საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მრავალშვილიანი გლეხის ოჯახიდან ვარ... დიდი ხანია, ლექსებს ვწერ" - როგორ მოხვდა გახარიას პარტიაში შოთა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს
"მრავალშვილიანი გლეხის ოჯახიდან ვარ... დიდი ხანია, ლექსებს ვწერ" - როგორ მოხვდა გახარიას პარტიაში შოთა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ჩხო­რო­წყუ პირ­ვე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ჰყავს. ორი­ო­დე დღის წინ ეს პოს­ტი პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რმა, შოთა წურ­წუ­მი­ამ ჩა­ი­ბა­რა.

ენ­ჭისყრა­ში 15 დე­პუ­ტა­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და აქე­დან წურ­წუ­მი­ამ 14 ხმა მი­ი­ღო (ერთი ბი­უ­ლე­ტე­ნი ბა­თი­ლი იყო). ფა­რულ კენ­ჭისყრა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ. ჩხო­რო­წყუს ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი საკ­რე­ბუ­ლო 27 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. აქე­დან 7 მან­და­ტი ეკუთ­ვნის პარ­ტი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", 7 - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", 1 - "ლე­ლოს” და 12 - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ფეს­ვე­ბი ჩხო­რო­წყუ­დან მო­დის და მი­ხა­რია, რომ თუ ვინ­მე გახ­და ამ რა­ი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჩვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ეს მე ვარ" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ჩხო­რო­წყუს ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე შოთა წურ­წუ­მია და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კე­თილ­დღე­ოდ ყვე­ლა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს ღია თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს.

- ლე­წურ­წუ­მეს თე­მის მკვიდ­რი ვარ, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, გლე­ხის ოჯა­ხი­დან. ბავ­შვო­ბი­დან პო­ე­ზია მი­ზი­დავ­და. 1989 წლის აპ­რილ­ში და­ვი­ბა­დე, მას მერე აი­რია ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა. პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მძი­მე პე­რი­ო­დი იდგა, რო­მელ­მაც იმ­სხვერ­პლა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, დიდი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და ქარ­თველ­მა ერმა. ეს მერე, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რა თქმა უნდა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ, მივ­ხვდი, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, მეც გა­და­მედ­გა ნა­ბი­ჯე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში.

ჩემ­მა ჩხო­რო­წყუმ მხა­რი და­მი­ჭი­რა, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. გუ­ლით მინ­და, რომ მო­მა­ვალ­ში მათ სა­ნა­ნე­ბე­ლი არ გა­უხ­დეთ, არ თქვან, შევ­ცდით, ამ ახალ­გაზ­რდას რომ და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რიო. თავს მი­ვე­ცი იმის შან­სი, იმ ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად განვვი­თარ­დე, რომ­ლე­ბიც პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით არი­ან გან­მსჭვა­ლუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ფეს­ვე­ბი ჩხო­რო­წყუ­დან მო­დის და ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ თუ ვინ­მე გახ­და ამ რა­ი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჩვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ეს მე ვარ.

- რო­გო­რია თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ბექგ­რა­უნ­დი, რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ და აქამ­დე რა გზით მოხ­ვე­დით?

- 2013 წელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდით. 2014 წელს, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, მა­შინ სიის მე­ხუ­თე ნომ­რად ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ხელ­მძღვა­ნე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩას­მუ­ლი და ასე მოვ­ხვდი ჩხო­რო­წყუს საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რად. 2017 წლი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, კენ­ჭი მე­ყა­რა მა­ჟო­რი­ტა­რად ლე­წურ­წუ­მეს თემ­ში, თუმ­ცა მე უკვე აღარ გა­მაჩ­ნდა "ოც­ნე­ბის“ გუნდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, არ მჯე­რო­და მისი გა­ტა­რე­ბუ­ლი კურ­სის და მო­მა­ვა­ლი ხედ­ვე­ბის.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ვე­ცა­ლე "ოც­ნე­ბას", მერე რამ­დე­ნი­მე თვე ევ­რო­პა­ში ვი­ყა­ვი და 2017 წლი­დან პო­ლი­ტი­კა­ში არ ჩავ­რე­ულ­ვარ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ვა­დევ­ნებ­დი თვალს. ჩემ­თვის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნა­თე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში გი­ორ­გი გა­ხა­რია და მისი ხედ­ვე­ბი და შე­მარ­თე­ბა აღ­მოჩ­ნდა. ამ ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დი და რო­დე­საც პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ჩხო­რო­წყუ­ე­ლე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ და ასე მოვ­ხვდი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნდში.

