სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას, იზოლაციის წესები დაარღვია
ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას, იზოლაციის წესები დაარღვია

სერბმა ჩოგ­ბურ­თელ­მა ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩ­მა აღი­ა­რა, რომ მას შემ­დეგ, რაც 16 დე­კემ­ბერს კო­ვიდ 19 და­უ­დას­ტურ­და, იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი და­არ­ღვია. "ინ­სტრაგ­რამ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ჩოგ­ბურ­თე­ლი წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლისტს ინ­ტერ­ვი­უს­თვის შეხ­ვდა.

"ვა­ღი­ა­რებ, რომ შეხ­ვედ­რა სხვა დრო­ის­თვის უნდა გა­და­მე­დო“, - წერს სპორ­ტსმე­ნი.

ამას­თან, მისი თქმით, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა სხვა ცნო­ბე­ბი ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი გა­მო­ჩე­ნის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ჯო­კო­ვი­ჩი გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე წერს, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში შე­სას­ვლე­ლად სა­ჭი­რო ბლან­კის შევ­სე­ბი­სას შეც­დო­მა მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­უშ­ვა. კერ­ძოდ, ბლან­კში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩას­ვლამ­დე 14 დღით ადრე არ­სად უმოგ­ზა­უ­რია, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპორ­ტსმე­ნი მა­ნამ­დე სერ­ბეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

“ჩემი აგენ­ტი, რო­მელ­მაც ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩას­ვლამ­დე ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ არას­წო­რი ველი მო­ნიშ­ნა, გულ­წრფე­ლად ბო­დიშს იხ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შეც­დო­მის გამო. ეს იყო ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მა და არა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ დრო­ში გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და ზოგ­ჯერ შეც­დო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს,“- წერს ჯო­კო­ვი­ჩი.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ავ­სტრა­ლი­ის მთავ­რო­ბას დღეს და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, სერბ ჩოგ­ბურ­თელს ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, რო­მე­ლიც მელ­ბურნ­ში ავ­სტრა­ლი­ის ღია ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და, ავ­სტრა­ლი­ის სა­ზღვარ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის არ­ქო­ნის გამო, ვიზა გა­უ­უქ­მეს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავ­სტრა­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­იჩ­ნია და სპორ­ტსმე­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. ჯო­კო­ვი­ჩი ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­კა­ვე­ბის სას­ტუმ­რო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ავ­სტრა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის ვი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია. არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ავ­სტრა­ლი­ის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრმა ჩოგ­ბურ­თელს ვიზა ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ხე­ლახ­ლა გა­უ­უქ­მოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ავ­სტრა­ლი­ის ღია ჩემ­პი­ო­ნა­ტი მელ­ბურნ­ში 17 იან­ვარს იხ­სნე­ბა.

ადოლფა
7

წავა ახლა რუსეთუმე, ანტივაქცინისტი ტროლების ტირილი რომ სერბებს ყველგან ერჩიან (ვითომ საქართველოსთან რომ პარალელი გაავლონ), მაგრამ რუსეთი რომ გვბომბავდა და სრულიად სერბეთი ზეიმობდა მაგის გამო - ეგ არ ადარდებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას, იზოლაციის წესები დაარღვია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას, იზოლაციის წესები დაარღვია

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს კოვიდ 19 დაუდასტურდა, იზოლაციის წესები დაარღვია. "ინსტრაგრამში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩოგბურთელი წერს, რომ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან ორი დღის შემდეგ ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

"ვაღიარებ, რომ შეხვედრა სხვა დროისთვის უნდა გადამედო“, - წერს სპორტსმენი.

ამასთან, მისი თქმით, დეზინფორმაციაა სხვა ცნობები ტესტის დადებითი პასუხის მიღების შემდეგ საზოგადოებაში მისი გამოჩენის ფაქტების შესახებ. ჯოკოვიჩი განცხადებაში ასევე წერს, რომ ავსტრალიაში შესასვლელად საჭირო ბლანკის შევსებისას შეცდომა მისმა წარმომადგენელმა დაუშვა. კერძოდ, ბლანკში აღნიშნულია, რომ ავსტრალიაში ჩასვლამდე 14 დღით ადრე არსად უმოგზაურია, სინამდვილეში კი, გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი მანამდე სერბეთსა და ესპანეთში იმყოფებოდა.

“ჩემი აგენტი, რომელმაც ავსტრალიაში ჩასვლამდე ჩემი მოგზაურობის შესახებ არასწორი ველი მონიშნა, გულწრფელად ბოდიშს იხდის ადმინისტრაციული შეცდომის გამო. ეს იყო ადამიანური შეცდომა და არა მიზანმიმართული. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში გლობალური პანდემიის პირობებში და ზოგჯერ შეცდომები შეიძლება მოხდეს,“- წერს ჯოკოვიჩი.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გასარკვევად მისი წარმომადგენლები ავსტრალიის მთავრობას დღეს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც მელბურნში ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ავსტრალიის ხელისუფლებას მის ვიზასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. არსებობს შესაძლებლობა, რომ ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ჩოგბურთელს ვიზა ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელახლა გაუუქმოს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მელბურნში 17 იანვარს იხსნება.