საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება... ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება" - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე
"ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება...  ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება" - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

"ახლა არა­თუ გა­უქ­მე­ბა, არა­მედ ერთი სამ­სა­ხუ­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა ორით მოხ­დე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბის ნა­წილ­ში ამ სამ­სა­ხურს ფუნ­ქცი­ე­ბიც კი ემა­ტე­ბა" - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის შე­ფა­სე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ყო­ველ­თაო რე­კო­მენ­და­ცია იყო, რომ ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბი.

"თა­ვის დრო­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის გამო ეს არ მო­ხერ­ხდა. ახლა არა­თუ გა­უქ­მე­ბა, არა­მედ ერთი სამ­სა­ხუ­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა ორით მოხ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ნა­წილ­ში ამ სამ­სა­ხურს ფუნ­ქცი­ე­ბიც კი ემა­ტე­ბა. თა­ვის დრო­ზე გუნ­დის უმ­რავ­ლე­სო­ბა იყო იმის მომ­ხრე, რომ სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო ეს არ მო­ხერ­ხდა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მდე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს დღეს წა­რედ­გი­ნე­ბა.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ნაც­ვლად, ორი უწყე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა. სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულ­თა გა­მო­ძი­ე­ბის ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, მას პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის კონ­ტრო­ლის და ყვე­ლა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბელ მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრა­ლურ ბან­კში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კონ­ტრო­ლის ფუნ­ქცია ენი­ჭე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ინიციატორი ვინაა ? თუ არ გაამართლა, ვინ აგებს პასუხს ?!

llcl
1

ერთის ნაცვლად ორი, არ დაგრჩეთ აბა არცერთი უტვინო ნათესავი დაუსაქმებელი

ავტორი:

"ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება... ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება" - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

"ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება...  ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება" - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

"ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება, გამოძიების ნაწილში ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება" - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, პრაქტიკულად საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ინსპექტორის სამსახურში ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა ყოფილიყო გამოძიებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურები.

"თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზნების გამო ეს არ მოხერხდა. ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება. გამოძიების ნაწილში ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება. თავის დროზე გუნდის უმრავლესობა იყო იმის მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მაგრამ პოლიტიკური საკითხების გამო ეს არ მოხერხდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.