- ჩხო­რო­წყუს "ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ მერ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ხომ არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ?

- ბა­ტონ და­ვით გო­გუ­ას წლე­ბია ვიც­ნობ, მი­სად­მი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს. ის, რო­გორც მერი, ერთ-ერთი გა­მო­ნა­თე­ბა იყო ჩხო­რო­წყუ­ში, ბევ­რი სი­კე­თე მო­უ­ტა­ნა ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, ამას ვერც ერთი სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გვერდს ვერ აუვ­ლის. მათ თა­ვი­ან­თი ხედ­ვა გა­აჩ­ნი­ათ, ჩვენ - ჩვე­ნი. ჩვე­ნი პარ­ტია რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით იმი­ტომ ვდგა­ვარ, რომ მათი მჯე­რა. მე, რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რად მზად ვარ იმის­თვის, რომ ბა­ტო­ნი და­ვი­თი იქ­ნე­ბა თუ სხვა, ჩხო­რო­წყუს სა­კე­თილ­დღეო საქ­მე­ში ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ და ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­წყოთ ხელი. ჩვენ ულა­მა­ზე­სი კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვართ, რო­გო­რი თბი­ლი, საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც აქამ­დე გა­მაჩ­ნდა, ასეც ვა­პი­რებ გაგ­რძე­ლე­ბას.

შე­იძ­ლე­ბა ხვალ და ზეგ ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წი­ოს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ერ­თმა­ნეთს არ ვა­ფა­სებთ. ჩხო­რო­წყუს სა­კე­თილ­დღე­ოდ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, მაგ­რამ ალი­ანსს და სის­ტე­მურ კო­ა­ლი­ცი­ას არც ერთ პარ­ტი­ას­თან არ შევ­ქმნით. გა­ხა­რი­ას პარ­ტია იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა და მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ამ­კვიდ­როს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. მინ­და ბა­ლან­სი იყოს და­ცუ­ლი საკ­რე­ბუ­ლო­ში და გა­ნურ­ჩევ­ლად პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, ერ­თად ვა­კე­თოთ ჩხო­რო­წყუს და ქვეყ­ნის საქ­მე, მინ­და, ყვე­ლას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დო.

- ორი სა­ერ­თო გაქვთ წა­ლენ­ჯი­ხის მერ­თან - თქვენ­სა­ვით ისიც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია და ისიც წერს...

- წა­ლენ­ჯი­ხის მერ­თან გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი არას­დროს მქო­ნია, არც ვიც­ნობ და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ­დი. არ ვიცი, ბა­ტო­ნი გია გა­ტა­ცე­ბუ­ლია თუ არა პო­ე­ზი­ით. წა­ლენ­ჯი­ხა ჩემი დე­დუ­ლე­თია, დედა კვა­რა­ცხე­ლია მყავს. უსა­ზღვროდ მიყ­ვარს წა­ლენ­ჯი­ხა და ჩხო­რო­წყუ, არა ერთი ლექ­სიც მი­მი­ძღვნია მათ­თვის და ამით მო­მა­ვალ­შიც არ და­ვიღ­ლე­ბი. მათი ნე­ბაც თუ იქ­ნე­ბა, შე­ვეც­დე­ბი, მო­მა­ვალ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვქონ­დეს.

