სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის სათათბიროში აპირებენ, განიხილონ მიმართვის პროექტი, რომლითაც პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სთხოვენ
რუსეთის სათათბიროში აპირებენ, განიხილონ მიმართვის პროექტი, რომლითაც პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სთხოვენ

ჟე­ნე­ვა­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვს შო­რის შეხ­ვედ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­თათ­ბი­რო­ში გეგ­მა­ვენ, გა­ნი­ხი­ლონ კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ფრაქ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­მარ­თვის პრო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­თათ­ბი­რომ უნდა მი­მარ­თოს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის აღი­ა­რე­ბის მო­თხოვ­ნით. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას tass.ru ავ­რცე­ლებს. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­თათ­ბი­როს სპი­კერ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ პრო­ექ­ტის თა­ო­ბა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის და­წყე­ბა ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან მო­მა­ვალ კვი­რას იგეგ­მე­ბა.

"სწო­რი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ კვი­რას გავ­მარ­თოთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ფრაქ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და გან­ვი­ხი­ლოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა", - გა­ნა­ცხა­და სა­თათ­ბი­როს სპი­კერ­მა. მი­სი­ვე თქმით, ის აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს გა­მო­ი­ძებ­ნოს გზა, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ფრაქ­ცი­ის და მისი ლი­დე­რის, გე­ნა­დი ზუ­გა­ნო­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ეს პრო­ექ­ტი სა­თათ­ბი­რო­ში 19 იან­ვარს შე­ვი­და. ის წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი მი­მარ­თვის ტექსტს, რაც დონ­ბა­სი­სა და ლუ­განსკის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აუ­ცი­ლე­ბელ აღი­ა­რე­ბას შე­ე­ხე­ბა. ტექ­სტის თა­ნახ­მად, რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს იქ­ნე­ბა "სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და მო­რა­ლუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა". წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
1

დაჭერის დროს მკლავი არ ამოგივარდეთ.

aleko
2

არაცივილიზებული ქვეყანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რუსეთის სათათბიროში აპირებენ, განიხილონ მიმართვის პროექტი, რომლითაც პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სთხოვენ

რუსეთის სათათბიროში აპირებენ, განიხილონ მიმართვის პროექტი, რომლითაც პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სთხოვენ

ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სათათბიროში გეგმავენ, განიხილონ კომუნისტური პარტიის ფრაქციის მომზადებული მიმართვის პროექტი, რომლის თანახმადაც სათათბირომ უნდა მიმართოს ქვეყნის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული ერთეულების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების მოთხოვნით. ამის თაობაზე ინფორმაციას tass.ru ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ამ პროექტის თაობაზე კონსულტაციების დაწყება ფრაქციის თავმჯდომარეებთან მომავალ კვირას იგეგმება.

"სწორი იქნება მომავალ კვირას გავმართოთ კონსულტაციები ფრაქციის ხელმძღვანელებთან და განვიხილოთ წარმოდგენილი ინიციატივა", - განაცხადა სათათბიროს სპიკერმა. მისივე თქმით, ის აუცილებლად მიიჩნევს გამოიძებნოს გზა, რითაც შესაძლებელი იქნება დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

შეგახსენებთ, რუსეთის კომუნისტური პარტიის ფრაქციის და მისი ლიდერის, გენადი ზუგანოვის მიერ მომზადებული ეს პროექტი სათათბიროში 19 იანვარს შევიდა. ის წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვის ტექსტს, რაც დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აუცილებელ აღიარებას შეეხება. ტექსტის თანახმად, რუსი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება "საფუძვლიანი და მორალურად გამართლებული აღიარება". წყარო