სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო - "ეს ალოგიკური და არაგონივრულია"
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო - "ეს ალოგიკური და არაგონივრულია"

ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩ­მა ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში აპე­ლა­ცი­ის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო დავა წა­ა­გო. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჯო­კო­ვი­ჩის სარ­ჩე­ლი ავ­სტრა­ლი­ის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უარ­ყვეს.

მთა­ვარ­მა მო­სა­მარ­თლემ ჯე­იმს ალ­სოპ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლომ ერ­თხმად არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჯო­კო­ვი­ჩის გა­ნა­ცხა­დი და ძა­ლა­ში და­ტო­ვა იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მისი თქმით, სა­სა­მარ­თლოს ფუნ­ქცია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რის გა­და­ხედ­ვა არ არის.

  • "ჩვენ გან­ვი­ხი­ლავ­დით იმას, ხომ არ იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან სა­მარ­თლებ­რი­ვად და იუ­რი­დი­უ­ლად არა­გო­ნივ­რუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლემ და დას­ძი­ნა, რომ ჩოგ­ბურ­თელს სა­აპ­ლი­კა­ციო ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა მო­უ­წევ­და.

ავ­სტრა­ლი­ის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ალექს ჰო­უკ­მა, პი­რა­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და ჯო­კო­ვიჩს ვიზა გა­უ­უქ­მა. ჯო­კო­ვი­ჩის ად­ვო­კა­ტებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ალო­გი­კუ­რი, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან არა­გო­ნივ­რუ­ლი" უწო­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, სერბ ჩოგ­ბურ­თელს ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, რო­მე­ლიც 5 იან­ვარს ავ­სტრა­ლი­ა­ში ღია ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და, ავ­სტრა­ლი­ის სა­ზღვარ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის არ­ქო­ნის გამო, ვიზა გა­უ­უქ­მეს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავ­სტრა­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­იჩ­ნია და სპორ­ტსმე­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­კა­ვე­ბის სას­ტუმ­რო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქვეყ­ნის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნისტრს უფ­ლე­ბა ჰქონ­და, პი­რა­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და სპორ­ტსმე­ნის­თვის ვიზა ხე­ლახ­ლა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Titu
4

შენიშნეს რომ ივანიშვილის დაწერილს კითხულობდა...

იურისტი
4

ამ დავას ქართველი ადვოკატი უეჭველი მოგებდა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო - "ეს ალოგიკური და არაგონივრულია"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო - "ეს ალოგიკური და არაგონივრულია"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის სარჩელი ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყვეს.

მთავარმა მოსამართლემ ჯეიმს ალსოპმა გამოაცხადა, რომ სასამართლომ ერთხმად არ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის განაცხადი და ძალაში დატოვა იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სასამართლოს ფუნქცია გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის გადახედვა არ არის.

  • "ჩვენ განვიხილავდით იმას, ხომ არ იყო გადაწყვეტილება ირაციონალური ან სამართლებრივად და იურიდიულად არაგონივრული“, - აღნიშნა მოსამართლემ და დასძინა, რომ ჩოგბურთელს სააპლიკაციო ხარჯების დაფარვა მოუწევდა.

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა გადაწყვეტილებას "ალოგიკური, ირაციონალური ან არაგონივრული" უწოდეს.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.