ლექ­სე­ბის წერა დიდი ხა­ნია და­ვი­წყე. 33 წლის ვხდე­ბი და ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი იმას, რამე ისე­თი ღი­რე­ბუ­ლი შე­მექ­მნას, რომ ვინ­მეს მზის ამოს­ვლა-ჩას­ვლად მო­ევ­ლი­ნოს ჩემი პო­ე­ზია. ახლა არა, მაგ­რამ გუ­შინ წინ შე­იძ­ლე­ბა ამერ­ჩია - მე არა და პო­ე­ზია დარ­ჩეს. არ ვიცი, რამ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბი პო­ე­ზი­ას, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი სტრო­ფი მეძ­ვირ­ფა­სე­ბა, ისი­ნი გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლია და ვფიქ­რობ, გულ­წრფე­ლი ვარ. მინ­და, ასე­თი­ვე გულ­წრფე­ლი ვიყო პო­ლი­ტი­კა­ში და ჩვენ­მა პარ­ტი­ამ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში თა­ვი­სი სი­ტყვა თქვას. მინ­და, ბევ­რი სი­კე­თე მო­ვუ­ტა­ნო ჩემს რა­ი­ონს.

გუ­შინ და­ვი­ნიშ­ნე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ და, გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, ჯერ ერთი, ეს 4 წელი ვიქ­ნე­ბი თუ არა ამ პოსტზე, არ ვიცი, მაგ­რამ მისი გას­ვლის მერე რომც მთა­ვა­ზობ­დნენ, დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, ხომ არ ჯო­ბია, ის ვი­ღაც სხვამ, უკე­თეს­მა ჩა­ი­ბა­როს. თუ და­ვიმ­სა­ხუ­რე, მა­შინ ისევ ხალ­ხი ამირ­ჩევს, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა სკამს ებღა­უ­ჭე­ბო­დე. მინ­და გულ­წრფე­ლო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დე სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურ
0

ღმერთო,უფალო,ბუნების გამჩენო მიეცი შოთას ისეთი ძალა რომ კარგად იმუშაოს,კარგად უხელმძღანელოს,კარგად შეიყვაროს ხალხი,კარგად შეიყვაროს ცხოველები,ფრინველები,ბუნება და ასეთი რჩევა მივცეთ ყველა ახალგაზრდას,ძველგაზდას,ყველას,ყველას მსოფლიოში.წარმატებები ყველას ამ ხაზით.

სოსო მატკავა
7

შოთა არის უაღრესად კეთილშობილი, ნიჭიერი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით გამორჩეული და პატრიოტი მამულიშვილი. ვისაც მასთან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ვგონებ ყველა დამეთანხმება, რომ არაფერს არ ვაზვიადებ. ვისურვებდი, რომ ახალგზარდებმა შოთასგან აიღონ მაგალითი. თუკი შოთასთანა წესიერი ახალგაზრდები გვეყოლება ქვეყანა გადარჩება. წინსვლას და გამარჯვებას ვუსურვებ სამეგრელოს გამორჩეულ ახალგაზრდას! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მრავალშვილიანი გლეხის ოჯახიდან ვარ... დიდი ხანია, ლექსებს ვწერ" - როგორ მოხვდა გახარიას პარტიაში შოთა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

"მრავალშვილიანი გლეხის ოჯახიდან ვარ... დიდი ხანია, ლექსებს ვწერ" - როგორ მოხვდა გახარიას პარტიაში შოთა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარე ჰყავს. ორიოდე დღის წინ ეს პოსტი პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, შოთა წურწუმიამ ჩაიბარა.

ენჭისყრაში 15 დეპუტატი მონაწილეობდა და აქედან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო (ერთი ბიულეტენი ბათილი იყო). ფარულ კენჭისყრაში "ქართული ოცნების" წევრებს პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩხოროწყუს ახლადარჩეული საკრებულო 27 წევრისგან შედგება. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის პარტიას "საქართველოსთვის", 7 - "ნაციონალურ მოძრაობას", 1 - "ლელოს” და 12 - "ქართულ ოცნებას".

