სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ თითქმის ყველას ჰყავს "წვერებიანი დრაკონი"... პატარა ბავშვები მათთან ერთად იზრდებიან" - აფრიკაში მყოფი ქართული ოჯახის ეგზოტიკური ცხოვრება რეპტილიებთან ერთად
"აქ თითქმის ყველას ჰყავს "წვერებიანი დრაკონი"... პატარა ბავშვები მათთან ერთად იზრდებიან" - აფრიკაში მყოფი ქართული ოჯახის ეგზოტიკური ცხოვრება რეპტილიებთან ერთად

სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მყო­ფი ირი­ნე ჩა­ჩა­ნი­ძის ოჯა­ხი მარ­თლაც რომ ეგ­ზო­ტი­კუ­რად ცხოვ­რობს. მათ ოჯახ­ში რეპ­ტი­ლი­ე­ბიც ჰყავთ, მათ შო­რის აგა­მა, რო­მელ­საც "წვე­რე­ბი­ან დრა­კონ­საც" უწო­დე­ბენ. აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ის სა­შიშ რეპ­ტი­ლი­ად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ირი­ნე ამ­ბობს, რომ "ლო­ლას­თან" ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რობს.

ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, აფ­რი­კა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- "ლოლა" ჩვენს ოჯახ­ში რეპ­ტი­ლი­ე­ბის თავ­შე­საფ­რი­დან მოხ­ვდა. "და­ვიც­ვათ რეპ­ტი­ლი­ე­ბის" ფონ­დის უფ­როს­მა ის ერთ-ერთ ზო­ო­მა­ღა­ზი­ას ჩა­მო­არ­თვა, ცუდ პი­რო­ბებ­ში ყო­ლის გამო. და­უ­რე­კა ჩემს შვილს და უთხრა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი 8 თვის დრა­კო­ნი მყავს და შენი ოჯა­ხის წევ­რო­ბა ძა­ლი­ან უნ­დაო. ლო­ლას ყელ­ზე მძი­ვი გა­უ­კე­თეს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფე­რის ბი­სე­რის­გან შედ­გე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის წევ­რია...

ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი ოჯა­ხი მკაც­რად მოწ­მდე­ბა ფონ­დის მიერ ორი თვის მან­ძილ­ზე, თუ რო­გორ პი­რო­ბებს უქ­მნი­ან და რო­გორ უვ­ლი­ან რეპ­ტი­ლი­ას. ჩვე­ნი ოჯა­ხიც უკვე რამ­დე­ნი­მე წელი ამ ფონ­დის სა­პა­ტიო წევ­რია. ოფი­ცი­ა­ლუ­რად სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში წვე­რე­ბი­ან აგა­მებ­ზე კონ­ტრო­ლია და­წე­სე­ბუ­ლი და ყვე­ლა შტატ­ში სხვა­დას­ხვა კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს.

- რა უნდა ვი­ცო­დეთ ე.წ. "წვე­რე­ბი­ა­ნი დრა­კო­ნის" აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში?

- პირ­ვე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი - მათ სჭირ­დე­ბათ ულტრა­ი­ის­ფე­რი შუქი, ნა­თუ­რე­ბი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი( UVB10.0) ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი ულტრა­ი­ის­ფე­რი მზის სხი­ვე­ბი არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ. კალ­ცი + ვი­ტა­მი­ნი D3. გა­მათ­ბო­ბე­ლი მატ­რა­სი (რად­გან ცივ­სის­ხლი­ა­ნე­ბი არი­ან ) და კომ­ფორ­ტუ­ლად მო­წყო­ბი­ლი ტერ­ა­რი­უ­მი. დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დნა სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს (პა­ტა­რა სი­მაღ­ლეც კი). დამ­წყე­ბი ხში­რად ვერ სა­ზღვრავს თა­ვის ძა­ლებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ამი­ტომ ჯერ კარ­გად უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი მათ­ზე ზრუნ­ვის ყვე­ლა ას­პექ­ტი და მხო­ლოდ შემ­დეგ იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათი აყ­ვა­ნის.

- რით იკ­ვე­ბე­ბი­ან ?

- ისი­ნი მი­ირ­თმე­ვენ ბევრ გან­სხვა­ვე­ბულ ხილს, ბოსტნე­ულს კენკრას, (იკ­რძა­ლე­ბა ავო­კა­დო ) რა­ცი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცო­ცხა­ლი მწე­რე­ბი ( პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­რე­შე) ფეტვის ჭია, მატ­ლე­ბი, დუ­ბია ტა­რაკ­ნე­ბი და კა­ლი­ე­ბი. მთა­ვა­რია ეს უკა­ნას­კნელ­ნი არ გა­გექ­ცნენ, რაც არც თუ ისე იშ­ვი­ა­თია. თუ წვე­რე­ბი­ა­ნი დრა­კო­ნის ყოლა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლად არ შე­გა­ში­ნებთ, მა­შინ არც მისი მწე­რე­ბით კვე­ბა უნდა იყოს რთუ­ლი.

- რამ­დე­ნი რეპ­ტი­ლია გყავთ ამ­ჟა­მად ?

- ახლა ორი - "ლოლა" და მისი შვი­ლი გუჩი.

- ალ­ბათ მათი ენა გეს­მით? რო­გორ ხდე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია?

