საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
" მეპურეც ვარ, რა პრობლემაა?" - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან
" მეპურეც ვარ, რა პრობლემაა?" - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი მა­მუ­კა ღლონ­ტი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ზღვის­პი­რეთ­ში, კერ­ძოდ, კაპ­რო­ვან­ში (და­სახ­ლე­ბა შეკ­ვე­თილ­სა და ურეკს შო­რის) ცხოვ­რობს.

ბოლო 8 წე­ლი­წა­დია, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლა, სოფ­ლად და­სახ­ლდა, სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ა­წყო იქა­უ­რი გა­რე­მო, მა­მუ­ლი, რი­თაც თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს. ამის შე­სა­ხებ სხვა დრო­საც დაგ­ვი­წე­რია.

ღლონ­ტებს სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მოს­წონთ და ამ­ბო­ბენ, - ეს ნა­ბი­ჯი უფრო ადრე უნდა გა­დაგ­ვედ­გაო...

ეზო-კარ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით უამ­რა­ვი რა­მის კე­თე­ბა უწევთ. გარ­და იმი­სა, რომ კო­ტე­ჯე­ბი, რაც მათი ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, სულ ბა­ტო­ნი მა­მუ­კას პრო­ექ­ტით (პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია) და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არის აშე­ნე­ბუ­ლი, ბოლო დროს ის პუ­რის ცხო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­საც ჩა­უღ­რმავ­და.

- კი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ბევ­რი რამ შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო... გო­ზი­ნა­ყიც გა­მი­კე­თე­ბია, ტორ­ტიც გა­მო­მი­ცხვია და ახლა პურ­საც მე თვი­თონ ვა­ცხობ. პუ­რის გა­მო­ცხო­ბა არ არის მარ­ტი­ვი საქ­მე...

მოკ­ლედ, მე­პუ­რეც ვარ, - რა პრობ­ლე­მაა?! ისე კი არაა, მო­ვინ­დო­მე, სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­მუ­შა­ვე, ვის­წავ­ლე და გა­მო­ვა­ცხვე. ასე რომ, არა­ერ­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი სა­ფუ­ა­რია, მერე ცო­მის მო­ზე­ლი­სას უნდა იცო­დე, რა კონ­დი­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფუ­ე­ბის პრო­ცე­სი. გა­მო­ცხო­ბი­სას ტემ­პე­რა­ტუ­რა თა­მა­შობს დიდ როლს.

იმა­საც ცოდ­ნა უნდა, რო­დის მო­უ­მა­ტო, ქერ­ქი რომ ჰქონ­დეს, ბო­ლოს ცოტა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა სა­ჭი­რო. პუ­რის ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლით გა­მო­ცხო­ბაც და­ვი­წყე. ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლის პური კი­დევ სხვა რა­მეა.

- რითი გა­მო­ირ­ჩე­ვა?

- ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლის პური არის სა­ო­ცა­რი, ეს არის ქვის წის­ქვილ­ზე დაფ­ქუ­ლი ხორ­ბლის ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლი, რო­მე­ლიც და­ცეხ­ვი­ლი ხორ­ბლის­გან მზად­დე­ბა და ინარ­ჩუ­ნებს მარ­ცვალ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად არ­სე­ბულ სა­სარ­გებ­ლო ელე­მენ­ტებს. შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უჯრე­დისს, რო­მე­ლიც აუმ­ჯო­ბე­სებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის პე­რის­ტალ­ტი­კას, უზ­რუნ­ველ­ყოფს ტოქ­სი­ნე­ბის გა­მო­დევ­ნას ორ­გა­ნიზ­მი­დან და ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის და­რე­გუ­ლი­რე­ბას. არ შე­ი­ცავს გლუ­კო­ზას და შა­ქარს. გე­მო­თი პურს და მჭადს შო­რის დგას, არა­ვი­თა­რი სიმ­ძი­მე ჭა­მის შემ­დეგ.

- ცხო­ბას რა დროს სჭირ­დე­ბა?

- თა­ვი­დან ბო­ლომ­დე 5-6 სა­ა­თი. იმა­საც გა­აჩ­ნია, რო­გორ პური გინ­და - ძა­ლი­ან აფუ­ე­ბულს მეტი დრო სჭირ­დე­ბა, ნაკ­ლე­ბად ფუმ­ფუ­ლას - ნაკ­ლე­ბი. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი უნდა იყოს და­ცუ­ლი და ცომი სით­ბო­ში გვქონ­დეს. პუ­რის ცხო­ბა კო­რო­ნას პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე.

- პურს თქვენს ვი­ზი­ტო­რებ­საც სთა­ვა­ზობთ?

- არა, მხო­ლოდ ჩემს მე­ზობ­ლებს მო­ვუ­კი­თხავ ხოლ­მე, მაგ­რამ თუ ისე­თი სტუ­მა­რი მყავს, რო­მელ­საც ვიც­ნობ, როცა გა­მო­ვა­ცხობ, მა­საც მო­ვუ­კი­თხავ ხოლ­მე.

- 2022 წლის­თვის რა გეგ­მე­ბი და მიზ­ნე­ბი და­სა­ხეთ? თქვენს მა­მულ­ში კი­დევ რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ?