"მოგეხსენებათ, გიორგი გახარიას ფესვები ჩხოროწყუდან მოდის და მიხარია, რომ თუ ვინმე გახდა ამ რაიონში გამარჯვებული ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ეს მე ვარ" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ჩხოროწყუს ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ ყველა პარტიის წარმომადგენელს ღია თანამშრომლობას სთავაზობს.

- ლეწურწუმეს თემის მკვიდრი ვარ, მრავალშვილიანი, ჩვეულებრივი, გლეხის ოჯახიდან. ბავშვობიდან პოეზია მიზიდავდა. 1989 წლის აპრილში დავიბადე, მას მერე აირია ქართული რეალობა. პოლიტიკურ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, მძიმე პერიოდი იდგა, რომელმაც იმსხვერპლა ზვიად გამსახურდია, დიდი დანაკლისი განიცადა ქართველმა ერმა. ეს მერე, ასაკის მატებასთან ერთად გავაცნობიერე, რა თქმა უნდა. ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მივხვდი, რომ კეთილსინდისიერებით არ გამოირჩეოდნენ და მივედი დასკვნამდე, რომ თანამოაზრეებთან ერთად, მეც გადამედგა ნაბიჯები პოლიტიკაში.

ჩემმა ჩხოროწყუმ მხარი დამიჭირა, ყველას დიდი მადლობა. გულით მინდა, რომ მომავალში მათ სანანებელი არ გაუხდეთ, არ თქვან, შევცდით, ამ ახალგაზრდას რომ დავუჭირეთ მხარიო. თავს მივეცი იმის შანსი, იმ ღირსეულ ადამიანებთან ერთად განვვითარდე, რომლებიც პატრიოტული სულისკვეთებით არიან განმსჭვალული. მოგეხსენებათ, გიორგი გახარიას ფესვები ჩხოროწყუდან მოდის და ღმერთს მადლობა, რომ თუ ვინმე გახდა ამ რაიონში გამარჯვებული ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ეს მე ვარ.

- როგორია თქვენი პოლიტიკური ბექგრაუნდი, რა გამოცდილება გაქვთ და აქამდე რა გზით მოხვედით?

- 2013 წელს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახლდით. 2014 წელს, როდესაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა, მაშინ სიის მეხუთე ნომრად ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო ჩასმული და ასე მოვხვდი ჩხოროწყუს საკრებულოს წევრად. 2017 წლიდან მქონდა შემოთავაზება, კენჭი მეყარა მაჟორიტარად ლეწურწუმეს თემში, თუმცა მე უკვე აღარ გამაჩნდა "ოცნების“ გუნდთან თანამშრომლობის სურვილი, არ მჯეროდა მისი გატარებული კურსის და მომავალი ხედვების.

აქედან გამომდინარე, გავეცალე "ოცნებას", მერე რამდენიმე თვე ევროპაში ვიყავი და 2017 წლიდან პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ, თუმცა ყველაფერს ვადევნებდი თვალს. ჩემთვის ერთადერთი გამონათება პოლიტიკაში გიორგი გახარია და მისი ხედვები და შემართება აღმოჩნდა. ამ ადამიანს ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და როდესაც პარტია "საქართველოსთვის" ჩამოყალიბდა, ჩხოროწყუელები დამიკავშირდნენ და ასე მოვხვდი გიორგი გახარიას გუნდში.

- ჩხოროწყუს "ოცნების" წარმომადგენელ მერთან თანამშრომლობა ხომ არ გაგიჭირდებათ?

