პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
,,დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.  თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, როცა  გიყვარს შენი საქმე. ახალი რეალობა ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ”- ნანა  ბურძენიძე
,,დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.  თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, როცა  გიყვარს შენი საქმე. ახალი რეალობა ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ”- ნანა  ბურძენიძე

"დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, როცა გიყ­ვარს შენი საქ­მე. ახა­ლი რე­ა­ლო­ბა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ”- ნანა ბუ­რძე­ნი­ძე, იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა­ში.

USAID -ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის კონ­კურ­სი გა­სულ წელს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლოს სამ რე­გი­ონ­ში გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტარ­და. კონ­კურ­სის მი­ზა­ნი იყო აღ­მო­ე­ჩი­ნა და წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, გა­მოც­დი­ლი თუ დამ­წყე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და, ამავდრო­უ­ლად, გა­ე­ზარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის, კერ­ძოდ კი­თხვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

"გე­წო­დოს იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი კი­თხვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩემი თა­ვის, ჩემი პრო­ფე­სი­ის წი­ნა­შე, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლებ­მაც ჩემი შრო­მა და­ა­ფა­სეს და გა­და­წყვი­ტეს, ეს წო­დე­ბა მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ. მად­ლო­ბა USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, მად­ლო­ბა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდს მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, მად­ლო­ბა ჟი­უ­რის წევ­რებს, რომ­ლებ­მაც და­ა­ფა­სეს ჩვე­ნი შრო­მა, მად­ლო­ბა ჩემ პა­ტა­რებს, მათ გა­რე­შე ხომ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დი. მარ­თლაც სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­მე­ლიც გა­ვალ­დე­ბუ­ლებს, უფრო მეტი გა­ა­კე­თო, უფრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დო სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, გა­უ­ზი­ა­რო სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა კო­ლე­გებს და მათ­გა­ნაც ის­წავ­ლო“ - გვი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბის წინ ნანა ბუ­რძე­ნი­ძემ, ჭი­ა­თუ­რის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელ­მა.

რო­გორ გაჩ­ნდა ან­ბა­ნე­ლა?

პან­დე­მი­ამ მსოფ­ლიო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. ამ ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ ჩვენ­გან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მო­ი­თხო­ვა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ხანა და­ი­წყო - მას­წავ­ლებ­ლო­ბა სახ­ლი­დან! ეს იყო გა­მოწ­ვე­ვე­ბით, სირ­თუ­ლე­ე­ბით და ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლით აღ­სავ­სე პე­რი­ო­დი. ჩვე­ნი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა ხომ სწო­რედ ასე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დროს იძენს გან­სა­კუთ­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბის, ახა­ლი რე­სურ­სე­ბი­სა თუ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ჩვე­ნი ნა­ფიქ­რი თუ პრაქ­ტი­კუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი თუ სტრა­ტე­გი­ე­ბი კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბის და­საძ­ლე­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის ნა­წი­ლად ვაქ­ცი­ეთ და ყვე­ლა გზა გა­მოვ­ნა­ხეთ იმი­სათ­ვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თა და რე­სურ­სე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გაგ­ვე­ხა­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა ან­ბა­ნე­ლა.

ვინ არის ან­ბა­ნე­ლა?

ან­ბა­ნე­ლა ან­ბა­ნე­თის სა­მე­ფოს მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სია, რო­მელ­მაც გა­ი­გო, რომ ნანა მას­წავ­ლე­ბელს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავ­და. თა­ვად, პან­დე­მი­ის გამო "ჩა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა“, მაგ­რამ მე­სი­ჯებს "გვიგ­ზავ­ნი­და“, რო­მელ­საც პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბად ვაქ­ცევ­დი და პა­ტა­რებს ამ ფორ­მით ვაწ­ვდი­დი და­ვა­ლე­ბებს. მისი გა­მო­ჩე­ნით ჩვე­ნი ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლე­ბი უფრო ზღაპ­რუ­ლი და ფე­რა­დი გახ­და. ან­ბა­ნე­ლა ან­ბა­ნე­თი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს გვთა­ვა­ზობ­და. ის მოს­წავ­ლე კი, რო­მე­ლიც და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებ­და და წა­რად­გენ­და, ან­ბა­ნე­თის სა­მე­ფოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი პრინ­ცი და პრინ­ცე­სა ხდე­ბო­და. რომ იცო­დეთ რო­გორ შე­უყ­ვარ­დათ ჩემ პა­ტა­რებს ან­ბა­ნე­ლა და რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლებ­დნენ მის და­ვა­ლე­ბებს! სწო­რედ ან­ბა­ნე­ლამ ას­წავ­ლა მათ კი­თხვი­სა და წე­რის სტრა­ტე­გი­ე­ბი, ან­ბა­ნე­ლა სთა­ვა­ზობ­და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბას. მისი წყა­ლო­ბით ჩვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ბევ­რად უფრო სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და.

