საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი, არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა?" - ელენე ხოშტარია
"ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი, არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა?" - ელენე ხოშტარია

16 იან­ვარს, თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რედ, ყო­ფი­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მის "ქარ­თლის“ მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი დევ­ნი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან გად­მოხ­ტა და გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა და რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და ზუ­რაბ ჭი­ჭოშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი და­ად­გენს.

ამას­თა­ნა­ვე, გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ყო­ფილ სა­ნა­ტო­რი­უმ "ქარ­თლში“ მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბი ახალ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებს 2022 წელს უპი­რო­ბოდ მი­ი­ღე­ბენ.

მომ­ხდარს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დევ­ნი­ლე­ბი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. მათ შო­რის გახ­ლდათ "დრო­ას" ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დევ­ნი­ლებ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა...

ელე­ნე ხოშ­ტა­რია:

"სო­ხუ­მის და­ცე­მას­თან, ჭუ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ცრემ­ლი და შეს­მუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო მქონ­და უკვე ნა­ნა­ხი, როცა 2016 წლი­დან და­ვი­წყე დევ­ნი­ლებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო ქვე­ბით. შე­ვე­დი დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში ვა­კე­ში და ფაქ­ტი­უ­რად ქვე­ბით გა­მო­მე­კი­დენ. ზუგ­დიდ­ში, წყნეთ­ში დავ­დი­ო­დი და მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა არა­ფე­რი ვი­ცით ამ ხალ­ხის ყო­ფა­ზე და არა­ნა­ირ რე­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ ვგრძნობთ ამ ხალ­ხის წი­ნა­შე. და მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ დიახ გა­სა­გე­ბია ეს ნას­რო­ლი ქვე­ბი. ტყუ­ი­ლი, გულ­გრი­ლო­ბა და უი­მე­დო­ბა არის მათი ცხოვ­რე­ბა.

ბევ­რს არ აქვს წარ­მოდ­გე­ნა რა არის ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ავა­დაა, ან ცოლი ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ყავს ან ბავ­შვე­ბი ახა­ლი გა­ჩე­ნი­ლი, ან არც არა­ფე­რი უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობს და სა­პირ­ფა­რე­შო 10-15 ოჯახ­თან უნდა გა­ი­ყოს. როცა კედ­ლებ­ზე ამო­დის სოკო, რო­მე­ლიც შენ შვილს წამ­ლავს და მთელ სა­მე­ზობ­ლოს ერ­თნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს. როცა ბავ­შვე­ბი უმო­ა­ჯი­რო სარ­თუ­ლებ­ზე დარ­ბი­ან და გული გის­კდე­ბა, რო­დის რა მო­უ­ვათ. როცა კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მილი პირ­და­პირ დე­რე­ფან­ში წვე­თავს. როცა 12 კვად­რა­ტულ­ში 5-6 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. როცა კედ­ლი­დან ქარი უბე­რავს. როცა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი უნდა მო­ი­გო­ნო, ძაბრზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი დახ­რი­ლი პარ­კი, რომ ოთახ­ში შე­მო­მა­ვა­ლი წვი­მა ცოტა შორს უნდა წა­ი­ღო.

აი, ამა­ში ცხოვ­რობ და მო­დის არ­ჩევ­ნე­ბი და მო­დი­ან გა­პიწ­კი­ნე­ბუ­ლე­ბი დიდი ამა­ლით, ბლოკ­ნო­ტე­ბით, თავს აქ­ნე­ვენ დედა, დედა, აქ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა. მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის თა­ნა­შემ­წეს მკაც­რად აწე­რი­ნე­ბენ რა უნდა ქნას. გე­ხუ­ტე­ბი­ან, გეტ­მას­ნე­ბი­ან, ფო­ტოს იღე­ბენ და მი­დი­ან. მერე რთავ ტე­ლე­ვი­ზორს და ამ ხალ­ხს უყუ­რებ, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში სულ სხვა რა­მე­ებ­ზე დუჟ­მო­რე­უ­ლე­ბი ჩხუ­ბო­ბენ. ეჯიბ­რე­ბი­ან სი­ტყვა­მოს­წრე­ბულ ლან­ძღვა­ში, ცი­ნი­კუ­რად ის­ვრი­ან სი­ტყვებს მერე შენი გა­და­სა­ხა­დის­გან ნა­ყიდ ჯიპ­ში სხდე­ბი­ან და ქრე­ბი­ან. ასე მი­დის მათი ცხოვ­რე­ბა და ილე­ვა.

