სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპარლამენტარების ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო" - ირაკლი ქადაგიშვილი
"ევროპარლამენტარების ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო" - ირაკლი ქადაგიშვილი

პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ვი­ზი­ტი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 21-22 იან­ვარს უნდა შემ­დგა­რი­ყო, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ იყო.

რო­გორც ქა­და­გიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ასე აბუ­ჩად მოხ­სე­ნი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, რომ მან „დრო ვერ გა­მო­ნა­ხა“ და „ვერ მო­ი­ცა­ლა“, კო­რექ­ტუ­ლი არ არის.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შეხ­ვედ­რის ფორ­მა­ტი სულ სხვა რე­ჟიმ­ში და დო­ნე­ზე უნდა შე­თან­ხმდეს.

„ეს დი­ა­ლო­გი უნდა შედ­გეს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტსა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს შო­რის. ეს არის ამ დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტი და წარ­მო­ე­ბის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა­საც გუ­ლის­ხმობს იმ დო­ნე­ზე, სა­ნამ ამ დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტე­ბის და ჩარ­ჩოს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­თან­ხმდე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ებს შო­რის. ამავდრო­უ­ლად ხდე­ბა დღის წეს­რი­გის და დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბაც. ჩვე­ნი მხრი­დან იყო შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, იქი­თა მხრი­და­ნაც არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა. ეს დი­ა­ლო­გი ემ­სა­ხუ­რე­ბა არა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბას, რა სუ­რა­თიც ახლა ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში გად­მო­თარ­გმნი­ლი მი­ვი­ღეთ, არა­მედ ემ­სა­ხუ­რე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას და პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის დი­ა­ლო­გის და­წყე­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­ჟი­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

როცა ორი დღით ადრე ეუბ­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და რა­ღაც ფორ­მატს ვი­წყებ და ეს ფორ­მა­ტი ამ დროს სულ სხვა რე­ჟიმ­ში და დო­ნე­ზე უნდა შე­თან­ხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კო­რექ­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­მართ. ჩვენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან ყვე­ლა ფორ­მატ­ში ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ამ ფორ­მატ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ოღონდ იმ წე­სის მი­ხედ­ვით, რა წე­სიც არის ამ ფორ­მა­ტის­თვის მი­ღე­ბუ­ლი. ეს ვი­ზი­ტი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ იყო“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 21-22 იან­ვარს და­გეგ­მი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ვი­ზი­ტი გა­უქ­მდა. "რო­გორც ჟან მო­ნეს დი­ა­ლო­გის თა­ნა­ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, ვწუხ­ვართ, რომ 21-22 იან­ვარს და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი თბი­ლის­ში არ გა­ი­მარ­თე­ბა, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ვერ გა­მო­ნა­ხა დრო, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩა­ერ­თოს", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნის, მი­რი­ამ ლექსმა­ნი­სა და მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
0

ძალიან თავს გაუვიდათ ამ ევროპარლამენტარებსა და კონგრესმენებს. პარლამენტის თავჯდომარისგან ნებართვასაც აღარ იღებენ ისე დასეირნობენ. ესეთი რამე გავრილოვსაც არ უკადრებია

პეპო
1

ვებსაიტი ქოცების სამსახურშია, ფრთხილად იყავით ხალხო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ევროპარლამენტარების ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ევროპარლამენტარების ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო" - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან „დრო ვერ გამონახა“ და „ვერ მოიცალა“, კორექტული არ არის.

მისივე განმარტებით, შეხვედრის ფორმატი სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს.

„ეს დიალოგი უნდა შედგეს ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ეს არის ამ დიალოგის ფორმატი და წარმოების ჩარჩო, რომელიც გარკვეულ კონფიდენციალურობასაც გულისხმობს იმ დონეზე, სანამ ამ დიალოგის ფორმატების და ჩარჩოს მიმართულებები შეთანხმდება პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის. ამავდროულად ხდება დღის წესრიგის და დელეგაციების შეთანხმებაც. ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი წერილი და ახსნა-განმარტება, იქითა მხრიდანაც არსებობს ურთიერთგაგება. ეს დიალოგი ემსახურება არა პოლარიზაციის გაღრმავებას, რა სურათიც ახლა ქართულ სინამდვილეში გადმოთარგმნილი მივიღეთ, არამედ ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დაწყებას და თანამშრომლობის რეჟიმის უზრუნველყოფას.

როცა ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის მიღებული. ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. "როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.