წელს ისევ პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი მყავს...ჯერ ისი­ნი ან­ბა­ნე­ლას არ იც­ნო­ბენ. მაგ­რამ ან­ბა­ნის შე­მობ­რძა­ნე­ბის­თვის სტუმ­რად სწო­რედ ან­ბა­ნე­ლა გვე­ყო­ლე­ბა. რომ წარ­მო­ვიდ­გენ პა­ტა­რე­ბის გა­ო­ცე­ბულ თვა­ლებს, მეც სა­ო­ცა­რი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა. ან­ბა­ნე­ლა ჩემს, უკვე მე­ო­რეკ­ლა­სელ პა­ტა­რებ­საც გა­იც­ნობს პი­რა­დად, ვის­თან ერ­თა­დაც "და­ი­ბა­და“ იგი, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი.

რა სი­ტყვე­ბით უნდა და­ი­წყოს მას­წავ­ლე­ბელ­მა გაკ­ვე­თი­ლი?

ჩვენ­თან, და­წყე­ბით კლა­სებ­ში, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ფე­რა­დია. გაკ­ვე­თი­ლი რომ იწყე­ბა, ხან ბომ­ბო­რა გვსტუმ­რობს, ხა­ნაც ზღაპ­რის სხვა პერ­სო­ნა­ჟი, ჩვე­ნი ჯა­დოს­ნუ­რი ყუ­თი­დან ხან რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი "ამოხ­ტე­ბა“ და ხა­ნაც რო­მე­ლი ფრინ­ვე­ლი "ამოფ­რინ­დე­ბა“ ხოლ­მე. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ჟი­რაფ ჟო­ზე­ზე, რო­მე­ლიც ჩემი პა­ტა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ამი­ტომ ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხმე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი სი­ტყვე­ბით იწყე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი სხვა­დას­ხვა სი­ტყვე­ბით უნდა და­ი­წყოს. იმას კი, თუ რო­გორ და­ი­წყებ გაკ­ვე­თილს და რას ეტყვი პირ­ვე­ლად გაკ­ვე­თი­ლის და­სა­წყის­ში მოს­წავ­ლე­ებს , უდი­დე­სი ძალა აქვს. სწო­რედ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რამ­დე­ნად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მათი მო­ტი­ვა­ცია გაკ­ვე­თილ­ზე.

მაგ­რამ ერთი რამ კი უდა­ოა, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა გაკ­ვე­თი­ლი ღი­მი­ლით უნდა და­ი­წყოს, გულ­წრფე­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ღი­მი­ლით, რო­მე­ლიც სი­ტყვებ­ზე მე­ტად მრავ­ლისმთქმე­ლი და მრავ­ლის­მე­ტყვე­ლია და რო­მელ­საც პა­ტა­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გრძნო­ბენ.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ გამ­ხდა­რი­ყა­ვით მას­წავ­ლე­ბე­ლი? - ვი­ცით, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ფიქ­რობ­დით...

დიახ, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სცე­ნა, მომ­წონს პერ­სო­ნა­ჟის როლ­ში შეს­ვლა, მაგ­რამ... მაგ­რამ ის არის, რომ მამა იყო ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი, ჩვენ კი, 80-იანი წლე­ბის ბავ­შვე­ბი, მორ­ჩი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ძნე­ლად თუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი მშო­ბელს. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. რა­დიო გვქონ­და, რო­მელ­საც მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და დიდ დას­ვე­ნე­ბა­ზე სკო­ლის ამ­ბებს მი­მო­ვი­ხი­ლავ­დით ხოლ­მე. მახ­სოვს, თუ და­წყე­ბით კლას­ში მას­წავ­ლებ­ლის პრობ­ლე­მა იყო, მე შე­მიშ­ვებ­დნენ ხოლ­მე. ვუ­კი­თხავ­დი და ვუ­კი­თხავ­დი პა­ტა­რებს მო­თხრო­ბებ­სა თუ ზღაპ­რებს. ძა­ლი­ან მომ­წონ­და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ალ­ბათ ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ და­წყე­ბი­თებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე...

