მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები... პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა" - კარლ ჰარცელი
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები...  პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა" - კარლ ჰარცელი

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გარ­შე­მო პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად წა­რი­მარ­თა, რაც შე­სა­ბა­მი­სი გან­ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და, ჩვენ ჯერ კი­დევ გვაქვს შე­კი­თხვე­ბი" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან ერ­თად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა­სა და "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რეს.

"ვი­სა­უბ­რეთ პარ­ლა­მენ­ტში ბოლო დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც გა­სულ თვე­ში, ჩემი არ­ყოფ­ნის დროს მოხ­და. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გავცვა­ლეთ მო­საზ­რე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მე გა­მოვ­ხა­ტე ინ­ტე­რე­სი, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­ში წარ­სულ­ში ნას­წავ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თა.

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ჩემი არ­ყოფ­ნის დროს ჩემი სა­ხე­ლით გა­კეთ­და კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, იყო გა­საკ­ვი­რი და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის გა­მოც, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ ას­პექტს წარ­მო­ად­გენს დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში. ჩვენ, ევ­რო­კავ­ში­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ინ­ვეს­ტი­რე­ბას ამ სამ­სა­ხურ­ში, ასე, რომ სა­თა­ნა­დოდ გვეს­მის, რას ნიშ­ნავ­და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი. ჩვენ ჯერ კი­დევ გვაქვს შე­კი­თხვე­ბი და ვფიქ­რობთ, რომ პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად წა­რი­მარ­თა, რაც შე­სა­ბა­მი­სი გან­ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
345
2

თავის არასამთავრობოებს ტუ ურიცხავენ,რომ მათი ინტერესები გაატარონ საქართველო რა შუაშია

ქეთი
7

ვინ არის ეს 800 კაცი, რომელი ხელოვნების მოღვაწენი, იქნებ დაგვიწერონ

ავტორი:

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები... პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა" - კარლ ჰარცელი

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები...  პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა" - კარლ ჰარცელი

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასა და "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ პარლამენტში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც გასულ თვეში, ჩემი არყოფნის დროს მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით და ასევე "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მე გამოვხატე ინტერესი, თუ როგორ წარიმართება პროცესი მომავალში წარსულში ნასწავლი გაკვეთილებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებულად წარიმართა.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესის შესახებ ჩემი არყოფნის დროს ჩემი სახელით გაკეთდა კომენტარი, რომელიც, ჩემი აზრით, იყო გასაკვირი და დაჩქარებული პროცესი არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების გამოც, ვინაიდან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს დემოკრატიის შენება დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენ, ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტირებას ამ სამსახურში, ასე, რომ სათანადოდ გვესმის, რას ნიშნავდა ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.