მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, თავბრუ დამეხვა და სკამი-მეთქი, დავიძახე" - ნანა ცინცაძემ კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა
"დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, თავბრუ დამეხვა და სკამი-მეთქი, დავიძახე" - ნანა ცინცაძემ კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა

პო­ე­ტი ნანა ცინ­ცა­ძე ერთ-ერთი იმათ­გა­ნია, ვი­საც სა­კუ­თა­რი კო­ვი­დის­ტო­რია აქვს. მისი ამ­ბა­ვი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ამ­ბებს არ ჰგავს. რო­გორც პო­ე­ტი ამ­ბობს, სა­კუ­თარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და­არ­წმუ­ნა, რომ რაც უფრო და­დე­ბი­თი გან­წყო­ბით მი­უდ­გე­ბი ვირუსს, მით მალე და გა­ურ­თუ­ლებ­ლად და­ა­მარ­ცხებ მას.

იგი ფიქ­რობს, რომ სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუს­თან სიყ­ვა­რუ­ლით სა­უ­ბა­რი და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ ის არა­თუ გარ­თუ­ლე­ბას, არა­მედ პოს­ტკო­ვი­დურ სიმპტომ­საც კი არ შე­უ­წუ­ხე­ბია. და ბო­ლოს, უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­მა ლექ­სიც კი მი­უ­ძღვნა მას.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო:

ნანა ცინ­ცა­ძე, პო­ე­ტი:

"რაც მსოფ­ლი­ო­ში კო­ვი­დი გაჩ­ნდა, მე და­ვი­წყე მზა­დე­ბა, რომ თუ, და­ვუშ­ვათ, შემ­ხვდე­ბო­და ის, მე დავ­ხვედ­რო­დი იმუ­ნი­ტე­ტა­მაღ­ლე­ბუ­ლი. ტე­ლე­ფონ­ში ჩა­ვა­წე­რი­ნე სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა და და­ვი­წყე ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, 8 კი­ლო­მეტრს დავ­დი­ო­დი ფე­ხით. ასე­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სად მაქვს ლი­მო­ნი­ა­ნი წყლის და­ლე­ვა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვსვამ 1,5 ლიტრს მა­ინც და მინ­და, იცო­დეს ყვე­ლამ, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმუ­ნი­ტე­ტის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კვე­ბის რე­ჟიმ­შიც, ვი­ღებ­დი ბევრ ვი­ტა­მინს და ვცდი­ლობ­დი, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ა­ვა­დე­ბა შემ­ხვდე­ბო­და, ორ­გა­ნიზ­მი მომ­ზა­დე­ბუ­ლი და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა.

ჰოდა, მოხ­და ისე, რომ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი იყო, გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, მთე­ლი დატ­ვირ­თვით ჩარ­თუ­ლი იყო კონ­დი­ცი­რე­ბა და შემ­ცივ­და. მა­ნამ­დეც, 2-3 დღეს, თავს ვგრძნობ­დი გა­ცი­ე­ბუ­ლად, მაგ­რამ სხვა სიმპტო­მი არა­ფე­რი მქო­ნია. გა­და­ღე­ბი­დან რომ მი­ვე­დი სახ­ლში, სა­ღა­მოს მქონ­და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სი­სუს­ტე. მე ძა­ლი­ან მში­შა­რა ვარ და ამ სი­სუს­ტემ შე­მა­ში­ნა, მერე მომ­ცა სი­ცხე და და­ვეჭ­ვდი. მე ვცხოვ­რობ მიც­კე­ვიჩ­ზე, ინ­ფექ­ცი­ურ­თან ახ­ლოს და მი­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, მა­ინც გა­ვი­კონ­ტრო­ლებ­დი თავს, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ არ მექ­ნე­ბო­და კო­ვი­დი. და­ი­წყო თუ არა ტეს­ტმა ფე­რის შეც­ვლა და ამოხ­ტა კო­ვი­დი, აი, იქვე დავ­რჩი. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო, იცით, რა იყო? - პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია, თავ­ბრუ და­მეხ­ვა და სკა­მი მეთ­ქი - ვთქვი. და ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, დავ­რჩი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც 12 დღე გა­ვა­ტა­რე.