ვინ­მე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღე­ბუ­ლიო. კი არის ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი. და ვისი ბრა­ლია? კო­რუფ­ცი­ის ხომ არა? თუ ბი­ნე­ბის სამ­რთლი­ა­ნო გა­და­ნა­წი­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დევ­ნი­ლებ­ზეა და არა სა­ხელ­მწი­ფო­ზე?

მხო­ლოდ ამ და­სახ­ლე­ბე­ბის და ნი­ნოწ­მინ­დას არ­სე­ბო­ბაა საკ­მა­რი­სი, რომ ყვე­ლას მაგ­რა გვცხვე­ნო­დეს. ოღონდ ეს სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა თუ მოქ­მე­დე­ბა­ში არ გა­და­ი­ზარ­და, არ ვიქ­ნე­ბით სო­ლი­და­რუ­ლე­ბი ამ ხალ­ხის, დაგ­ვე­ზა­რე­ბა აქ­ცია, ან აქ­ცი­ის გა­რე­შე მის­ვლა, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი თუნ­დაც, ეგ სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა გაცვდე­ბა და ვე­ღარც ვიგ­რძნობთ…- წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

სოხუმიდან წამოსულები თბილისში რომ ჩამოგვიყვანეს,თილისში ასე ამბობდნენ, რომ შეგვაწუხა ამ აფხაზეთის ლტოლვილებმაო,მოშორდით აქედანო,დავიღალეთ ჩვენც გვიჭირსო.............საკითხავია,ჯერ ლტოლვილი რატომ გვქვიოდა,(ვიყავით) ჩვენს მიწაზე,იმიტომ რომ ხელისუფლებამ აფხაზეთი გააჩუქა და იძულებული ვიყავით წამოვსულიყავით აქ,სად, თუ არა აქ.ომი არავისთვის არ ყოფილა სასიხარულო,მაგრამ ეხლა გადაყოლილი არიან აქ შემოსულ მართლა ლტოლვილებზე.რატომ? ჩვენ რა დავაშავეთ,ან სად წავსულიყავით.......გასაგებია, ჩვენ უბრალო ადამიანები საშველს ვეძებდით,თორე სოხუმში,ჩვენს სამშობლოში რომ ვერ დაგვაბრუნებდნენ კი ვიცოდით.მერე აჭარასი ვარჩიეთ წასვლა და მართლაც საოცარი ხალხი დაგვხვდა.დედაშვილურად მიგვიღო ყველამ.ის მათი შეხვედრა არასოდეს დაგვავიწყდება.თურმე საქართველო მართლა იქედან იწყება.გასაოცარი ხალხია,თბილები,მიუხედავად ასაკისა.ყველამ გულში ჩაგვიკრა.დიდსულოვნება გაგვიძლიეროს უფალმა.

ბენდუქა
0

კარგი იქნება ამ შვიშტოკას ჭკუა მოემატოს იქნებ როგორმე (თუმცა აქამდე თუ არ დაჭკვიანდა უკვე მეეჭვება ეშველოს რამე) და საქართველოს მშვდობიანი ცხოვრება ჰქონოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი, არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა?" - ელენე ხოშტარია

"ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი, არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა?" - ელენე ხოშტარია

16 იანვარს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილი სანატორიუმის "ქართლის“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

ამასთანავე, განცხადების თანახმად, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

მომხდარს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას დევნილებისადმი გულგრილობაში დასდეს ბრალი. მათ შორის გახლდათ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც სოციალურ ქსელში დევნილებთან პირველი შეხვედრა გაიხსენა...

