კვიპროსის უნივერსიტეტის მკვლევარი, ლეონიდის კოსტრიკისი ირწმუნება, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინა, რომელიც დელტა და ომიკრონ შტამებს აერთიანებს. მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის ბოლო მონაცემებით, "დელტაკრონის“ უკვე 25 შემთხვევა აღმოაჩინეს.
კოსტრიკისს თუ დავუჯერებთ, "დელტაკრონი" ზემოთ აღნიშნული ორივე ვარიანტის ე.წ. ჰიბრიდია, თუმცა სხვა მეცნიერებს ამაში ეჭვი ეპარებათ.
საზოგადოებას აშინებს ახალი ვარიანტის შესაძლებლობები, აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ან რამდენად გადამდებია, თუმცა სანამ აღნიშნულს გაარკვევენ, მეცნიერებმა კვიპროსელი მკვლევრის აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
მან "ტვიტერზე" პოსტც გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ეს ლაბორატორიის ხარისხზე და მუშაობაზე არაა დამოკიდებული და რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება.
Small update: the Cypriot 'Deltacron' sequences reported by several large media outlets look to be quite clearly contamination - they do not cluster on a phylogenetic tree and have a whole Artic primer sequencing amplicon of Omicron in an otherwise Delta backbone.
— Tom Peacock (@PeacockFlu) January 8, 2022
ამგვარი ეჭვების მოსმენის შემდეგ, კოსტრიკისმა თავისი კვლევები დაიცვა და თქვა, რომ გამოვლენილი შემთხვევები, ევოლუციის შედეგად მუტაციების "შეძენისკენ“ მიდრეკილებისგანაა გამოწვეული და ეს არ ყოფილა ლაბორატორიის ნიმუშების დაბინძურების შედეგი.
კვიპროსელმა მეცნიერმა დაამატა, რომ მან სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული ნიმუშების რამდენიმე პროცედურის გავლის შემდეგ დაასკვნა "დელტაკრონის“ არსებობა.
ჯეფრი ბარეტი, რომელიც Wellcome Sanger Institute-ის კოვიდ-19-ის გენომის მკვლევარია, "დელტაკრონის“ საკითხსაც გაეცნო და ამბობს, რომ ეს ვარიანტი არაა ბიოლოგიურად "დელტასა“ და "ომიკრონის“ გაერთიანების შედეგად მიღებული.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, ეს არ გვაძლევს საშუალებას აღარ ვიღელვოთ. ექიმი და ფრანკფურტის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მაღალი პათოგენური დაავადებების საიზოლაციო განყოფილების ხელმძღვანელია ტიმო ვულფი, ამბობს, რომ მაინც სიფრთხილით უნდა მივუდგეთ ამ ამბავს და დარწმუნებულები რომ ვიყოთ, კიდევ "რამდენიმე კვირა უნდა ვადროვოთ უტყუარი და ზუსტი კვლევის შედეგის გაგებას."
წყარო: DW.com
მოამზადა ანა სიბოშვილმა
გაიკეთეთ PCR- იო რომ ბრძანებთ. არა გვაქვს იმის საშუალება რომ გადავიხადოთ, ისე ჩვეულებრივი ტესტი კი ხედავთ რომ არაზუსტია, მოკლედ ხელმოკლე ხალხის სიცოცხლე მუდამ რისკის ქვეშაა.