და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი: და­წყე­ბით კლა­სებ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლი­და - ჩემი მა­რი­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი. იმ­დე­ნად მომ­წონ­და "მა­რი­ნა მას­წავ­ლებ­ლო­ბა“, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვა... პრო­ფე­სი­აც მისი სიყ­ვა­რუ­ლით ავირ­ჩიე და დღეს მეც და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ! მად­ლო­ბა მა­რი­ნა მას­წავ­ლე­ბელს ამის­თვის. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი თავი სხვა სფე­რო­ში. აქ ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბაც ავიხ­დი­ნე. მსა­ხი­ო­ბი ვარ, აბა რა! ჩემ პა­ტა­რებ­თან ერ­თად ვმღე­რი, ვცეკ­ვავ, სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ყო­ველ­თვის მაქვს ჩემი პა­ტა­რა როლი - ხან მე­ზღაპ­რე ვარ, ხან რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟი. კლას­ში თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რიც გვაქვს. მე და ჩემი პა­ტა­რე­ბი ერ­თად ვქმნით თო­ჯი­ნებს და ვა­ცო­ცხლებთ პერ­სო­ნა­ჟებს! მოკ­ლედ, მას­წავ­ლე­ბე­ლი-მსა­ხი­ო­ბი ვარ! ეს მეც ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს და ჩემ პა­ტა­რებ­საც. ჩვენ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას კი ფე­რადს და ზღაპ­რულს ქმნის, ამი­ტომ არც სწავ­ლა გვე­ზა­რე­ბა და ასე, თა­მაშ-თა­მა­შით ვე­უფ­ლე­ბით ცოდ­ნას.

კი­დევ უფრო მეტი რამ მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ, რა­ტომ იყო ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი? თუ გახ­სენ­დე­ბათ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია?

მახ­სოვს, მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა პირ­ვე­ლად ჩვენ კლას­ში შე­მო­ვი­და: ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი, სან­დო­მი­ა­ნი სა­ხით... პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და ამ პრო­ფე­სი­ა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მის­მა ხმის ტემ­ბრმა და სა­უ­ბარ­მა მომ­ხიბ­ლა: ისე თბი­ლი, ტკბი­ლი ხმით გვე­სა­უბ­რე­ბო­და, იმ­დენ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს აფ­რქვევ­და, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, არ მოგ­წო­ნე­ბო­და, არ შეგ­ყვა­რე­ბო­და, მის მი­მართ ნდო­ბა არ გაგ­ჩე­ნო­და. იქ კი, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი და ფე­რა­დია. ჰოდა, და­ი­წყო ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის ფე­რა­დი დღე­ე­ბი ჩვენ მა­რი­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად. ლექ­სე­ბიც სწო­რედ მან შე­მაყ­ვა­რა. და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა სა­ქა­ლა­ქო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი.. მა­რი­ნა მას­წავ­ლე­ბელ­მა მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექ­სი და­მა­მუ­შა­ვე­ბი­ნა - "საბა“. ეს ლექ­სი დღე­საც სა­ოც­რად მიყ­ვარს. როცა პა­ტა­რა ბი­ჭის სი­ტყვებ­თან მივ­დი­ვარ "უი დე­დას­თან წა­მიყ­ვა­ნე, წა­მიყ­ვან ძია?“ სულ ჩემი მას­წავ­ლებ­ლის ხმა ჩა­მეს­მის და მეც მისი ხმის ტემ­ბრით ვამ­ბობ ლექ­სის ამ მო­ნაკ­ვეთს. დღეს ჩემი მა­რი­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემი კო­ლე­გაა. დღე­საც ამ დიდ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცხოვ­რე­ბა ხომ უც­ნა­უ­რია! ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერგვის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მე მისი ექ­სპერ­ტი ვარ. ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა ხოლ­მე, როცა მას­თან ქო­უ­ჩინ­გი მაქვს, მაგ­რამ მა­ბედ­ნი­ე­რებს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა, მისი ხმის გა­გო­ნე­ბა და ის, რომ ამა­ყობს ჩე­მით. მე კი მა­ბედ­ნი­ე­რებს, რომ დღე­საც მისი საყ­ვა­რე­ლი და სა­ა­მა­ყო მოს­წავ­ლე ვარ!

რა უნდა ას­წავ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს კონ­კრე­ტუ­ლი საგ­ნის გარ­და?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ფრა­ზით და­ვი­წყებ: "არის პრო­ფე­სია, მე­ტად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სას­წა­უ­ლის დარი. ამ ჩვე­უ­ლებ­რივ­სა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პრო­ფე­სი­ა­ში მე ვგუ­ლის­ხმობ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას, ვი­ნა­ი­დან ამ მზის­ქვე­შეთ­ში არა არის იმა­ზე დიდი საქ­მე, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბად, მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სია“.

დიახ, სკო­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­სია მხო­ლოდ საგ­ნის სწავ­ლე­ბა კი არ არის, არა­მედ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის პი­როვ­ნე­ბად ფორ­მი­რე­ბა, აღ­ზრდა, მათ­ში სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია! სი­კე­თე უნდა ვას­წავ­ლოთ, ისიც უნდა ვას­წავ­ლოთ, რომ სი­კე­თე გა­დამ­დე­ბია...

რა არის თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი მი­ზა­ნი?

ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც, ერ­თგვა­რად, ჩემო პრო­ფე­სი­უ­ლი კრე­დოა: "თუ ბე­დავ რომ ას­წავ­ლო, თა­ვა­დაც არა­სო­დეს შე­წყვი­ტო სწავ­ლა!“ ამი­ტომ ჩემი უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნია მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა.

დღეს ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს-ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ნერგვის რე­ფორ­მა. რე­ფორ­მის მი­ზა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კონ­სტრუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბა და სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩემი პა­ტა­რა წვლი­ლი შე­მაქვს, რო­გორც და­წყე­ბი­თის მე­თო­დისტს. ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობ პირ­ვე­ლი კლა­სის გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ვი­დე­ოგ­ზამ­კვლე­ვებ­ზე. ვფიქ­რობ, ამ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით მას­წავ­ლებ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით წარ­მარ­თვას.

სულ ახ­ლა­ხან შევ­ქმე­ნი ჯგუ­ფი ფე­ის­ბუქ­ზე "და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლის მეგ­ზუ­რი“. ჯგუ­ფის მი­ზა­ნია, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­წყოთ ხელი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერგვის პრო­ცეს­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, გა­და­ვა­მოწ­მოთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ერ­თმა­ნეთს შევ­თა­ვა­ზოთ სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი თუ იდე­ე­ბი. ჩვენ ვმსჯე­ლობთ პრო­ფე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე, ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას. ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ამ ჯგუფ­მა მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, რის­თვი­საც ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ.

რას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ პე­და­გო­გებს?

რო­დე­საც დამ­წყებ პე­და­გო­გებ­ზე ვფიქ­რობ, პირ­ველ რიგ­ში ჩემი შვი­ლი, მა­რი­კა და­მიდ­გე­ბა თვალ­წინ. მან ჩემი პრო­ფე­სია აირ­ჩია, ისიც და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლია, დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა ის ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­მაც პრო­ფე­სი­ად მას­წავ­ლებ­ლო­ბა აირ­ჩია, ჩვენ­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­მად­ლო­ბელს, პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და მხარ­და­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებს.

მად­ლო­ბა თქვენ, რომ მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩემს შვილს და ყვე­ლა დამ­წყებ მას­წავ­ლე­ბელს, ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი მივ­ცე... უამ­რა­ვი რჩე­ვა მაქვს, მაგ­რამ აქ რამ­დე­ნი­მეს გა­ვაჟ­ღე­რებ:

  • პირ­ველ რიგ­ში, უზო­მოდ გიყ­ვარ­დეთ ბავ­შვე­ბი! თუ ეს სიყ­ვა­რუ­ლი გაქვთ, შე­უძ­ლე­ბელს შეძ­ლებთ. თქვენც იმ ნა­თე­ლი ფე­რე­ბით შე­ხე­დე სამ­ყა­როს, რო­გო­რა­დაც ისი­ნი ხე­და­ვენ და ამ ფე­რებს კი­დევ უფრო ნა­თე­ლი, ახა­ლი ფე­რე­ბი შე­მა­ტეთ.
  • იყა­ვით მა­გა­ლი­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის - სი­კე­თის, ზნე­ო­ბის, მე­გობ­რო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, პა­ტი­ვის­ცე­მის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ღირ­სე­უ­ლი მა­გა­ლი­თი, რად­გან ბავ­შვე­ბი ჩვენს ქმე­დე­ბებს იმე­ო­რე­ბენ და არა და­რი­გე­ბას.
  • პა­ტი­ვი ეცით მათ სურ­ვი­ლებს, ინ­ტე­რე­სებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. საკ­ლა­სო ოთახ­ში მუ­დამ ბავ­შვე­ბის ლაღი ხმა უნდა ის­მო­დეს, ნუ დათ­რგუ­ნავთ მათ - „თუ ბავ­შვში ცელ­ქს ჩაკ­ლავ, ბრძენს ვე­ღარ აღ­ზრდი“.
  • მათი თა­ნა­ტო­ლი უნდა გახ­დეთ, მათი გუ­ლის მე­სა­ი­დუმ­ლე და მე­გო­ბა­რი. და­ეხ­მა­რეთ მათ, გახ­დნენ ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი! მუ­დამ გახ­სოვ­დეთ დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის რჩე­ვა: "თუ აღ­მზრდე­ლი არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას ბავ­შვის მის­წრა­ფე­ბებს და ხელ­მძღვა­ნე­ლობს იმით, რაც მის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამით ის ქმნის უფსკრულს აღ­საზ­რდე­ლი­სა და აღ­მზრდე­ლის მის­წრა­ფე­ბებს შო­რის“.
  • არა­სო­დეს გა­არ­ჩი­ოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან. ხში­რად გა­უ­ღი­მეთ, გულ­წრფე­ლი, ნაღ­დი, ნა­თე­ლი ღი­მი­ლით. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, როცა შეც­დო­მას და­უშ­ვე­ბენ. ას­წავ­ლეთ, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა არც სირ­ცხვი­ლია და არც ტრა­გე­დია, პი­რი­ქით, შეც­დო­მებ­ზე უფრო კარ­გად ვსწავ­ლობთ.
  • უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვოთ არ­ცერ­თი კი­თხვა. გჯე­რო­დეთ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის!
  • გახ­სოვ­დეთ, რომ ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ სწო­რად და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბის პრო­ცეს­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სწავ­ლი­სად­მი და­დე­ბით გან­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამი­ტომ ყო­ველ­თვის და­გეგ­მეთ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და უნა­რებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.
  • იყა­ვით ღია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. თუ დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დათ, მი­მარ­თეთ კო­ლე­გებს. სთხო­ვეთ მათ, გა­გი­ზი­ა­რონ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, თქვენ კი სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი და გეგ­მე­ბი გა­ა­ცა­ნით. და­ეს­წა­რით კო­ლე­გე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს, ჩა­ი­ნიშ­ნეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მა­თაც სთხო­ვეთ, შე­გი­ფა­სონ გაკ­ვე­თი­ლი. მი­ი­ღეთ და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მათი რჩე­ვე­ბი. იყა­ვით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და აზ­რის გა­მოთ­ქმის არ მო­გე­რი­დოთ.
  • იყა­ვით ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.
  • არა­სო­დეს შე­წყვი­ტოთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა! მუ­დამ მზად იყა­ვით ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სათ­ვის.
  • გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი პრო­ფე­სია, სუ­ლით ხორ­ცამ­დე! მას­წავ­ლებ­ლო­ბა ხომ ყვე­ლა­ფე­რია!