ვცხოვ­რობ­დი მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით. მარ­ტო რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ დავ­წე­ქი პა­ტა­რა პა­ლა­ტა­ში, ოთახ­ში მყავ­და ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი, ორი­ვე ცი­უ­რი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ფილ­ტვის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მე არ მქო­ნია არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა. ერთ-ერ­თმა ცი­უ­რიმ, ელ­ბა­ქი­ძემ, და­მარ­ქვა სი­ცო­ცხლის წყა­რო. რა­ტომ, იცით? მე მათ ვუ­წყობ­დი პერ­ფორ­მან­სებს, ვუ­კი­თხავ­დი ლექ­სებს, ვას­მე­ნი­ნებ­დი სიმ­ღე­რებს და ისე მხი­ა­რუ­ლად ვა­ცხოვ­რე, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

- თქვე­ნი მო­ნა­ყო­ლი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გან­წყო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს...

- აი, მა­გას თქმა მინ­დო­და ზუს­ტად, რა­ნა­ი­რა­დაც შეხ­ვდე­ბი, მე, მა­გა­ლი­თად, ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი: „აბა, კო­ვი­დო, რო­გორ ხარ? ჩემო ბიჭო - ჩემო გოგო, რო­გორ ხარ“? ხან „გო­გო­თი“ მივ­მარ­თავ­დი, ხან „ბი­ჭო­თი“, რად­გან მას ჩემ­თვის არ უთ­ქვამს, რა სქე­სის და ორი­ენ­ტა­ცი­ის იყო და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ფე­რე­ბო­დი. ვე­უბ­ნე­ბო­დი - „კარ­გი ბიჭი ხარ, ჩვენ ვართ გა­და­სა­რე­ვად, გვაქვს სა­ო­ცა­რი ალი­ან­სი“.

პა­ლა­ტა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ 14 ნა­ბი­ჯი იყო ჩემი სა­წო­ლი­დან ბო­ლომ­დე, ყო­ველ დღე 6 კი­ლო­მეტრს დავ­დი­ო­დი. ასე რომ, იქაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი.

იქი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ორ­შა­ბა­თი დღე იყო, 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე წა­მო­ვე­დი და 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე მან­ქა­ნამ მო­მა­კი­თხა და ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში წა­ვე­დი. მე­ო­რე დღეს რომ არ მო­მე­წო­ნა სახ­ლში გა­რე­მო, და­ვი­წყე გე­ნე­რა­ლუ­რი მო­წყო­ბის ამ­ბა­ვი.

- პოს­ტკო­ვი­დუ­რი სიმპტო­მე­ბი თუ და­გი­ტო­ვათ ინ­ფექ­ცი­ამ?

- არა­ფე­რი მქო­ნია, არც მი­ფიქ­რია მა­გა­ზე, აი, რომ ამ­ბო­ბენ, კო­ვიდ­მა დაგ­ვი­ტო­ვა გარ­თუ­ლე­ბე­ბიო. რო­დე­საც ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ვირუს­მა უნდა დაგ­ვი­ტო­ვოს გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ანუ შენ უკვე გე­ში­ა­ნია, ხომ არ და­გი­ტო­ვებს რა­მეს. ხალხნო, არა­ვის არა­ფერს და­გი­ტო­ვებთ, თუ თქვენ იტყვით, რომ „კარ­გად ვარ, არა­ფე­რი არ მაქვს“... მერე რა, თუ შეგ­ხვდათ კო­ვი­დი, მა­გის მეტი არა­ფე­რი შეგ­ხვედ­რი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში?

- რო­გორც ვიცი, თქვენ ლექ­სიც კი მი­უ­ძღვე­ნით კო­ვიდს...