ელენე ხოშტარია:

"სოხუმის დაცემასთან, ჭუბერთან დაკავშირებით ბევრი ცრემლი და შესმული სადღეგრძელო მქონდა უკვე ნანახი, როცა 2016 წლიდან დავიწყე დევნილებთან მჭიდრო ურთიერთობა.

ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ქვებით. შევედი დანგრეულ შენობაში ვაკეში და ფაქტიურად ქვებით გამომეკიდენ. ზუგდიდში, წყნეთში დავდიოდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არაფერი ვიცით ამ ხალხის ყოფაზე და არანაირ რეალურ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობთ ამ ხალხის წინაშე. და მალევე მივხვდი, რომ დიახ გასაგებია ეს ნასროლი ქვები. ტყუილი, გულგრილობა და უიმედობა არის მათი ცხოვრება.

ბევრს არ აქვს წარმოდგენა რა არის ადამიანისთვის, რომელიც ავადაა, ან ცოლი ახალი მოყვანილი ყავს ან ბავშვები ახალი გაჩენილი, ან არც არაფერი უბრალოდ ცხოვრობს და საპირფარეშო 10-15 ოჯახთან უნდა გაიყოს. როცა კედლებზე ამოდის სოკო, რომელიც შენ შვილს წამლავს და მთელ სამეზობლოს ერთნაირი დაავადება აქვს. როცა ბავშვები უმოაჯირო სართულებზე დარბიან და გული გისკდება, როდის რა მოუვათ. როცა კანალიზაციის მილი პირდაპირ დერეფანში წვეთავს. როცა 12 კვადრატულში 5-6 ადამიანი ცხოვრობს. როცა კედლიდან ქარი უბერავს. როცა სპეციალური დანადგარი უნდა მოიგონო, ძაბრზე მიმაგრებული დახრილი პარკი, რომ ოთახში შემომავალი წვიმა ცოტა შორს უნდა წაიღო.

აი, ამაში ცხოვრობ და მოდის არჩევნები და მოდიან გაპიწკინებულები დიდი ამალით, ბლოკნოტებით, თავს აქნევენ დედა, დედა, აქ როგორ შეიძლება ცხოვრება. მეტი დამაჯერებლობისთვის თანაშემწეს მკაცრად აწერინებენ რა უნდა ქნას. გეხუტებიან, გეტმასნებიან, ფოტოს იღებენ და მიდიან. მერე რთავ ტელევიზორს და ამ ხალხს უყურებ, რომ ტელევიზორში სულ სხვა რამეებზე დუჟმორეულები ჩხუბობენ. ეჯიბრებიან სიტყვამოსწრებულ ლანძღვაში, ცინიკურად ისვრიან სიტყვებს მერე შენი გადასახადისგან ნაყიდ ჯიპში სხდებიან და ქრებიან. ასე მიდის მათი ცხოვრება და ილევა.

ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა? თუ ბინების სამრთლიანო გადანაწილების ვალდებულება დევნილებზეა და არა სახელმწიფოზე?

მხოლოდ ამ დასახლებების და ნინოწმინდას არსებობაა საკმარისი, რომ ყველას მაგრა გვცხვენოდეს. ოღონდ ეს სირცხვილის გრძნობა თუ მოქმედებაში არ გადაიზარდა, არ ვიქნებით სოლიდარულები ამ ხალხის, დაგვეზარება აქცია, ან აქციის გარეშე მისვლა, ამ თემაზე ლაპარაკი თუნდაც, ეგ სირცხვილის გრძნობა გაცვდება და ვეღარც ვიგრძნობთ…- წერს ელენე ხოშტარია...