო­ვე­ბუ­ლი ქულა უნ­გრელ სი­ლა­გის მი­ა­ნი­ჭა. რო­გორც სან­დრო ამ­ბობს, ამ უსა­მარ­თლო შე­დეგ­მა ის კი არ გა­ტე­ხა, პი­რი­ქით, ბრძო­ლის ჟინი გა­უ­ათ­მა­გა და გვპირ­დე­ბა, რომ პა­რი­ზის მო­მა­ვალ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე თა­ვის სი­ტყვას მა­ინც იტყვის. "ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­ინც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე პა­რიზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. მა­ნამ­დე მსოფ­ლი­ოს თასი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მექ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია“, - გვე­უბ­ნე­ბა სპორ­ტის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­ხე­ო­ბად მიჩ­ნე­უ­ლი ფა­რი­კა­ო­ბის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი სან­დრო ბა­ზა­ძე ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • "ძმამ და მა­მამ მი­ბიძ­გეს ამ გზას დავ­დგო­მო­დი"

1993 წლის 29 ივ­ლისს და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. სწავ­ლა და­ვი­წყე 54-ე სკო­ლა­ში, შემ­დეგ 3-4 სკო­ლის გა­მოც­ვლა მო­მი­წია, ბო­ლოს 35-ე სპორ­ტუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ორ­ჯერ შე­ვიც­ვა­ლე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი და ამი­ტომ მი­წევ­და სკო­ლი­დან სკო­ლა­ში გა­დას­ვლა. რო­გორც ახლა მას­წავ­ლებ­ლე­ბი მიხ­სე­ნე­ბენ და მწე­რენ, ცუდი მოს­წავ­ლე არ ვი­ყა­ვი, მსი­ა­მოვ­ნებს, ჩე­მით რომ ამა­ყო­ბენ. ერთი ძმა მყავს, ბექა და ისიც მო­ფა­რი­კა­ვეა. ჩე­მამ­დე და­ი­წყო ფა­რი­კა­ო­ბა და სტი­მუ­ლიც მან მომ­ცა. ბექა 4 წლით უფ­რო­სია ჩემ­ზე, რო­გორც წესი, ძმა ძმის­თვის სა­მა­გა­ლი­თოა ხოლ­მე, და მეც ეს სპორ­ტი ავირ­ჩიე. მამა - მე­რაბ ბა­ზა­ძეც მო­ფა­რი­კა­ვე იყო. ერთი სი­ტყვით, მათ მი­ბიძ­გეს, ამ გზას დავ­დგო­მო­დი, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ვაგ­რძე­ლებ...

სხვა­თა შო­რის, ფა­რი­კა­ო­ბა­ზე გვი­ან შე­ვე­დი - 14 წლის. მა­ნამ­დე ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი, კარ­გა­დაც ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, აღარ გა­ვაგ­რძე­ლე ვარ­ჯი­ში და კა­რი­ე­რა. ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი და ის ადა­მი­ა­ნი, ვინც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა, არის მე­რაბ ბა­ზა­ძე - მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ძალა, ენერ­გია, გული და სული ჩადო იმა­ში, რომ მე ამ დო­ნემ­დე მი­მეღ­წია და აქამ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, მა­მას იმე­დებს ვუ­მარ­თლებ, თან ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. ბექა ჩვე­ნი გუნ­დის კა­პი­ტა­ნია და ძა­ლი­ან კარ­გი სპორ­ტსმე­ნი, მას ყვე­ლა პა­ტივს სცემს. ოთხკა­ცი­ა­ნია ჩვე­ნი ჯგუ­ფი და ბექა ერთ-ერთი ლი­დე­რია მას­ში. დე­დაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ხელი შე­მი­წყოს, ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაც უდა­ოა.