- რო­გორ იყო, იცით? რო­დე­საც გა­მო­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბი­დან, გა­რეთ დამ­ხვდა ზა­ფხუ­ლი, სი­ცო­ცხლე, პა­ლა­ტა­ში კი თით­ქოს ზამ­თა­რია, მა­შინ ვთქვი ეს სტრი­ქო­ნე­ბი:

"ღმერ­თო, სიყ­ვა­რუ­ლით გა­მი­ღი­მე და აღარ დამ­ტო­ვო ეუ­ლად, ფეხ­ქვეშ ნა­ზამ­თრა­ლი მიწა იყო, ახლა გა­ზა­ფხუ­ლად ქცე­უ­ლა“... ამ გა­ზა­ფხუ­ლით მინ­და იცხოვ­როს სწო­რედ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა. იცით, რა და­მა­ნახ­ვა კო­ვიდ­მა? ის, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი მტრო­ბა არაფ­რის გამო. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, შევ­ხვდეთ ყვე­ლა­ფერს და­დე­ბი­თად, დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ ექიმს, რად­გან კო­ვი­დი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა. ამი­ტომ, ნუ იფიქ­რებ - „მე დღეს კარ­გად ვარ, ამი­ტომ ხვა­ლაც კარ­გად ვიქ­ნე­ბი“, ნუ და­ე­ლო­დე­ბი გარ­თუ­ლე­ბას და იყა­ვი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

- რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში პან­დე­მი­ამ?

- მარ­ტო ჩემი კი არა, ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ, მაგ­რამ გა­მარ­თლდა ჩემ­ში სი­ტყვე­ბი: „თუ თავი შენი შენ გახ­ლავს, ღა­რი­ბად არ იხ­სე­ნე­ბი". მე არ მო­მი­წყე­ნია ნანა ცინ­ცა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, მე და ნანა ისე­დაც ვი­ყა­ვით ალი­ან­სში, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცა ჩემი მე­გობ­რო­ბა ნა­ნას­თან, ჩვენ- ორნი არას­დროს ვი­წყენთ, რად­გან უამ­რა­ვი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ვა­კე­თებთ და ვქმნით კი­დეც.

მე პან­დე­მი­ამ და­მა­ნახ­ვა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - მე­ტად უნდა გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი. ასე­ვე და­მა­ნახ­ვა უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა, რაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სია. მე ყო­ველ დი­ლას, მრა­ვა­ლი წე­ლია, ვი­წყებ ლოც­ვით, და თუ რას ნიშ­ნავ­და სი­ტყვე­ბი: „მა­ჭირ­ვებ­ლე­ბი იყ­ვნენ კარ­გად“, კო­ვი­დამ­დე თურ­მე კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი არ მქო­ნია. რაც კო­ვი­დის გამო ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და დ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, როცა ვკი­თხუ­ლობ ლოც­ვებს და მივ­დი­ვარ იმ ად­გი­ლამ­დე, სა­დაც ვამ­ბობ: „მა­ჭირ­ვებ­ლე­ბი იყ­ვნენ კარ­გად“, - ამას ვამ­ბობ მთე­ლი ჩემი არ­სე­ბით.

მინ­და, ყვე­ლას გი­სურ­ვოთ ჯან­მრთე­ლო­ბა და მალე უკო­ვი­დო ქვე­ყა­ნა­ში გვე­ცხოვ­როს.

R

ავტორი:

"დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, თავბრუ დამეხვა და სკამი-მეთქი, დავიძახე" - ნანა ცინცაძემ კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა

"დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, თავბრუ დამეხვა და სკამი-მეთქი, დავიძახე" - ნანა ცინცაძემ კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა

პოეტი ნანა ცინცაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც საკუთარი კოვიდისტორია აქვს. მისი ამბავი მძიმე პაციენტების ამბებს არ ჰგავს. როგორც პოეტი ამბობს, საკუთარმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ რაც უფრო დადებითი განწყობით მიუდგები ვირუსს, მით მალე და გაურთულებლად დაამარცხებ მას.

