მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაც გამოსავალი ნახეს - "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“, სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი" - ადვოკატი
"რაღაც გამოსავალი ნახეს - "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“, სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი" - ადვოკატი

"დღეს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 1 თვის ვა­და­ში ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში" - ამის შე­სა­ხებ ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის ად­ვო­კატ­მა, კახა წე­რე­თელ­მა მო­სა­მარ­თლის მიერ ვერ­დიქ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი სა­სა­მარ­თლომ თაღ­ლი­თო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

წე­რეთ­ლის თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი.

"აქ რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი ნა­ხეს იმ კუ­თხით, რომ "თაღ­ლი­თო­ბა კი არის, მაგ­რამ ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ სას­ჯე­ლის­გან“. სა­მარ­თა­ლი არ უნდა ეძებ­დეს გა­მო­სა­ვალს, სა­მარ­თა­ლი უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

რთუ­ლია მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბი­დან და­სა­ბუ­თე­ბის გა­კე­თე­ბა. ჩვენ ჩაგ­ვბარ­დე­ბა 2 კვი­რა­ში უკვე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­დაც იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა და ვფიქ­რობ, რომ იქ ვერ ვნა­ხავთ ისეთ არ­გუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც გა­ამ­ყა­რებს თაღ­ლი­თო­ბის არ­სე­ბო­ბას. ვი­ნა­ი­დან ის ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ედა­ვე­ბა ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს, მათ შო­რის ავ­თან­დილ წე­რე­თელს, ნამ­დვი­ლად არ დას­ტურ­დე­ბა. ეს არ დას­ტურ­დე­ბა არც გა­მო­ძი­ე­ბის დროს მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და არც იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რაც ყვე­ლამ ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ჯა­როდ მო­ვის­მი­ნეთ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კახა წე­რე­თელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბევ­რი ვა­რი­ან­ტი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი იყო გა­მარ­თლე­ბა.

"ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის ქმე­დე­ბა არ შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს. თაღ­ლი­თო­ბა ტყუ­ი­ლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და მათ არა­ვინ მო­უ­ტყუ­ე­ბი­ათ. ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ას ჰქონ­და თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი. საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ბან­კი არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არის. სა­სა­მარ­თლომ ის თქვა, რომ საქ­მე რე­ა­ლუ­რად შე­ი­ცავს თაღ­ლი­თო­ბის ნიშ­ნებს, თუმ­ცა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო სას­ჯელს ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, რა­საც, რა თქმა უნდა, არ ვე­თან­ხმე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა კახა წე­რე­თელ­მა.

ცნო­ბის­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში სცნო დამ­ნა­შა­ვედ. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დათ 7 წლის ვა­დით, თუმ­ცა, მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ გა­ნე­სა­ზღვრათ გი­რაო და აეკ­რძა­ლათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო გა­უქ­მდა, ასე­ვე გა­უქ­მდა და­დე­ბუ­ლი ყა­და­ღე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnnn
0

ისე თაღლითობას ტროლობა და ბოტობა ჯობია არა ?!

დგ
1

ანუ ოფიციალურად თაღლითები უწოდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რაღაც გამოსავალი ნახეს - "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“, სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი" - ადვოკატი

"რაღაც გამოსავალი ნახეს - "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“, სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი" - ადვოკატი

"დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას 1 თვის ვადაში ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში" - ამის შესახებ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მოსამართლის მიერ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

წერეთლის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი.

"აქ რაღაც გამოსავალი ნახეს იმ კუთხით, რომ "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“. სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი და სამართლიანი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი.

რთულია მოსამართლის განმარტებიდან დასაბუთების გაკეთება. ჩვენ ჩაგვბარდება 2 კვირაში უკვე დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც იქნება მსჯელობა და ვფიქრობ, რომ იქ ვერ ვნახავთ ისეთ არგუმენტებს, რომელიც გაამყარებს თაღლითობის არსებობას. ვინაიდან ის ქმედება, რომელსაც პროკურატურა ედავება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ შორის ავთანდილ წერეთელს, ნამდვილად არ დასტურდება. ეს არ დასტურდება არც გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით და არც იმ მტკიცებულებებით, რაც ყველამ ფაქტობრივად საჯაროდ მოვისმინეთ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

მისივე თქმით, ბევრი ვარიანტი და შესაძლებლობა იყო, მაგრამ ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო გამართლება.

"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. თაღლითობა ტყუილის გარეშე არ არსებობს და მათ არავინ მოუტყუებიათ. ყველა ოპერაციას ჰქონდა თავისი რეალური სახელი. საქმეში დაზარალებული და მოტყუებული ბანკი არ არსებობს, შესაბამისად, კითხვის ნიშნები არ არის. სასამართლომ ის თქვა, რომ საქმე რეალურად შეიცავს თაღლითობის ნიშნებს, თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელს ვერ გამოიყენებენ, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით“, - აღნიშნა კახა წერეთელმა.

ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.