მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს" - ნიკა გვარამია
"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს" - ნიკა გვარამია

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი არის კვლავ მძი­მე, ყვე­ლა­ფე­რი მი­დის იქით­კენ, რომ შე­უქ­ცე­ვა­დი შე­დე­გი დად­გეს, რომ­ლის ზღვა­რის გა­და­ბი­ჯე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი ვე­რას­დროს აღ­დგე­ბა იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, ვიდ­რე იგი იქ­ნე­ბო­და წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რე ითხოვს პა­რი­ტე­ტულ სა­წყი­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა კო­მი­სი­ამ სა­ა­კაშ­ვი­ლის სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­როს.

"ჩვენ ვი­თხოვთ სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვას და ვი­თხოვთ მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ფორ­მა­ტით. ამ კვლე­ვას ვერ ჩა­ა­ტა­რებს მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. იმ­თა­ვით­ვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პა­რი­ტე­ტულ სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნი­ლი კო­მი­სია. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, არა­მედ კო­მი­სი­უ­რი სა­ხით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რაც სო­მა­ტურ გა­მოკ­ვლე­ვას ნიშ­ნავს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით ნევ­რო­ლო­გი­ურს, ასე­ვე ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­ურს. ჩვენ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი მხრი­დან ექ­სპერ­ტე­ბის და­ნიშ­ვნას, ეს იქ­ნე­ბა ცენ­ტრი "ემ­პა­თია“ და ასე­ვე და­ნიშ­ნოს სა­ხელ­მწი­ფო­მაც ექ­სპერ­ტე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ მი­ვი­ღებთ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მარ­თუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ნევ­რო­ლო­გი­ას - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი არის კვლავ მძი­მე. ზო­გი­ერ­თის შე­ფა­სე­ბით არის ოდ­ნა­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ბი, თუმ­ცა ისი­ნიც ამ­ბო­ბენ, რომ ეს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სია და მეტი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­ლო­დი­ნი იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა, არ აქვთ. სხვა ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ არის, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი მი­დის იქით­კენ, რომ შე­უქ­ცე­ვა­დი შე­დე­გი დად­გეს, რომ­ლის ზღვა­რის გა­და­ბი­ჯე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი ვე­რას­დროს აღ­დგე­ბა იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, ვიდ­რე იგი იქ­ნე­ბო­და წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ოფი­სის­გან მო­ვი­თხოვთ აღ­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ და დას­ძი­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის­გან შე­მა­ჯა­მე­ბელ დას­კვნას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, დაც­ვის მხა­რე თე­ბერ­ვალ­ში ელო­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუარსაბი
0

თავიდანვე ეტყობოდა, რომ აფრენდა. ასაკთან ერთად უმწვავდება.

ნიკუ
1

აბა კარგადმყოფი კაცი, არაჟნის კონტეინერით ჩამოვიდოდა? ყოფილი პრეზიდენტი ასე როგორ გაიბანძებდა თავს? ხოდა დასკვნა გამოტანილია, უჭირს ძალიან და მისახედია. 

ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს" - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს" - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილის დაცვის მხარე ითხოვს პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებულმა კომისიამ სააკაშვილის სრული სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატაროს.

"ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს, ასევე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას, ეს იქნება ცენტრი "ემპათია“ და ასევე დანიშნოს სახელმწიფომაც ექსპერტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მიერ მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას. რაც შეეხება ნევროლოგიას - მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე. ზოგიერთის შეფასებით არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, არ აქვთ. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის, პირიქით, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე ჩვენ საქართველოს პროკურატურისგან, სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსპერტიზაზე გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შემაჯამებელ დასკვნას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარე თებერვალში ელოდება.