ავტორი:

,,დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.  თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, როცა  გიყვარს შენი საქმე. ახალი რეალობა ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ”- ნანა  ბურძენიძე

,,დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.  თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, როცა  გიყვარს შენი საქმე. ახალი რეალობა ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ”- ნანა  ბურძენიძე

,,დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, როცა გიყვარს შენი საქმე. ახალი რეალობა ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ”- ნანა ბურძენიძე, იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი დაწყებით საფეხურზე მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლებაში.

USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებელთა აღიარების კონკურსი გასულ წელს პირველად გაიმართა. კონკურსი საქართველოს სამ რეგიონში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო აღმოეჩინა და წაეხალისებინა მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ დამწყები მასწავლებლები და, ამავდროულად, გაეზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.

,,გეწოდოს იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის მიმართულებით, ეს არის პასუხისმგებლობა ჩემი თავის, ჩემი პროფესიის წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ჩემი შრომა დააფასეს და გადაწყვიტეს, ეს წოდება მოენიჭებინათ. მადლობა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ორგანიზებისთვის, მადლობა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს მხარდაჭერისათვის, აღიარებისათვის, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის, მადლობა ჟიურის წევრებს, რომლებმაც დააფასეს ჩვენი შრომა, მადლობა ჩემ პატარებს, მათ გარეშე ხომ წარმატებას ვერ მივაღწევდი. მართლაც საოცარი შეგრძნებაა, რომელიც გავალდებულებს, უფრო მეტი გააკეთო, უფრო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი გახადო სწავლა-სწავლების პროცესი, გაუზიარო საკუთარი გამოცდილება კოლეგებს და მათგანაც ისწავლო“ - გვითხრა ინტერვიუს დაწყების წინ ნანა ბურძენიძემ, ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა.

როგორ გაჩნდა ანბანელა?

პანდემიამ მსოფლიო წარმოუდგენელი რეალობის წინაშე დააყენა. ამ ახალმა რეალობამ ჩვენგან, მასწავლებლებისგან, განსაკუთრებული ძალისხმევა მოითხოვა. მასწავლებლებისთვის ახალი გამოწვევებისა და დისტანციური სწავლების ხანა დაიწყო - მასწავლებლობა სახლიდან! ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით და ამ სირთულეების დაძლევის დაუოკებელი სურვილით აღსავსე პერიოდი. ჩვენი, მასწავლებლების შემოქმედებითობა ხომ სწორედ ასეთი გამოწვევების დროს იძენს განსაკუთრებულ ღირებულებას.

შექმნილი ვითარება ახალი იდეების, ახალი რესურსებისა თუ აქტივობების შესაქმნელად გამოვიყენეთ, ჩვენი ნაფიქრი თუ პრაქტიკულად განხორციელებული სასწავლო მეთოდები თუ სტრატეგიები კრიზისული ვითარების დასაძლევი გამოცდილების ნაწილად ვაქციეთ და ყველა გზა გამოვნახეთ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალმხრივი აქტივობებითა და რესურსებით დატვირთული გაგვეხადა. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ანბანელა.

ვინ არის ანბანელა?