იგი ფიქრობს, რომ სწორედ კორონავირუსთან სიყვარულით საუბარი და მეგობრული დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ ის არათუ გართულებას, არამედ პოსტკოვიდურ სიმპტომსაც კი არ შეუწუხებია. და ბოლოს, უკვე გამოჯანმრთელებულმა ლექსიც კი მიუძღვნა მას.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ნანა ცინცაძე, პოეტი:

"რაც მსოფლიოში კოვიდი გაჩნდა, მე დავიწყე მზადება, რომ თუ, დავუშვათ, შემხვდებოდა ის, მე დავხვედროდი იმუნიტეტამაღლებული. ტელეფონში ჩავაწერინე სპეციალური პროგრამა და დავიწყე ფეხით სიარული, 8 კილომეტრს დავდიოდი ფეხით. ასევე ცხოვრების წესად მაქვს ლიმონიანი წყლის დალევა, მთელი ცხოვრება ვსვამ 1,5 ლიტრს მაინც და მინდა, იცოდეს ყველამ, რომ ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის. მნიშვნელოვანი იყო კვების რეჟიმშიც, ვიღებდი ბევრ ვიტამინს და ვცდილობდი, იმ შემთხვევაში, თუ დაავადება შემხვდებოდა, ორგანიზმი მომზადებული დამეხვედრებინა.

ჰოდა, მოხდა ისე, რომ ზაფხულის პერიოდი იყო, გადაღებაზე ვიყავი, ძალიან ცხელოდა, მთელი დატვირთვით ჩართული იყო კონდიცირება და შემცივდა. მანამდეც, 2-3 დღეს, თავს ვგრძნობდი გაციებულად, მაგრამ სხვა სიმპტომი არაფერი მქონია. გადაღებიდან რომ მივედი სახლში, საღამოს მქონდა არაადეკვატური სისუსტე. მე ძალიან მშიშარა ვარ და ამ სისუსტემ შემაშინა, მერე მომცა სიცხე და დავეჭვდი. მე ვცხოვრობ მიცკევიჩზე, ინფექციურთან ახლოს და მივედი, ვიფიქრე, მაინც გავიკონტროლებდი თავს, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მექნებოდა კოვიდი. დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, აი, იქვე დავრჩი. ყველაზე სასაცილო, იცით, რა იყო? - პირველი რეაქცია, თავბრუ დამეხვა და სკამი მეთქი - ვთქვი. და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დავრჩი საავადმყოფოში, სადაც 12 დღე გავატარე.

ვცხოვრობდი მხიარული ცხოვრებით. მარტო რომ არ ვყოფილიყავი, სპეციალურად არ დავწექი პატარა პალატაში, ოთახში მყავდა ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ორივე ციური, რომლებსაც ჰქონდათ ფილტვის სერიოზული დაზიანება, მინდა აღვნიშნო, რომ მე არ მქონია არანაირი დაზიანება. ერთ-ერთმა ციურიმ, ელბაქიძემ, დამარქვა სიცოცხლის წყარო. რატომ, იცით? მე მათ ვუწყობდი პერფორმანსებს, ვუკითხავდი ლექსებს, ვასმენინებდი სიმღერებს და ისე მხიარულად ვაცხოვრე, რომ წარმოუდგენელი იყო, რომელიმე მათგანი რეანიმაციაში აღმოჩენილიყო.

- თქვენი მონაყოლიდან ნათლად ჩანს, რომ კოვიდით ინფიცირებული ადამიანისთვის განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

- აი, მაგას თქმა მინდოდა ზუსტად, რანაირადაც შეხვდები, მე, მაგალითად, ველაპარაკებოდი: „აბა, კოვიდო, როგორ ხარ? ჩემო ბიჭო - ჩემო გოგო, როგორ ხარ“? ხან „გოგოთი“ მივმართავდი, ხან „ბიჭოთი“, რადგან მას ჩემთვის არ უთქვამს, რა სქესის და ორიენტაციის იყო და ყველანაირად ვეფერებოდი. ვეუბნებოდი - „კარგი ბიჭი ხარ, ჩვენ ვართ გადასარევად, გვაქვს საოცარი ალიანსი“.

