საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს სამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია..." - ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა
"ჩვენს სამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია..." - ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა

"არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, ძი­რი­თა­დად პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა, კვლავ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია ჩვენს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე" - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უმ­თან ერ­თად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნას წა­რად­გენს.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­თან 3 ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და 5 ექი­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, კონ­სო­ლი­უ­მის გან­ხილ­ვებ­ში 8 ექ­სპერ­ტი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და დას­კვნას 8 ექ­სპერ­ტი აწერს ხელს.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექიმ­თა, სპე­ცი­ა­ლის­ტთა და ექ­სპერ­თა ჯგუფ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­მოწ­მა რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ეს არის მე­სა­მე ვი­ზი­ტი, რაც ამ ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის შემ­დგომ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ან­გა­რიშს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თუ წარ­მარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ამ სამი ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და 23 ნო­ემ­ბე­რის შემ­დეგ, 12 დე­კემ­ბერს და 11 იან­ვარს, არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, ძი­რი­თა­დად პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა, კვლავ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია ჩვენს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­ვე­ცით. თუმ­ცა, ჩვენ ვხე­დავთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის და დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ამი­ტომ თუ არ­სე­ბი­თად არ შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩვენ არ ვა­პი­რებთ კი­დევ და­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ვი­ზი­ტი, რად­გან სამ­მა ვი­ზიტ­მა უკვე დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის მიდ­გო­მე­ბის და პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ეს ან­გრი­ში, შე­ფა­სე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე,“- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამურაი
1

აფსუს კაცი რომ შემოგხედავს იფიქრებს რა კარგი გოგოა და ა, შ. განათლება ნამდვილად არ დაგეწუნება, მაგრამ რათ გინდა . მთელი შენი მოღვაწეობით ჯოჯოხეთიდან ამოსულ სატანას განასახიერებ სააკაშვილთან უნისონში.

გუგუს
0

რატომ სხვა პატიმარს რომ მიაქცია ყურაფთება??თუ იმიტომ რომ განსაკუთრებული პატიმარი ყავს რომელმათ უამრავი ოჯახი გაუბედურა მაგალითი აქ ვარ თუ გეპარებ ეჭვი🙈

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ჩვენს სამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია..." - ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა

"ჩვენს სამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია..." - ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა

"არსებითი ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც სამედიცინო კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას წარადგენს.

მისი თქმით, სააკაშვილთან 3 ვიზიტი განხორციელდა 5 ექიმის მონაწილეობით, კონსოლიუმის განხილვებში 8 ექსპერტი იღებდა მონაწილეობას და დასკვნას 8 ექსპერტი აწერს ხელს.

"სახალხო დამცველის ექიმთა, სპეციალისტთა და ექსპერთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ, შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის შემაჯამებელ ანგარიშს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, რომელიც განხორციელდა 23 ნოემბერის შემდეგ, 12 დეკემბერს და 11 იანვარს, არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გავეცით. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, აღნიშნული სამედიცინო სერვისის და დახმარების მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, რადგან სამმა ვიზიტმა უკვე დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ანგრიში, შეფასებები და რეკომენდაციები არის შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე,“- განაცხადა ლომჯარიამ.