- 2022 წელს ერთი პა­ტა­რა სახ­ლი მინ­და კი­დევ ავა­შე­ნო - ასე, ორ­სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი. პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დე, ჩვენს ეზოს ესა­ზღვრე­ბა... და­ნარ­ჩე­ნი რა სურ­ვი­ლე­ბი მაქვს და - ბედ­ნი­ე­რე­ბა, სი­კე­თე, ჯან­მრთე­ლო­ბა და კარგ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა მინ­და... რა­საც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვებ!

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეხ
1

პურის ცხობა კარგია,

რატომღაც ჩვენს ქვეყანაში გონებრივი შრომით და წესიერების ფარგლებში შეუძლებელია რაიმეს მიღწევა.

ანი
7

ღმერთო ჩემო ესეთი გენიოსი კაცი ქართულ ტელევიზიას არ ახსოვს... პურს კი არ უნდა აცხობდეს მაგარ პროექტებს უნდა აკეთებდეს!!!! ვახ რა ცუდი ქვეყანა გვაქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

" მეპურეც ვარ, რა პრობლემაა?" - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან

" მეპურეც ვარ, რა პრობლემაა?" - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან

როგორც ცნობილია, ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი მეუღლესთან ერთად ზღვისპირეთში, კერძოდ, კაპროვანში (დასახლება შეკვეთილსა და ურეკს შორის) ცხოვრობს.

ბოლო 8 წელიწადია, ცხოვრების სტილი შეიცვალა, სოფლად დასახლდა, საკუთარი ხელით მოაწყო იქაური გარემო, მამული, რითაც თავს ბედნიერად გრძნობს. ამის შესახებ სხვა დროსაც დაგვიწერია.

ღლონტებს სოფლად ცხოვრება ძალიან მოსწონთ და ამბობენ, - ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაგვედგაო...

ეზო-კარში საკუთარი ხელით უამრავი რამის კეთება უწევთ. გარდა იმისა, რომ კოტეჯები, რაც მათი ეზოს ტერიტორიაზეა, სულ ბატონი მამუკას პროექტით (პირველი პროფესიით არქიტექტორია) და უშუალო მონაწილეობით არის აშენებული, ბოლო დროს ის პურის ცხობის ტექნოლოგიასაც ჩაუღრმავდა.

- კი, სამზარეულოში ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო... გოზინაყიც გამიკეთებია, ტორტიც გამომიცხვია და ახლა პურსაც მე თვითონ ვაცხობ. პურის გამოცხობა არ არის მარტივი საქმე...

მოკლედ, მეპურეც ვარ, - რა პრობლემაა?! ისე კი არაა, მოვინდომე, სერიოზულად ვიმუშავე, ვისწავლე და გამოვაცხვე. ასე რომ, არაერთი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული. მთავარი საფუარია, მერე ცომის მოზელისას უნდა იცოდე, რა კონდიციამდე მიიყვანო. მნიშვნელოვანია აფუების პროცესი. გამოცხობისას ტემპერატურა თამაშობს დიდ როლს.

იმასაც ცოდნა უნდა, როდის მოუმატო, ქერქი რომ ჰქონდეს, ბოლოს ცოტა მაღალი ტემპერატურაა საჭირო. პურის ცეხვილი ფქვილით გამოცხობაც დავიწყე. ცეხვილი ფქვილის პური კიდევ სხვა რამეა.

- რითი გამოირჩევა?

- ცეხვილი ფქვილის პური არის საოცარი, ეს არის ქვის წისქვილზე დაფქული ხორბლის ცეხვილი ფქვილი, რომელიც დაცეხვილი ხორბლისგან მზადდება და ინარჩუნებს მარცვალში თავდაპირველად არსებულ სასარგებლო ელემენტებს. შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას, უზრუნველყოფს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან და ქოლესტერინის დონის დარეგულირებას. არ შეიცავს გლუკოზას და შაქარს. გემოთი პურს და მჭადს შორის დგას, არავითარი სიმძიმე ჭამის შემდეგ.

- ცხობას რა დროს სჭირდება?

- თავიდან ბოლომდე 5-6 საათი. იმასაც გააჩნია, როგორ პური გინდა - ძალიან აფუებულს მეტი დრო სჭირდება, ნაკლებად ფუმფულას - ნაკლები. ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული და ცომი სითბოში გვქონდეს. პურის ცხობა კორონას პერიოდში დავიწყე.

- პურს თქვენს ვიზიტორებსაც სთავაზობთ?

- არა, მხოლოდ ჩემს მეზობლებს მოვუკითხავ ხოლმე, მაგრამ თუ ისეთი სტუმარი მყავს, რომელსაც ვიცნობ, როცა გამოვაცხობ, მასაც მოვუკითხავ ხოლმე.

- 2022 წლისთვის რა გეგმები და მიზნები დასახეთ? თქვენს მამულში კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?

- 2022 წელს ერთი პატარა სახლი მინდა კიდევ ავაშენო - ასე, ორსაძინებლიანი. პატარა ნაკვეთი ვიყიდე, ჩვენს ეზოს ესაზღვრება... დანარჩენი რა სურვილები მაქვს და - ბედნიერება, სიკეთე, ჯანმრთელობა და კარგ ქვეყანაში ცხოვრება მინდა... რასაც მთელ საქართველოს ვუსურვებ!