  • "ძა­ლი­ან გა­მიც­რუ­ეს იმე­დე­ბი“

ვი­ტყვი, რომ შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დის. გა­მარ­ჯვე­ბა კარ­გია, მაგ­რამ მის უკან დიდი შრო­მა დევს და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ შრო­მა ფას­დე­ბა. უკვე ბევ­რი წარ­მა­ტე­ბაა მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ჯერ კი­დევ მი­საღ­წე­ვია და გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რა­საც ვე­ლო­დე­ბი. ჩემი პროგ­რა­მა მაქ­სი­მუ­მი ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მე­და­ლია, რო­მელ­თა­ნაც ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ახ­ლოს ვი­ყა­ვი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ხალ­ხის გამო და­ვი­ჩაგ­რე. ძა­ლი­ან გა­მიც­რუ­ეს იმე­დე­ბი, არ ვე­ლო­დი მსგავს რა­ღა­ცას. 4 წელი ვე­ლო­დი ამ თა­მა­შებს (უფრო სწო­რად - 5 წელი, ერთი წლით გა­და­ი­დო ოლიმ­პი­ა­და)...

სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ძლი­ე­რად მი­ვე­დი იქამ­დე, სა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მზად იყო, ოქ­როს მედ­ლის მო­პო­ვე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი იყო და ვი­ღაც ადა­მი­ა­ნის გამო და­ვი­ჩაგ­რე, რო­მე­ლიც არა­ფერ შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ, მსა­ჯია და ცუ­დად გექ­ცე­ვა, თან სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თებს ამას, რაც აშ­კა­რა იყო. მაგ­რამ არა უშავს, ყვე­ლა­ფე­რი დავძლიე, კა­რი­ე­რას ვაგ­რძე­ლებ. სა­მა­გი­ე­როდ, ახლა მსოფ­ლიო მე­და­ლი მო­ვი­პო­ვე და ორ­მა­გად მა­ბედ­ნი­ე­რებს ის, რომ თავი გა­მო­ვი­ჩი­ნე, მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ას და­ვუმ­ტკი­ცე და ვაჩ­ვე­ნე, რომ მე ეს მე­კუთ­ვნო­და და გა­ვა­გე­ბი­ნე, რომ ჩემს სი­ტყვას ყო­ველ­თვის ვი­ტყვი.

მსოფ­ლიო ოქ­როს მო­პო­ვე­ბა­ზე რა გან­ცდა მქონ­და? ეს ენით აუ­წე­რე­ლი გრძნო­ბა და სი­ხა­რუ­ლია, მით უმე­ტეს, როცა შე­ჯიბ­რე­ბა შენს ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა, თან აქამ­დე არა­ვის მო­უ­პო­ვე­ბია ეს ჯილ­დო. სა­ო­ცა­რი გან­ცდაა, როცა ბრძო­ლას მე­უღ­ლე, მამა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი გი­ყუ­რე­ბენ და მათ უჩ­ვე­ნებ, რომ ძლი­ე­რი ხარ, შენი თა­ვით უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლი ხარ... ეს მა­ბედ­ნი­ე­რებს, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ასე და­ი­წყო ჩემ­თვის 2022 წელი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ უფრო წინ და წინ წა­ვი­დე.

  • "სა­ლო­მე ჩემი მო­ტი­ვა­ცი­აა"

გა­მი­მარ­თლა ასე­თი მე­უღ­ლე რომ მყავს. სა­ლო­მე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში, ის ჩემი მო­ტი­ვა­ცი­აა. ჩვენ პა­ტა­რა, 3 წლის დაჩი გვყავს. ხში­რად დიდი ხნით მი­წევს ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ლო­მე მიმ­სუ­ბუ­ქებს და მე­უბ­ნე­ბა, არ ინერ­ვი­უ­ლო, სა­ფიქ­რა­ლი არა­ფე­რი გქონ­დე­სო. ეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის. სა­ლო­მე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო, რო­მე­ლიც მისი პა­რა­ლე­ლურ კლა­სე­ლი იყო. იმ წელს ქო­ბუ­ლეთ­ში ვის­ვე­ნებ­დით, იქ ვნა­ხე და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სიმ­პა­თია გა­მიჩ­ნდა მის მი­მართ, სა­ლო­მე ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასეც იქ­ნე­ბა. სა­ლო­მე ბიზ­ნესს სწავ­ლობს, სხვა­თა შო­რის, ის ჩვენს ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა შე­ჯიბ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ის უძღვე­ბა პი­არ­საც და ა.შ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ... დიდი იმე­დი მაქვს, და­ჩიც ჩემს გზას გა­აგ­რძე­ლებს, არა­ფერს და­ვა­ძა­ლებ, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია გა­აგ­რძე­ლოს და იფა­რი­კა­ოს. ვნა­ხოთ, თუ მო­ინ­დო­მებს, მე ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობ ხელს.