ანბანელა ანბანეთის სამეფოს მწიგნობართუხუცესია, რომელმაც გაიგო, რომ ნანა მასწავლებელს არაჩვეულებრივი მოსწავლეები ჰყავდა. თავად, პანდემიის გამო ,,ჩამოსვლა ვერ მოახერხა“, მაგრამ მესიჯებს ,,გვიგზავნიდა“, რომელსაც პრეზენტაციებად ვაქცევდი და პატარებს ამ ფორმით ვაწვდიდი დავალებებს. მისი გამოჩენით ჩვენი ონლაინგაკვეთილები უფრო ზღაპრული და ფერადი გახდა. ანბანელა ანბანეთიდან ძალიან საინტერესო კომპლექსურ დავალებებს გვთავაზობდა. ის მოსწავლე კი, რომელიც დავალებას შეასრულებდა და წარადგენდა, ანბანეთის სამეფოს სრულუფლებიანი პრინცი და პრინცესა ხდებოდა. რომ იცოდეთ როგორ შეუყვარდათ ჩემ პატარებს ანბანელა და როგორი მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს! სწორედ ანბანელამ ასწავლა მათ კითხვისა და წერის სტრატეგიები, ანბანელა სთავაზობდა ბევრ საინტერესო და სახალისო აქტივობას. მისი წყალობით ჩვენი გაკვეთილები ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო გახდა.

წელს ისევ პირველკლასელები მყავს...ჯერ ისინი ანბანელას არ იცნობენ. მაგრამ ანბანის შემობრძანებისთვის სტუმრად სწორედ ანბანელა გვეყოლება. რომ წარმოვიდგენ პატარების გაოცებულ თვალებს, მეც საოცარი განცდა მეუფლება. ანბანელა ჩემს, უკვე მეორეკლასელ პატარებსაც გაიცნობს პირადად, ვისთან ერთადაც ,,დაიბადა“ იგი, როგორც პერსონაჟი.

რა სიტყვებით უნდა დაიწყოს მასწავლებელმა გაკვეთილი?

ჩვენთან, დაწყებით კლასებში, ყველა გაკვეთილი ერთმანეთისაგან განსხვავებული და ფერადია. გაკვეთილი რომ იწყება, ხან ბომბორა გვსტუმრობს, ხანაც ზღაპრის სხვა პერსონაჟი, ჩვენი ჯადოსნური ყუთიდან ხან რომელი ცხოველი ,,ამოხტება“ და ხანაც რომელი ფრინველი ,,ამოფრინდება“ ხოლმე. აღარაფერს ვამბობ ჟირაფ ჟოზეზე, რომელიც ჩემი პატარების საუკეთესო მეგობარია. ამიტომ ყველა გაკვეთილი სხვადასხვა პერსონაჟების ხმებით და შესაბამისი სიტყვებით იწყება. მასწავლებელმა ყველა გაკვეთილი სხვადასხვა სიტყვებით უნდა დაიწყოს. იმას კი, თუ როგორ დაიწყებ გაკვეთილს და რას ეტყვი პირველად გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს , უდიდესი ძალა აქვს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება სწავლა-სწავლების პროცესი, რამდენად მაღალი იქნება მოსწავლეთა ჩართულობა და შესაბამისად, მათი მოტივაცია გაკვეთილზე.

მაგრამ ერთი რამ კი უდაოა, ყველა მასწავლებელმა გაკვეთილი ღიმილით უნდა დაიწყოს, გულწრფელი, სიყვარულით სავსე ღიმილით, რომელიც სიტყვებზე მეტად მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველია და რომელსაც პატარები განსაკუთრებულად გრძნობენ.

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი? - ვიცით, რომ თავდაპირველად მსახიობობაზე ფიქრობდით...

დიახ, მსახიობობაზე ვოცნებობდი, ძალიან მიყვარს სცენა, მომწონს პერსონაჟის როლში შესვლა, მაგრამ... მაგრამ ის არის, რომ მამა იყო ძალიან წინააღმდეგი, ჩვენ კი, 80-იანი წლების ბავშვები, მორჩილები ვიყავით, ძნელად თუ შეეწინააღმდეგებოდი მშობელს. სკოლაში ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. რადიო გვქონდა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და დიდ დასვენებაზე სკოლის ამბებს მიმოვიხილავდით ხოლმე. მახსოვს, თუ დაწყებით კლასში მასწავლებლის პრობლემა იყო, მე შემიშვებდნენ ხოლმე. ვუკითხავდი და ვუკითხავდი პატარებს მოთხრობებსა თუ ზღაპრებს. ძალიან მომწონდა მათთან ურთიერთობა. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ დაწყებითებზე ჩავაბარე...