პალატაში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 14 ნაბიჯი იყო ჩემი საწოლიდან ბოლომდე, ყოველ დღე 6 კილომეტრს დავდიოდი. ასე რომ, იქაც შევინარჩუნე მხიარული ცხოვრების წესი.

იქიდან რომ გამოვედი, ორშაბათი დღე იყო, 5-ის ნახევარზე წამოვედი და 8-ის ნახევარზე უკვე მანქანამ მომაკითხა და ტელევიზიის პირდაპირ ეთერში წავედი. მეორე დღეს რომ არ მომეწონა სახლში გარემო, დავიწყე გენერალური მოწყობის ამბავი.

- პოსტკოვიდური სიმპტომები თუ დაგიტოვათ ინფექციამ?

- არაფერი მქონია, არც მიფიქრია მაგაზე, აი, რომ ამბობენ, კოვიდმა დაგვიტოვა გართულებებიო. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვირუსმა უნდა დაგვიტოვოს გართულებები, ანუ შენ უკვე გეშიანია, ხომ არ დაგიტოვებს რამეს. ხალხნო, არავის არაფერს დაგიტოვებთ, თუ თქვენ იტყვით, რომ „კარგად ვარ, არაფერი არ მაქვს“... მერე რა, თუ შეგხვდათ კოვიდი, მაგის მეტი არაფერი შეგხვედრიათ ცხოვრებაში?

- როგორც ვიცი, თქვენ ლექსიც კი მიუძღვენით კოვიდს...

- როგორ იყო, იცით? როდესაც გამოვედი საავადმყოფოს შენობიდან, გარეთ დამხვდა ზაფხული, სიცოცხლე, პალატაში კი თითქოს ზამთარია, მაშინ ვთქვი ეს სტრიქონები:

"ღმერთო, სიყვარულით გამიღიმე და აღარ დამტოვო ეულად, ფეხქვეშ ნაზამთრალი მიწა იყო, ახლა გაზაფხულად ქცეულა“... ამ გაზაფხულით მინდა იცხოვროს სწორედ ყველა ადამიანმა. იცით, რა დამანახვა კოვიდმა? ის, რომ ჩვენ შეგვიძლია სერიოზული მტრობა არაფრის გამო. ყველაზე მთავარია, შევხვდეთ ყველაფერს დადებითად, დროულად მივმართოთ ექიმს, რადგან კოვიდი არაპროგნოზირებადი დაავადებაა. ამიტომ, ნუ იფიქრებ - „მე დღეს კარგად ვარ, ამიტომ ხვალაც კარგად ვიქნები“, ნუ დაელოდები გართულებას და იყავი მობილიზებული.

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში პანდემიამ?

- მარტო ჩემი კი არა, ყველას ცხოვრება შეცვალა პანდემიამ, მაგრამ გამართლდა ჩემში სიტყვები: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები". მე არ მომიწყენია ნანა ცინცაძესთან ურთიერთობით, მე და ნანა ისედაც ვიყავით ალიანსში, მაგრამ პანდემიამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი მეგობრობა ნანასთან, ჩვენ- ორნი არასდროს ვიწყენთ, რადგან უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ვაკეთებთ და ვქმნით კიდეც.

მე პანდემიამ დამანახვა ყველაზე მთავარი - მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ასევე დამანახვა უსიყვარულობა, რაც ყველაზე უარესია. მე ყოველ დილას, მრავალი წელია, ვიწყებ ლოცვით, და თუ რას ნიშნავდა სიტყვები: „მაჭირვებლები იყვნენ კარგად“, კოვიდამდე თურმე კარგად გააზრებული არ მქონია. რაც კოვიდის გამო ამდენი ადამიანი წავიდა დ ასეთი რაღაცები მოხდა, როცა ვკითხულობ ლოცვებს და მივდივარ იმ ადგილამდე, სადაც ვამბობ: „მაჭირვებლები იყვნენ კარგად“, - ამას ვამბობ მთელი ჩემი არსებით.

მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა და მალე უკოვიდო ქვეყანაში გვეცხოვროს.

R