  • მიღ­წე­ვე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი რომ გავ­ხდი, რა თქმა უნდა, ჩემ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ ჩემი კა­რი­ე­რის მე­სა­მე წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი 20 წლამ­დე ასაკ­ში და ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა. მა­შინ უაღ­რე­სად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და დღემ­დე მახ­სოვს ეს გრძნო­ბა, რო­გორ გა­ვა­ხა­რე ჩემი მწვრთნე­ლი მამა, მან და­ი­ნა­ხა, რომ ამ სპორ­ტში შე­მეძ­ლო ჩემი ად­გი­ლი და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა. ამ შე­დე­გის შემ­დეგ მო­ვუ­მა­ტე ვარ­ჯიშს და ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბას.

შემ­დეგ კი­დევ ორ­ჯერ გავ­ხდი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, უკვე 23 წლამ­დე ასაკ­ში, ბევ­რჯერ მაქვს მო­გე­ბუ­ლი მსოფ­ლიო თასი ახალ­გაზ­რდებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც ბევ­რჯერ გავ­ხდი. შემ­დეგ, უკვე დი­დებ­ში, სამ­ჯერ მაქვს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი,10-ჯერ გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი... მარ­თა­ლია, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მე-4 ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე, მაგ­რამ ესეც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ჩემ­თვის და ალ­ბათ იმით, რომ უფრო მეტს ვმუ­შა­ობ თავ­ზე. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­ინც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია. მა­ნამ­დე მსოფ­ლი­ოს თასი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მექ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ოლიმ­პი­ა­დაა.

  • "ფა­რი­კა­ო­ბა გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლო­ბას და ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას მო­ი­თხოვს"

დიდი ხა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სპორ­ტია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და დიდი შე­დე­გე­ბიც აქვთ სპორ­ტსმე­ნებს. ერთი პე­რი­ო­დი, ფა­რი­კა­ო­ბა ძა­ლი­ან და­ი­კარ­გა, აღარ არ­სე­ბობ­და არც მწვრთნე­ლე­ბი, არც - სპორ­ტსმე­ნე­ბი, სა­ერ­თოდ აღარ ჩან­და ეს სპორ­ტი. დღეს ფა­რი­კა­ო­ბა რომ პო­პუ­ლა­რუ­ლია, ეს მე­რაბ ბა­ზა­ძის, მა­მა­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც დიდი შრო­მა, ენერ­გია, რაც კი გა­აჩ­ნდა ამ სპორ­ტში ჩადო. დღეს უკვე ფა­რი­კა­ო­ბა მა­ღალ დო­ნე­ზე დგას, უამ­რა­ვი ბავ­შვი და­დის და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, დარ­ბაზ­ში ტევა რომ აღარ არის. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­მაჩ­ნია, რომ მეც რა­ღა­ცა წვლი­ლი მი­მი­ძღვის იმა­ში, რომ ჩემი შე­დე­გე­ბის შემ­დეგ სხვე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ფა­რი­კა­ო­ბით, რაც, რა თქმა უნდა, მა­ბედ­ნი­ე­რებს და მა­ხა­რებს.

რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­ფა­რი­კა­ვის­თვის? ეს სპორ­ტი, უპირ­ვე­ლე­სად, ნიშ­ნავს დიდ შრო­მას, შრო­მის გა­რე­შე შან­სი არ გაქვს, რა­მეს მი­აღ­წიო. არი­ან ნი­ჭი­ე­რი სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ სა­ფე­ხურს გა­დი­ან და მერე, სი­ზარ­მა­ცის გამო ვე­ღარ აღ­წე­ვენ ვე­რა­ფერს. ფა­რი­კა­ო­ბას ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას უწო­დე­ბენ. იქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გო­ნებ­რი­ვად გახ­სნი­ლი იყო, რად­გან ძა­ლი­ან სწრაფ აზ­როვ­ნე­ბას პირ­ველ რიგ­ში, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლო­ბას და ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას მო­ი­თხოვს, რა თქმა უნდა, ვი­ნა­ი­დან მოძ­რა­ო­ბის დროს, ყვე­ლა კუნ­თი მუ­შა­ობს. მო­ფა­რი­კა­ვეს­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ იყოს მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად ხდე­ბა, ბრძო­ლის დროს ერთი წა­მი­თაც სხვა რა­ღა­ცა­ზე რომ გა­გე­ფიქ­როს, შე­იძ­ლე­ბა წა­ა­გო, ამი­ტომ მო­ი­თხოვს ის ყუ­რა­დღე­ბას, სის­ხარ­ტეს და დაკ­ვირ­ვე­ბას.

  • "მი­მაჩ­ნია, რომ "ზო­რო­ზე" ძლი­ე­რი ვარ..."

სპორ­ტუ­ლი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე და შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლის დახ­მა­რე­ბით და რჩე­ვით სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტეტ­ზე. სპორ­ტსმე­ნის­თვის კი არა, გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ჭი­როა. გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი დიდ შე­დეგ­საც ვერ აღ­წევს, მი­ნი­მუმ, წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. მიყ­ვარს კი­თხვა და მარ­ტო როცა ვრჩე­ბი, დროს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ნა­ხავ ხოლ­მე ჩემი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბის­თვის.

სიმ­ღე­რის ნიჭი მაქვს, ჩემ­თვის ვმღე­რი და სახ­ლში მარ­ტო რომ ვრჩე­ბი, ჩემს ჭიას ვა­ხა­რებ. ჩემი მე­უღ­ლე მე­უბ­ნე­ბა, გა­მოგ­დი­სო, და რა ვიცი... ჩემს თავ­ზე რა ვთქვა, კე­თი­ლი ვარ და სი­ცი­ლი მიყ­ვარს ძა­ლი­ან. მე­გობ­რე­ბი მეტ­სა­ხე­ლად "ზო­როს" მე­ძა­ხი­ან, მაგ­რამ ვთვლი, რომ "ზო­რო­ზე" ძლი­ე­რი ვარ (იცი­ნის).

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წარმატებას
0

გილოცავთ

Maia
2

Sandros did carmatebebs vusurveb am vaykacur sportis saxeobashi. Madloba baton merabs saqartveloshi farikaobis popularozaciisatvis .

ავტორი:

"სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება" - ქართველი "ზოროს" სიყვარული და წარმატების ფორმულა

"სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება" - ქართველი "ზოროს" სიყვარული და წარმატების ფორმულა

მას მეგობრებმა ხუმრობით "ზორო" შეარქვეს, რაზეც ხალისობს და ეტაპობრივად საკუთარ ლეგენდას წერს... 14 - წლიანი დიდი შრომის შედეგად ბევრს მიაღწია, მაგრამ ამბობს, რომ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. რამდენიმე დღის წინ, პირველად საქართველოს ფარიკაობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრების 28 წლის ლიდერი სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, ოქროს მედალი მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. დღევანდელ დღემდე, მსოფლიო თასის ეგიდით სანდრო ბაზაძეს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები ჰქონდა მოგებული. ისიც აღსანიშნავია, რომ სანდრომ ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც მაქსიმუმი გააკეთა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მანამდე, ქართველმა მოფარიკავემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი დაიკავა. მას ერთი ნაბიჯი დააკლდა, როგორც ფინალამდე, ისე ოლიმპიურ მედლამდე.