და მთავარი მიზეზი: დაწყებით კლასებში არაჩვეულებრივი მასწავლებელი მასწავლიდა - ჩემი მარინა მასწავლებელი. იმდენად მომწონდა ,,მარინა მასწავლებლობა“, რომ მთელი ცხოვრება გამყვა... პროფესიაც მისი სიყვარულით ავირჩიე და დღეს მეც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ! მადლობა მარინა მასწავლებელს ამისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში. აქ ჩემი ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე. მსახიობი ვარ, აბა რა! ჩემ პატარებთან ერთად ვმღერი, ვცეკვავ, სასკოლო ღონისძიებებზე ყოველთვის მაქვს ჩემი პატარა როლი - ხან მეზღაპრე ვარ, ხან რომელიმე პერსონაჟი. კლასში თოჯინების თეატრიც გვაქვს. მე და ჩემი პატარები ერთად ვქმნით თოჯინებს და ვაცოცხლებთ პერსონაჟებს! მოკლედ, მასწავლებელი-მსახიობი ვარ! ეს მეც ბედნიერებას მანიჭებს და ჩემ პატარებსაც. ჩვენ სასკოლო ცხოვრებას კი ფერადს და ზღაპრულს ქმნის, ამიტომ არც სწავლა გვეზარება და ასე, თამაშ-თამაშით ვეუფლებით ცოდნას.

კიდევ უფრო მეტი რამ მოგვიყევით თქვენი საყვარელი მასწავლებლის შესახებ, რატომ იყო ის განსაკუთრებული? თუ გახსენდებათ მასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია?

მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, როცა პირველად ჩვენ კლასში შემოვიდა: ახალგაზრდა, ლამაზი, სანდომიანი სახით... პირველ ნაბიჯებს დგამდა ამ პროფესიაში. განსაკუთრებით მისმა ხმის ტემბრმა და საუბარმა მომხიბლა: ისე თბილი, ტკბილი ხმით გვესაუბრებოდა, იმდენ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა, რომ წარმოუდგენელი იყო, არ მოგწონებოდა, არ შეგყვარებოდა, მის მიმართ ნდობა არ გაგჩენოდა. იქ კი, სადაც სიყვარულია, ყველაფერი ლამაზი და ფერადია. ჰოდა, დაიწყო ჩვენი ბავშვობის ფერადი დღეები ჩვენ მარინა მასწავლებელთან ერთად. ლექსებიც სწორედ მან შემაყვარა. დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა საქალაქო ღონისძიებაზე მიღებული პირველი ადგილი.. მარინა მასწავლებელმა მუხრან მაჭავარიანის ლექსი დამამუშავებინა - ,,საბა“. ეს ლექსი დღესაც საოცრად მიყვარს. როცა პატარა ბიჭის სიტყვებთან მივდივარ ,,უი დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?“ სულ ჩემი მასწავლებლის ხმა ჩამესმის და მეც მისი ხმის ტემბრით ვამბობ ლექსის ამ მონაკვეთს. დღეს ჩემი მარინა მასწავლებელი ჩემი კოლეგაა. დღესაც ამ დიდ საქმეს ემსახურება. ცხოვრება ხომ უცნაურია! ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის ფარგლებში მე მისი ექსპერტი ვარ. ძალიან მერიდება ხოლმე, როცა მასთან ქოუჩინგი მაქვს, მაგრამ მაბედნიერებს მასთან თანამშრომლობა, ურთიერთობა, მისი ხმის გაგონება და ის, რომ ამაყობს ჩემით. მე კი მაბედნიერებს, რომ დღესაც მისი საყვარელი და საამაყო მოსწავლე ვარ!

რა უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს კონკრეტული საგნის გარდა?

ამ კითხვაზე პასუხს ჩემი უსაყვარლესი ფრაზით დავიწყებ: ,,არის პროფესია, მეტად ჩვეულებრივი, მაგრამ ამავდროულად სასწაულის დარი. ამ ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივ პროფესიაში მე ვგულისხმობ მასწავლებლის პროფესიას, ვინაიდან ამ მზისქვეშეთში არა არის იმაზე დიდი საქმე, ვიდრე ადამიანის პიროვნებად, მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესია“.

დიახ, სკოლისა და მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მხოლოდ საგნის სწავლება კი არ არის, არამედ მომავალი თაობის პიროვნებად ფორმირება, აღზრდა, მათში სწორი ღირებულებების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარება და რაც მთავარია! სიკეთე უნდა ვასწავლოთ, ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ სიკეთე გადამდებია...

რა არის თქვენი სამომავლო პროფესიული მიზანი?

ერთი არაჩვეულებრივი გამოთქმა არსებობს, რომელიც, ერთგვარად, ჩემო პროფესიული კრედოა: ,,თუ ბედავ რომ ასწავლო, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა!“ ამიტომ ჩემი უპირველესი მიზანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება.

