საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რაღაც თქვენი სიჩუმე არ მომწონს და კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო..." - რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად?
"რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რაღაც თქვენი სიჩუმე არ მომწონს და კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო..." - რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად?

უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­თა­რე­ბა კვლავ უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში და უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 127 ათა­სამ­დე ჯა­რის­კაცს მო­უ­ყა­რა თავი, რაც მსოფ­ლი­ოს აშ­ფო­თებს. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, მოს­კო­ვი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო იე­რი­შის­თვის ემ­ზა­დე­ბო­დეს. მოს­კო­ვი უარ­ყოფს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას აპი­რებს, თუმ­ცა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პრო­ცე­სე­ბი სხვაგ­ვარ სუ­რათს ქმნის. 21 იან­ვარს აშშ-ისა და რუ­სე­თის სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კურ უწყე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ჟე­ნე­ვა­ში მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა და რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი ლავ­როვ­მა შეხ­ვედ­რა­ზე სე­რი­ო­ზულ შე­დეგს ვერ მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მხა­რე­ებს ხელს უწყობს ერ­თმა­ნე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის გა­გე­ბა­ში. სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო ევ­რო­პა­ში ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მა­შინ, როცა მოს­კო­ვი ნა­ტოს­გან ითხოვს გა­რან­ტი­ას, რომ ის სა­კუ­თარ რი­გებ­ში არ მი­ი­ღებს უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს. რო­გორც მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ ორი­ვე დიპ­ლო­მატ­მა გა­ნა­ცხა­და, შეხ­ვედ­რა გულ­ღია იყო და გაჩ­ნდა იმე­დი, რომ უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­ში არ­სე­ბობს დიპ­ლო­მა­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შან­სი.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა გა­იგ­ზავ­ნა აშშ-დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან და ევ­რო­პის ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნი­დან, ამას­თა­ნა­ვე, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ნა­ტოს პარტნი­ო­რე­ბი ხმელ­თა­შუა ზღვა­ში 12-დღი­ან სა­ზღვაო წვრთნას ჩა­ა­ტა­რე­ბენ, რო­მე­ლიც 24 იან­ვარს და­ი­წყე­ბა და 4 თე­ბერ­ვლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ბლინ­კენ-ლავ­რო­ვის შეხ­ვედ­რის შე­ფა­სე­ბით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეს­თან:

- იმ პრო­ცე­სებ­ში, რაც დღეს ხდე­ბა, რთუ­ლია რამე პო­ზი­ტი­უ­რის და­ნახ­ვა, მაგ­რამ, რო­გორც წესი, მე­დალს ორი მხა­რე აქვს. და­დე­ბით მხა­რედ შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­სავ­ლე­თის ელი­ტის თვა­ლის ახე­ლის ინ­სპი­რა­ტო­რად იქცა. ეს შე­იძ­ლე­ბა მთელ და­სავ­ლეთს არ ეხე­ბა, მაგ­რამ ნა­წილს ნამ­დვი­ლად მო­უ­წია იმ რე­ა­ლო­ბის აღი­ა­რე­ბამ, რო­მელ­საც რუ­სე­თი 2008 წლი­დან ქმნის. ისი­ნი ამა­ზე თვალს ვე­ღარ და­ხუ­ჭა­ვენ და მო­უ­წევთ, შე­ი­მუ­შა­ონ რუ­სე­თის შე­კა­ვე­ბის სტრა­ტე­გია. მე ამ ნა­წილს თვა­ლა­ხე­ლილ და­სავ­ლეთს ვუ­წო­დებ, რომ­ლის მთა­ვარ სა­ხედ და ლი­დე­რად ჩანს სწო­რედ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი, რო­მელ­მაც ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბი­თა და რუ­სე­თის მი­მართ სიმ­კაც­რით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი:ის ადეკ­ვა­ტურ სა­ხელს არ­ქმევს 2008 წლი­დან დღემ­დე რუ­სე­თის მიერ გა­დად­გმულ ყვე­ლა ნა­ბიჯს და ძა­ლი­ან მკაც­რია სან­ქცი­ებ­ზე ლა­პა­რა­კი­სა­საც. ის იმ ძლი­ე­რი ამე­რი­კის სა­ხეა, რო­მე­ლიც მშვე­ლე­ლად და დამ­ცვე­ლად ეგუ­ლე­ბო­და ბევრ ქვე­ყა­ნას მსოფ­ლი­ო­ში.