ეს შეხვედრა სკანდალური გამოდგა და აშკარა იყო, რომ ეგვიპტელმა მსაჯმა სანდრო დაჩაგრა და რამდენიმე ძალზე საეჭვო ეპიზოდში გადაწყვეტილება მისი მეტოქის სასარგებლოდ მიიღო - ყველასთვის მოულოდნელად, სანდროს მოპოვებული ქულა უნგრელ სილაგის მიანიჭა. როგორც სანდრო ამბობს, ამ უსამართლო შედეგმა ის კი არ გატეხა, პირიქით, ბრძოლის ჟინი გაუათმაგა და გვპირდება, რომ პარიზის მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე თავის სიტყვას მაინც იტყვის. "ჩემი მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიური თამაშებია, რომელიც გაზაფხულზე პარიზში ჩატარდება. მანამდე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი მექნება, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია მაინც ოლიმპიური თამაშებია“, - გვეუბნება სპორტის ინტელექტუალურ სახეობად მიჩნეული ფარიკაობის ქართველი ვარსკვლავი სანდრო ბაზაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში.

  • "ძმამ და მამამ მიბიძგეს ამ გზას დავდგომოდი"

1993 წლის 29 ივლისს დავიბადე თბილისში. სწავლა დავიწყე 54-ე სკოლაში, შემდეგ 3-4 სკოლის გამოცვლა მომიწია, ბოლოს 35-ე სპორტული სკოლა დავამთავრე. ორჯერ შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი და ამიტომ მიწევდა სკოლიდან სკოლაში გადასვლა. როგორც ახლა მასწავლებლები მიხსენებენ და მწერენ, ცუდი მოსწავლე არ ვიყავი, მსიამოვნებს, ჩემით რომ ამაყობენ. ერთი ძმა მყავს, ბექა და ისიც მოფარიკავეა. ჩემამდე დაიწყო ფარიკაობა და სტიმულიც მან მომცა. ბექა 4 წლით უფროსია ჩემზე, როგორც წესი, ძმა ძმისთვის სამაგალითოა ხოლმე, და მეც ეს სპორტი ავირჩიე. მამა - მერაბ ბაზაძეც მოფარიკავე იყო. ერთი სიტყვით, მათ მიბიძგეს, ამ გზას დავდგომოდი, ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ...

სხვათა შორის, ფარიკაობაზე გვიან შევედი - 14 წლის. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი, კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, აღარ გავაგრძელე ვარჯიში და კარიერა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პირველი მწვრთნელი და ის ადამიანი, ვინც აქამდე მომიყვანა, არის მერაბ ბაზაძე - მამაჩემი, რომელმაც მთელი თავისი ძალა, ენერგია, გული და სული ჩადო იმაში, რომ მე ამ დონემდე მიმეღწია და აქამდე მოვსულიყავი. ვფიქრობ, მამას იმედებს ვუმართლებ, თან ჯერ ყველაფერი წინ არის. ბექა ჩვენი გუნდის კაპიტანია და ძალიან კარგი სპორტსმენი, მას ყველა პატივს სცემს. ოთხკაციანია ჩვენი ჯგუფი და ბექა ერთ-ერთი ლიდერია მასში. დედაც ძალიან მეხმარება და ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს, ჩემს წარმატებაში მისი დამსახურებაც უდაოა.

  • "ძალიან გამიცრუეს იმედები“

ვიტყვი, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის. გამარჯვება კარგია, მაგრამ მის უკან დიდი შრომა დევს და ძალიან მახარებს, რომ შრომა ფასდება. უკვე ბევრი წარმატებაა მიღწეული, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ მისაღწევია და გასაკეთებელი, რასაც ველოდები. ჩემი პროგრამა მაქსიმუმი ოლიმპიური ოქროს მედალია, რომელთანაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ახლოს ვიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, არაკომპეტენტური და არასამართლიანი ხალხის გამო დავიჩაგრე. ძალიან გამიცრუეს იმედები, არ ველოდი მსგავს რაღაცას. 4 წელი ველოდი ამ თამაშებს (უფრო სწორად - 5 წელი, ერთი წლით გადაიდო ოლიმპიადა)...