დღეს ჩვენს განათლების სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს-ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის რეფორმა. რეფორმის მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება და სასკოლო კულტურის განვითარება. ბედნიერი ვარ, რომ ამ რეფორმის განხორციელებაში ჩემი პატარა წვლილი შემაქვს, როგორც დაწყებითის მეთოდისტს. ამ ეტაპზე ვმუშაობ პირველი კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოზე დაფუძნებულ ვიდეოგზამკვლევებზე. ვფიქრობ, ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებლები შეძლებენ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვას.

სულ ახლახან შევქმენი ჯგუფი ფეისბუქზე ,,დაწყებითი კლასის მასწავლებლის მეგზური“. ჯგუფის მიზანია, მასწავლებლებმა ერთმანეთს შევუწყოთ ხელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მიმდინარე გამოწვევების დაძლევაში, გადავამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები, ერთმანეთს შევთავაზოთ საჭირო რესურსები თუ იდეები. ჩვენ ვმსჯელობთ პროფესიული ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ ჯგუფმა მიზანს მიაღწიოს, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ.

რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს?

როდესაც დამწყებ პედაგოგებზე ვფიქრობ, პირველ რიგში ჩემი შვილი, მარიკა დამიდგება თვალწინ. მან ჩემი პროფესია აირჩია, ისიც დაწყებითი კლასის მასწავლებელია, დამწყები მასწავლებელი. ყველა ის ახალგაზრდა, რომელმაც პროფესიად მასწავლებლობა აირჩია, ჩვენგან განსაკუთრებულ სამადლობელს, პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებს.

მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება, ჩემს შვილს და ყველა დამწყებ მასწავლებელს, ჩემი მოკრძალებული რჩევები მივცე... უამრავი რჩევა მაქვს, მაგრამ აქ რამდენიმეს გავაჟღერებ:

  • პირველ რიგში, უზომოდ გიყვარდეთ ბავშვები! თუ ეს სიყვარული გაქვთ, შეუძლებელს შეძლებთ. თქვენც იმ ნათელი ფერებით შეხედე სამყაროს, როგორადაც ისინი ხედავენ და ამ ფერებს კიდევ უფრო ნათელი, ახალი ფერები შემატეთ.
  • იყავით მაგალითი მოსწავლეებისთვის - სიკეთის, ზნეობის, მეგობრობის, სიყვარულის, პატივისცემის, სამართლიანობის ღირსეული მაგალითი, რადგან ბავშვები ჩვენს ქმედებებს იმეორებენ და არა დარიგებას.
  • პატივი ეცით მათ სურვილებს, ინტერესებს, დამოკიდებულებებს. საკლასო ოთახში მუდამ ბავშვების ლაღი ხმა უნდა ისმოდეს, ნუ დათრგუნავთ მათ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.
  • მათი თანატოლი უნდა გახდეთ, მათი გულის მესაიდუმლე და მეგობარი. დაეხმარეთ მათ, გახდნენ ნამდვილი ადამიანები! მუდამ გახსოვდეთ დიმიტრი უზნაძის რჩევა: ,,თუ აღმზრდელი არ აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი, ამით ის ქმნის უფსკრულს აღსაზრდელისა და აღმზრდელის მისწრაფებებს შორის“.
  • არასოდეს გაარჩიოთ მოსწავლეები ერთმანეთისგან. ხშირად გაუღიმეთ, გულწრფელი, ნაღდი, ნათელი ღიმილით. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შეცდომას დაუშვებენ. ასწავლეთ, რომ შეცდომის დაშვება არც სირცხვილია და არც ტრაგედია, პირიქით, შეცდომებზე უფრო კარგად ვსწავლობთ.
  • უპასუხოდ არ დატოვოთ არცერთი კითხვა. გჯეროდეთ თქვენი მოსწავლეების!
  • გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ სწორად დაგეგმილი აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს. ამიტომ ყოველთვის დაგეგმეთ მოსწავლეთა ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და უნარებზე ორიენტირებული აქტივობები.
  • იყავით ღია თანამშრომლობისთვის. თუ დახმარება დაგჭირდათ, მიმართეთ კოლეგებს. სთხოვეთ მათ, გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება, თქვენ კი საკუთარი იდეები და გეგმები გააცანით. დაესწარით კოლეგების გაკვეთილებს, ჩაინიშნეთ თქვენთვის საინტერესო აქტივობები. მათაც სთხოვეთ, შეგიფასონ გაკვეთილი. მიიღეთ და საჭიროებისამებრ გაითვალისწინეთ მათი რჩევები. იყავით კომუნიკაბელური და აზრის გამოთქმის არ მოგერიდოთ.
  • იყავით ყოველთვის მოწესრიგებული.
  • არასოდეს შეწყვიტოთ თვითგანვითარება! მუდამ მზად იყავით ახალი გამოწვევებისათვის.
  • გიყვარდეთ თქვენი პროფესია, სულით ხორცამდე! მასწავლებლობა ხომ ყველაფერია!

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FUSAIDEDU%2Fvideos%2F139489258283188%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>