ამ ფონ­ზე 21 იან­ვრის შეხ­ვედ­რა ცოტა უფრო მშვი­დი იყო. აშ­კა­რაა, რომ და­სავ­ლე­თი ცდი­ლობს, კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბი მო­ძებ­ნოს. არ­სე­ბი­თი შე­დე­გი ამ შეხ­ვედ­რას არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ებ­მაც აღ­ნიშ­ნეს, ამას არც ელოდ­ნენ. ერ­თა­დერ­თი სი­ახ­ლე იყო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ აშშ რუ­სეთს წე­რი­ლო­ბით გა­აც­ნობს თა­ვის პო­ზი­ცი­ებს.

აქ ერთი მო­მენ­ტია სა­ინ­ტე­რე­სო: რო­გორც ამე­რი­კულ, ისე რუ­სულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში შე­თან­ხმდნენ, რომ აშშ-ის წე­რი­ლო­ბით პო­ზი­ცია არ გახ­მა­ურ­დე­ბა, რაც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. ეს არის მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც დაგ­ვა­ფიქ­რებს, რა არის ამ დო­კუ­მენ­ტის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და სიფრ­თხი­ლის­კენ გვი­ბიძ­გებს.

- ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის კონ­გრეს­ში უკვე და­რე­გის­ტრირ­და რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

- ეს 55-გვერ­დი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტია და შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პელ წევ­რებ­საც. მისი მი­ზა­ნია, შე­მუ­შავ­დეს ნა­ბი­ჯე­ბი და სტრა­ტე­გია რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის, მათ შო­რის - არა­კონ­ვენ­ცი­უ­რი, ე.წ. პრო­ქ­სი­ძა­ლე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად რუ­სე­თის იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ არ არი­ან, მაგ­რამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, კრემ­ლი­დან იმარ­თე­ბი­ან. რო­გორც წესი, ეს დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი იქ­მნე­ბა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი აგენ­ტუ­რის და პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბა­ზა­ზე, ან ამა­ში უშუ­ა­ლოდ რუ­სუ­ლი სპეც­რაზ­მი მო­ნა­წი­ლე­ობს, ოღონდ ისე, რომ მათ მოქ­მე­დე­ბა­ში რუ­სუ­ლი კვა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ფა­რუ­ლი.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმ მა­სი­რე­ბულ ჰიბ­რი­დულ ომზე, რო­მელ­საც რუ­სე­თი აწარ­მო­ებს და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და რომ­ლის მძი­მე შე­დე­გებ­საც ახლა ყვე­ლა ერ­თად ვიმ­კით…

თა­ვის დრო­ზე რუ­სე­თი "ცივ ომში“ და­მარ­ცხდა, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც თა­ვი­სი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის გა­ყიდ­ვის წყა­ლო­ბით სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით წელ­ში გა­ი­მარ­თა, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ამ ქვე­ყა­ნამ და­სავ­ლეთ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი შე­ტე­ვა და­ი­წყო. მარ­თა­ლია, ამ მა­სი­რე­ბულ ჰიბ­რი­დულ ომში რუ­სე­თი მთლად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ არის, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე აშ­კა­რად აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას.

უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კრი­ზის­მა აჩ­ვე­ნა, რო­გორ არის გა­ყო­ფი­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­სავ­ლეთ­ში და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა რუ­სულ­მა ფულ­მა, რო­მე­ლიც ამ ჰიბ­რი­დუ­ლი ომის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, ეყი­და და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი ელი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე, რა­ზეც უკვე და­სავ­ლეთ­შიც ლა­პა­რა­კო­ბენ. ამ ორი­ო­დე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სწო­რედ ამა­ზე იყო ლა­პა­რა­კი და როცა წა­მო­იჭ­რა სა­კი­თხი, რა უნდა გა­კეთ­დეს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად, უპირ­ვე­ლეს ნა­ბი­ჯად რუ­სუ­ლი ფუ­ლის შე­კა­ვე­ბა და­სა­ხელ­და, რაც და­მან­გრევ­ლად მოქ­მე­დებს და­სავ­ლეთ­ზე და მას "ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლად“ აქ­ცევს, სა­დაც სულ უფრო რთულ­დე­ბა სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

რუსეთს ყველა მის ნამოქმედარზე ერთიანად უნდა მოეთხოვოს პასუხი და არა პერიოდულად და შერჩევით.რომელ შეჭრაზე ლაპარაკობენ,უკვე შეჭრილია და არამარტო უკრაინაში.

იცით რა?
32

ვისაც უკრაინის აქტიური მხარდაჭერა გსურთ, ჩაიცვით სამხედრო ფორმა და წადით პარტიზანებად. ამერიკამ პარტიზანული ომისკენ მოუწიდა უკრაინას. ხოდა მიეხმარეთ, დაგიჭირათ ვინმემ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რაღაც თქვენი სიჩუმე არ მომწონს და კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო..." - რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად?

"რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რაღაც თქვენი სიჩუმე არ მომწონს და კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო..." - რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად?

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება კვლავ უკიდურესად რთულია. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის მახლობლად დაახლოებით 127 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი, რაც მსოფლიოს აშფოთებს. არ გამორიცხავენ, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო იერიშისთვის ემზადებოდეს. მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს, თუმცა ბოლოდროინდელი პროცესები სხვაგვარ სურათს ქმნის. 21 იანვარს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელებმა ჟენევაში მორიგი შეხვედრა გამართეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე სერიოზულ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა მათივე განცხადებით, მოლაპარაკებები მხარეებს ხელს უწყობს ერთმანეთის პოზიციების გაგებაში. საათნახევრიანი შეხვედრის მიზანი იყო ევროპაში ომის თავიდან აცილება მაშინ, როცა მოსკოვი ნატოსგან ითხოვს გარანტიას, რომ ის საკუთარ რიგებში არ მიიღებს უკრაინასა და საქართველოს. როგორც მოლაპარაკების შემდეგ ორივე დიპლომატმა განაცხადა, შეხვედრა გულღია იყო და გაჩნდა იმედი, რომ უკრაინის კრიზისში არსებობს დიპლომატიის გამოყენების შანსი.

ამის პარალელურად უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო დახმარება გაიგზავნა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან, ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს პარტნიორები ხმელთაშუა ზღვაში 12-დღიან საზღვაო წვრთნას ჩაატარებენ, რომელიც 24 იანვარს დაიწყება და 4 თებერვლამდე გაგრძელდება. ბლინკენ-ლავროვის შეხვედრის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- იმ პროცესებში, რაც დღეს ხდება, რთულია რამე პოზიტიურის დანახვა, მაგრამ, როგორც წესი, მედალს ორი მხარე აქვს. დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ შექმნილი ვითარება, გარკვეულწილად, დასავლეთის ელიტის თვალის ახელის ინსპირატორად იქცა. ეს შეიძლება მთელ დასავლეთს არ ეხება, მაგრამ ნაწილს ნამდვილად მოუწია იმ რეალობის აღიარებამ, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ქმნის. ისინი ამაზე თვალს ვეღარ დახუჭავენ და მოუწევთ, შეიმუშაონ რუსეთის შეკავების სტრატეგია. მე ამ ნაწილს თვალახელილ დასავლეთს ვუწოდებ, რომლის მთავარ სახედ და ლიდერად ჩანს სწორედ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაციონალურობითა და რუსეთის მიმართ სიმკაცრით დაგვამახსოვრა თავი:ის ადეკვატურ სახელს არქმევს 2008 წლიდან დღემდე რუსეთის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს და ძალიან მკაცრია სანქციებზე ლაპარაკისასაც. ის იმ ძლიერი ამერიკის სახეა, რომელიც მშველელად და დამცველად ეგულებოდა ბევრ ქვეყანას მსოფლიოში.

