საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სახიფათო გზაა" - რა განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ?
"ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სახიფათო გზაა" - რა განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ?

მო­საზ­რე­ბა, რომ "ჩემ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ და შენ არ შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო, რაც გსურს", არის გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა და­წე­სე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც რუ­სე­თის მე­ზო­ბე­ლი პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბი­დან ვართ, უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო გზაა, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ნატო-რუ­სე­თის საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ალი­ან­სი არ წავა დათ­მო­ბა­ზე ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად პრინ­ცი­პთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვად აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი გზა.

"მზად ვართ სა­კი­თხთა ფარ­თო სპექტრზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, მათ შო­რის და­ბა­ლან­სე­ბულ ია­რა­ღის კონ­ტროლ­ზე, რის­კის შემ­ცი­რე­ბა­ზე, მეტ გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა­ზე და სხვა, მაგ­რამ ჩვენ არ ვართ მზად წა­ვი­დეთ დათ­მო­ბებ­ზე ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვად აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი გზა. სა­ინ­ტე­რე­სოა აღი­ნიშ­ნოს, რომ იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზას არ ად­გა­ნან, შვე­დეთ­სა და ფი­ნეთს, ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით ეს.

ისი­ნი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ თუ ამ პრინ­ცი­პთან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა და კურ­სის არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ზე გავ­რცელ­დე­ბა და არა ყვე­ლა­ზე, მა­შინ ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი. ზოგს აქვს უფ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ ისი­ნი დიდი ქვეყ­ნე­ბი არი­ან ან ის­ტო­რი­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო და ზოგს კი ეს უფ­ლე­ბა არ აქვს. მო­საზ­რე­ბა, რომ ჩემ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ და შენ არ შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო, რაც გსურს, არის გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა და­წე­სე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც რუ­სე­თის მე­ზო­ბე­ლი პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბი­დან ვართ, უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო გზაა“, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მისი თქმით, ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­მა მო­უ­წო­დეს რუ­სეთს, რომ გა­იყ­ვა­ნოს სა­კუ­თა­რი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­დან, უკ­რა­ი­ნი­დან და მოლ­დო­ვა­დან.

„დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­მა მო­უ­წო­დეს რუ­სეთს, რომ გა­იყ­ვა­ნოს ეს ძა­ლე­ბი და პა­ტი­ვი სცეს სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ციპს წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ე­ბი მზად არი­ან რუ­სეთ­თან დი­ა­ლოგ­ში ჩა­ერ­თონ, მაგ­რამ ჩვენ არ წა­ვალთ დათ­მო­ბა­ზე ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ არ წა­ვალთ დათ­მო­ბა­ზე ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ წა­ვალთ დათ­მო­ბა­ზე ქვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი გზა“,- აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

შენ რუსეთის მეზობელი რომელი პატარა ქვეყნიდან ხარ აფერისტო?

მმმ
10

ნატო არა კატო. მატყუარები და გამყიდველები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სახიფათო გზაა" - რა განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ?

"ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სახიფათო გზაა" - რა განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ?

მოსაზრება, რომ "ჩემთან ახლოს მდებარეობ და შენ არ შეგიძლია გააკეთო, რაც გსურს", არის გავლენის სფეროების აზროვნების ხელახლა დაწესება. განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი არ წავა დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

"მზად ვართ საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებისთვის, მათ შორის დაბალანსებულ იარაღის კონტროლზე, რისკის შემცირებაზე, მეტ გამჭირვალობაზე და სხვა, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად წავიდეთ დათმობებზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების გზას არ ადგანან, შვედეთსა და ფინეთს, ასევე ძალიან კარგად ესმით ეს.

ისინი აცნობიერებენ, რომ თუ ამ პრინციპთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდება და კურსის არჩევანის თავისუფლება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაზე გავრცელდება და არა ყველაზე, მაშინ ჩვენ გვეყოლება პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები. ზოგს აქვს უფლება, იმიტომ რომ ისინი დიდი ქვეყნები არიან ან ისტორიული მიზეზების გამო და ზოგს კი ეს უფლება არ აქვს. მოსაზრება, რომ ჩემთან ახლოს მდებარეობ და შენ არ შეგიძლია გააკეთო, რაც გსურს, არის გავლენის სფეროების აზროვნების ხელახლა დაწესება. განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან.

„დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ეს ძალები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა. ნატოს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.