80 ცალი კარაქი, 32 ცალი "სნიკერსი", 12 "ქინდერი", 6 "ბაუნტი", რამდენიმე "ტვიქსი" და 10 წყვილი წინდა - ეს საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ნაქურდალია.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის მოპარვის გამო, საქართველოს ორი მოქალაქე 15 იანვარს დააკავეს.
როგორც ფრანგული გამოცემა ledauphine წერს, ეს შესაძლოა, ღიმილის მომგვრელი ქურდობა იყოს, თუმცა რეალურად, საქმე უფრო კომპლექსურია და ძარცვით დაკავებულ დაჯგუფებებს ეხება, რომლებიც დროდადრო სხვადასხვა მაღაზიებს ქურდავენ.
გამოცემის ცნობით, დაკავებულები 1989 და 1990 წელს დაბადებული პირები არიან. ისინი საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა სიაში იყვნენ. სამართალდამცველების გადაწყვეტილებით, მათი დეპორტაცია იგეგმება და საფრანგეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
ამ კატეგორიის ხალხს აქ ხელის განძრევა არ უნდათ და ჰგონიათ საზღვარგარეთ თუ წავლენ იქ ფეხს ფეხზე გადადებენ და ფულიც თავისით მოვა. იმისი არ იყოს გერმანიაში რომ წავიდნენ სასოფლო სამუშაობზე და ეგონათ ადვილი იყო. მაგრამ როცა დაინახეს რომ ვირივით უნდა ეშრომათ, გამოიქცნენ. საქართველოშიცაა სამუშაოები, მაგრამ ასეთებს არ უნდათ ხელის განძრევა.ჰოდა, რომ ჩადიან და ხედავენ რომ მუქთაზე არავინ არაფერს მისცემს იწყებენ ქურდობას
მარკეტი კი არა საწყობი გაუქურდავთ