ამ ფონზე 21 იანვრის შეხვედრა ცოტა უფრო მშვიდი იყო. აშკარაა, რომ დასავლეთი ცდილობს, კრიზისიდან გამოსასვლელად დიპლომატიური გზები მოძებნოს. არსებითი შედეგი ამ შეხვედრას არ მოჰყოლია, მაგრამ როგორც მონაწილეებმაც აღნიშნეს, ამას არც ელოდნენ. ერთადერთი სიახლე იყო განცხადებები, რომ აშშ რუსეთს წერილობით გააცნობს თავის პოზიციებს.

აქ ერთი მომენტია საინტერესო: როგორც ამერიკულ, ისე რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის წერილობით პოზიცია არ გახმაურდება, რაც დასავლურ მედიაში ეჭვის საფუძველი გახდა. ეს არის მომენტი, რომელიც დაგვაფიქრებს, რა არის ამ დოკუმენტის გასაიდუმლოების საფუძველი და სიფრთხილისკენ გვიბიძგებს.

- ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესში უკვე დარეგისტრირდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი.

- ეს 55-გვერდიანი დოკუმენტია და შეეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებსაც. მისი მიზანია, შემუშავდეს ნაბიჯები და სტრატეგია რუსეთის აგრესიის, მათ შორის - არაკონვენციური, ე.წ. პროქსიძალების შესაკავებლად. ამაში იგულისხმება ის გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს ოფიციალურად რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არ არიან, მაგრამ, ფაქტობრივად, კრემლიდან იმართებიან. როგორც წესი, ეს დაჯგუფებები იქმნება ამა თუ იმ ქვეყანაში რუსული აგენტურის და პრორუსულად განწყობილი ადამიანების ბაზაზე, ან ამაში უშუალოდ რუსული სპეცრაზმი მონაწილეობს, ოღონდ ისე, რომ მათ მოქმედებაში რუსული კვალი მაქსიმალურად არის დაფარული.

აღარაფერს ვამბობ იმ მასირებულ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და რომლის მძიმე შედეგებსაც ახლა ყველა ერთად ვიმკით…

თავის დროზე რუსეთი "ცივ ომში“ დამარცხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისი ენერგორესურსების გაყიდვის წყალობით სამხედრო თვალსაზრისით წელში გაიმართა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ქვეყანამ დასავლეთზე სერიოზული ჰიბრიდული შეტევა დაიწყო. მართალია, ამ მასირებულ ჰიბრიდულ ომში რუსეთი მთლად გამარჯვებული ვერ არის, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარად აღწევს წარმატებას.

უკრაინასთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, როგორ არის გაყოფილი პოზიციები დასავლეთში და როგორ მოახერხა რუსულმა ფულმა, რომელიც ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია, ეყიდა დასავლეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი და გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე, რაზეც უკვე დასავლეთშიც ლაპარაკობენ. ამ ორიოდე დღის წინ საქართველოში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი და როცა წამოიჭრა საკითხი, რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, უპირველეს ნაბიჯად რუსული ფულის შეკავება დასახელდა, რაც დამანგრევლად მოქმედებს დასავლეთზე და მას "ბაბილონის გოდოლად“ აქცევს, სადაც სულ უფრო რთულდება საერთო პოზიციების შემუშავება. გააგრძელეთ კითხვა