სამწუხარო ის არის, რომ ძალიან მომზადებული და ძლიერად მივედი იქამდე, სადაც ძალიან რთულია, ფსიქოლოგიურად მზად იყო, ოქროს მედლის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი იყო და ვიღაც ადამიანის გამო დავიჩაგრე, რომელიც არაფერ შუაშია, უბრალოდ, მსაჯია და ცუდად გექცევა, თან სპეციალურად აკეთებს ამას, რაც აშკარა იყო. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი დავძლიე, კარიერას ვაგრძელებ. სამაგიეროდ, ახლა მსოფლიო მედალი მოვიპოვე და ორმაგად მაბედნიერებს ის, რომ თავი გამოვიჩინე, მსოფლიო ფედერაციას დავუმტკიცე და ვაჩვენე, რომ მე ეს მეკუთვნოდა და გავაგებინე, რომ ჩემს სიტყვას ყოველთვის ვიტყვი.

მსოფლიო ოქროს მოპოვებაზე რა განცდა მქონდა? ეს ენით აუწერელი გრძნობა და სიხარულია, მით უმეტეს, როცა შეჯიბრება შენს ქვეყანაში ტარდება, თან აქამდე არავის მოუპოვებია ეს ჯილდო. საოცარი განცდაა, როცა ბრძოლას მეუღლე, მამა და ოჯახის წევრები, მეგობრები გიყურებენ და მათ უჩვენებ, რომ ძლიერი ხარ, შენი თავით უზომოდ კმაყოფილი ხარ... ეს მაბედნიერებს, ძალიან გახარებული ვარ, რომ ასე დაიწყო ჩემთვის 2022 წელი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო წინ და წინ წავიდე.

  • "სალომე ჩემი მოტივაციაა"

გამიმართლა ასეთი მეუღლე რომ მყავს. სალომე ძალიან მეხმარება და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შედეგების მიღწევაში, ის ჩემი მოტივაციაა. ჩვენ პატარა, 3 წლის დაჩი გვყავს. ხშირად დიდი ხნით მიწევს ქვეყნიდან წასვლა, მდგომარეობას სალომე მიმსუბუქებს და მეუბნება, არ ინერვიულო, საფიქრალი არაფერი გქონდესო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სალომე ჩემმა მეგობარმა გამაცნო, რომელიც მისი პარალელურ კლასელი იყო. იმ წელს ქობულეთში ვისვენებდით, იქ ვნახე და პირველივე დღიდან სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ, სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება. სალომე ბიზნესს სწავლობს, სხვათა შორის, ის ჩვენს ფედერაციაში მუშაობს და ძალიან დაგვეხმარა შეჯიბრის ორგანიზებაში, ის უძღვება პიარსაც და ა.შ. ძალიან ბედნიერები ვართ... დიდი იმედი მაქვს, დაჩიც ჩემს გზას გააგრძელებს, არაფერს დავაძალებ, მაგრამ დიდი სურვილი მექნება, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და იფარიკაოს. ვნახოთ, თუ მოინდომებს, მე ყველანაირად შევუწყობ ხელს.

  • მიღწევები

საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიხარული იყო, მაგრამ ჩემი კარიერის მესამე წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი 20 წლამდე ასაკში და ეს იყო ყველაზე დიდი პირველი წარმატება. მაშინ უაღრესად ბედნიერი ვიყავი და დღემდე მახსოვს ეს გრძნობა, როგორ გავახარე ჩემი მწვრთნელი მამა, მან დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. ამ შედეგის შემდეგ მოვუმატე ვარჯიშს და ჩემს თავზე მუშაობას.