- ბატონ დავით გოგუას წლებია ვიცნობ, მისადმი უდიდესი პატივისცემა მაქვს. ის, როგორც მერი, ერთ-ერთი გამონათება იყო ჩხოროწყუში, ბევრი სიკეთე მოუტანა ჩვენს მუნიციპალიტეტს, ამას ვერც ერთი სამართლიანი ადამიანი გვერდს ვერ აუვლის. მათ თავიანთი ხედვა გააჩნიათ, ჩვენ - ჩვენი. ჩვენი პარტია რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდა და ამ ადამიანების გვერდით იმიტომ ვდგავარ, რომ მათი მჯერა. მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, მაქსიმალურად მზად ვარ იმისთვის, რომ ბატონი დავითი იქნება თუ სხვა, ჩხოროწყუს საკეთილდღეო საქმეში ვითანამშრომლოთ და ერთმანეთს შევუწყოთ ხელი. ჩვენ ულამაზესი კუთხის წარმომადგენლები ვართ, როგორი თბილი, საქმიანი და მეგობრული დამოკიდებულებაც აქამდე გამაჩნდა, ასეც ვაპირებ გაგრძელებას.

შეიძლება ხვალ და ზეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება მოგვიწიოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ ვაფასებთ. ჩხოროწყუს საკეთილდღეოდ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ალიანსს და სისტემურ კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ შევქმნით. გახარიას პარტია იმისთვის შეიქმნა, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა და მიმართულება დაამკვიდროს საქართველოს მასშტაბით. მინდა ბალანსი იყოს დაცული საკრებულოში და განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ერთად ვაკეთოთ ჩხოროწყუს და ქვეყნის საქმე, მინდა, ყველას თანამშრომლობისკენ მოვუწოდო.

- ორი საერთო გაქვთ წალენჯიხის მერთან - თქვენსავით ისიც ოპოზიციონერია და ისიც წერს...

- წალენჯიხის მერთან გადაკვეთის წერტილი არასდროს მქონია, არც ვიცნობ და სიამოვნებით გავიცნობდი. არ ვიცი, ბატონი გია გატაცებულია თუ არა პოეზიით. წალენჯიხა ჩემი დედულეთია, დედა კვარაცხელია მყავს. უსაზღვროდ მიყვარს წალენჯიხა და ჩხოროწყუ, არა ერთი ლექსიც მიმიძღვნია მათთვის და ამით მომავალშიც არ დავიღლები. მათი ნებაც თუ იქნება, შევეცდები, მომავალში მუნიციპალიტეტებს ორმხრივი თანამშრომლობა გვქონდეს.

ლექსების წერა დიდი ხანია დავიწყე. 33 წლის ვხდები და ვერ დავიკვეხნი იმას, რამე ისეთი ღირებული შემექმნას, რომ ვინმეს მზის ამოსვლა-ჩასვლად მოევლინოს ჩემი პოეზია. ახლა არა, მაგრამ გუშინ წინ შეიძლება ამერჩია - მე არა და პოეზია დარჩეს. არ ვიცი, რამდენად ღირსეულად ვემსახურები პოეზიას, მაგრამ თითოეული სტროფი მეძვირფასება, ისინი გულიდან წამოსულია და ვფიქრობ, გულწრფელი ვარ. მინდა, ასეთივე გულწრფელი ვიყო პოლიტიკაში და ჩვენმა პარტიამ ქართულ რეალობაში თავისი სიტყვა თქვას. მინდა, ბევრი სიკეთე მოვუტანო ჩემს რაიონს.

გუშინ დავინიშნე საკრებულოს თავმჯდომარედ და, გულახდილად გეტყვით, ჯერ ერთი, ეს 4 წელი ვიქნები თუ არა ამ პოსტზე, არ ვიცი, მაგრამ მისი გასვლის მერე რომც მთავაზობდნენ, დავფიქრდებოდი, ხომ არ ჯობია, ის ვიღაც სხვამ, უკეთესმა ჩაიბაროს. თუ დავიმსახურე, მაშინ ისევ ხალხი ამირჩევს, არაფრით არ შეიძლება სკამს ებღაუჭებოდე. მინდა გულწრფელობით გამოვირჩეოდე სხვა პოლიტიკოსებისგან.