შემდეგ კიდევ ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი, უკვე 23 წლამდე ასაკში, ბევრჯერ მაქვს მოგებული მსოფლიო თასი ახალგაზრდებში, საქართველოს ჩემპიონიც ბევრჯერ გავხდი. შემდეგ, უკვე დიდებში, სამჯერ მაქვს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოპოვებული,10-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი... მართალია, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი მოვიპოვე, მაგრამ ესეც უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის და ალბათ იმით, რომ უფრო მეტს ვმუშაობ თავზე. ჩემი მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიური თამაშებია. მანამდე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი მექნება, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია მაინც ოლიმპიადაა.

  • "ფარიკაობა გონებაგახსნილობას და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს"

დიდი ხანია, რაც საქართველოში ეს სპორტია დამკვიდრებული და დიდი შედეგებიც აქვთ სპორტსმენებს. ერთი პერიოდი, ფარიკაობა ძალიან დაიკარგა, აღარ არსებობდა არც მწვრთნელები, არც - სპორტსმენები, საერთოდ აღარ ჩანდა ეს სპორტი. დღეს ფარიკაობა რომ პოპულარულია, ეს მერაბ ბაზაძის, მამაჩემის დამსახურებაა, რომელმაც დიდი შრომა, ენერგია, რაც კი გააჩნდა ამ სპორტში ჩადო. დღეს უკვე ფარიკაობა მაღალ დონეზე დგას, უამრავი ბავშვი დადის და ძალიან მახარებს, დარბაზში ტევა რომ აღარ არის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ მეც რაღაცა წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ ჩემი შედეგების შემდეგ სხვებიც ინტერესდებიან ფარიკაობით, რაც, რა თქმა უნდა, მაბედნიერებს და მახარებს.

რა არის აუცილებელი მოფარიკავისთვის? ეს სპორტი, უპირველესად, ნიშნავს დიდ შრომას, შრომის გარეშე შანსი არ გაქვს, რამეს მიაღწიო. არიან ნიჭიერი სპორტსმენები, რომლებიც პირველ საფეხურს გადიან და მერე, სიზარმაცის გამო ვეღარ აღწევენ ვერაფერს. ფარიკაობას ინტელექტუალური სპორტის სახეობას უწოდებენ. იქ მნიშვნელოვანია, რომ გონებრივად გახსნილი იყო, რადგან ძალიან სწრაფ აზროვნებას პირველ რიგში, გონებაგახსნილობას და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან მოძრაობის დროს, ყველა კუნთი მუშაობს. მოფარიკავესთვის ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ იყოს მიზანდასახული და კონცენტრირებული, ვინაიდან ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ბრძოლის დროს ერთი წამითაც სხვა რაღაცაზე რომ გაგეფიქროს, შეიძლება წააგო, ამიტომ მოითხოვს ის ყურადღებას, სისხარტეს და დაკვირვებას.

  • "მიმაჩნია, რომ "ზოროზე" ძლიერი ვარ..."

სპორტული კოლეჯი დავამთავრე და შემდეგ ჩემი მეუღლის დახმარებით და რჩევით სპორტის უნივერსიტეტში ჩავაბარე, მწვრთნელთა ფაკულტეტზე. სპორტსმენისთვის კი არა, განათლება ყველასთვის საჭიროა. გაუნათლებელი ადამიანი დიდ შედეგსაც ვერ აღწევს, მინიმუმ, წიგნი უნდა წაიკითხო. მიყვარს კითხვა და მარტო როცა ვრჩები, დროს აუცილებლად გამოვნახავ ხოლმე ჩემი საყვარელი ავტორების წიგნებისთვის.

სიმღერის ნიჭი მაქვს, ჩემთვის ვმღერი და სახლში მარტო რომ ვრჩები, ჩემს ჭიას ვახარებ. ჩემი მეუღლე მეუბნება, გამოგდისო, და რა ვიცი... ჩემს თავზე რა ვთქვა, კეთილი ვარ და სიცილი მიყვარს ძალიან. მეგობრები მეტსახელად "ზოროს" მეძახიან, მაგრამ ვთვლი, რომ "ზოროზე" ძლიერი ვარ (იცინის).

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"