- მუ­ქა­რის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი პირს გა­ა­ღე­ბენ, წვერს ას­წე­ვენ, რომ უფრო დი­დე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ხან­და­ხან ხმა­საც გა­მოს­ცე­მენ. ეს ხდე­ბა როცა საფრ­თხეს ხე­და­ვენ , ასე­ვე იყე­ნე­ბენ ეკ­ლებს თავ­დაც­ვის ია­რა­ღად, რომ­ლე­ბი­თაც არი­ან და­ფა­რუ­ლი.(საკ­მა­ოდ მწა­რეა ) მათ შე­უძ­ლი­ათ შეც­ვა­ლონ „წვე­რის“ ფერი და სწრა­ფად გა­აქ­ნი­ონ თავი, რაც დო­მი­ნი­რე­ბის ნი­შა­ნია, ხოლო თა­ვის და ხე­ლის ნაზი ქნე­ვა და­მორ­ჩი­ლე­ბას ნიშ­ნავს. ისი­ნი ძა­ლი­ან ტე­რი­ტო­რი­უ­ლე­ბი არი­ან. ძი­ლის დრო ღა­მის სა­ა­თე­ბია.

- რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აგა­მა?

- წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ტარ­დე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია უამ­რა­ვი რეპ­ტი­ლია, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ შე­ი­ძი­ნოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი, მი­ი­ღოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ან იშ­ვი­ლოთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი­დან გა­დარ­ჩე­ნი­ლი ცხო­ვე­ლი. ბოლო გა­მო­ფე­ნი­დან ჩო­ქე­ლა "ბო­გო­მო­ლი" ავიყ­ვა­ნეთ . აქ თით­ქმის ყვე­ლა ჩემს ნაც­ნობს ჰყავს ან ჰყავ­და "წვე­რე­ბი­ა­ნი დრა­კო­ნი". ვიცი პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც იზ­რდე­ბი­ან მათ­თან ერ­თად. ერთ -ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე გა­ი­ყი­და ყვე­ლა ჩემი ნა­ხა­ტი, სა­დაც "წვე­რე­ბი­ა­ნი დრა­კო­ნე­ბი" იყ­ვნენ გა­მო­სა­ხუ­ლი. და­ხა­ტუ­ლე­ბიც კი ტრენდში არი­ან, მათი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. Facebook გვერ­დზე შექ­მნი­ლია ჯგუ­ფი "რეპ­ტი­ლი­ე­ბი და ამ­ფი­ბი­ე­ბი" , სა­დაც ერ­თმა­ნეთ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის და რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბა.

რად­გან აგა­მე­ბი არ არი­ან ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი რეპ­ტი­ლი­ე­ბი, ამი­ტომ ყო­ველ წელს ახა­ლი გა­სა­ო­ცა­რი კვლე­ვე­ბი ქვეყ­ნდე­ბა. რა სიძ­ნე­ლე­ებს აწყდე­ბა "დრა­კო­ნის" პატ­რო­ნი? ისი­ნი უჩ­ვე­უ­ლოდ გამ­ძლე და ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლე­ბი არი­ან სხვა ქვე­წარ­მავ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ ისი­ნიც ავად­მყო­ფო­ბენ. ყვე­ლა­ზე რთუ­ლია იყო გვე­პო­ვა ვე­ტე­რი­ნა­რი , რო­მე­ლიც რეპ­ტი­ლი­ებ­ზეა კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. გაგ­ვი­მარ­თლა, ლო­ლას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა გა­უ­კე­თა, რო­მელ­მაც რეპ­ტი­ლი­ებ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო წიგ­ნი და­წე­რა.

უფრო მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვებ­ში ინ­ტერ­ნეტ­ში შექ­მნი­ლია უამ­რა­ვი ჯგუ­ფი, სა­დაც არ დაგ­ზარ­დე­ბი­ან რჩე­ვას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ასე­ვე ქა­ლა­ქი­დან დიდი ხნით გამ­გზავ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა იზ­რუ­ნოთ ,თუ ვის ან­დობთ თქვენ ცხო­ველს. აქ ყვე­ლა ზო­ო­მა­ღა­ზი­ას აქვს სას­ტუმ­როს სერ­ვი­სი. ხში­რად უსას­ყიდ­ლო­დაც იტო­ვე­ბენ მათ.

xxx
2

ჩვენთან აღმოსავლეთში, უამრავი გველხოკერა გვყვავს, ძალიან ეგზოტიკურია. ხვლიკია, ფეხების და ხელების გარეშე. უფასოა, წაიყვანეთ რამდენის გინდათ. თავის თავს თვითონ უვლის, გაუშვით მხოლოდ მაღში.

ავტორი:

"აქ თითქმის ყველას ჰყავს "წვერებიანი დრაკონი"... პატარა ბავშვები მათთან ერთად იზრდებიან" - აფრიკაში მყოფი ქართული ოჯახის ეგზოტიკური ცხოვრება რეპტილიებთან ერთად

"აქ თითქმის ყველას ჰყავს "წვერებიანი დრაკონი"... პატარა ბავშვები მათთან ერთად იზრდებიან" - აფრიკაში მყოფი ქართული ოჯახის ეგზოტიკური ცხოვრება რეპტილიებთან ერთად

სამხრეთ აფრიკაში მყოფი ირინე ჩაჩანიძის ოჯახი მართლაც რომ ეგზოტიკურად ცხოვრობს. მათ ოჯახში რეპტილიებიც ჰყავთ, მათ შორის აგამა, რომელსაც "წვერებიან დრაკონსაც" უწოდებენ. აქ, საქართველოში შეიძლება ის საშიშ რეპტილიად ითვლება, თუმცა ირინე ამბობს, რომ "ლოლასთან" ძალიან კომფორტულად ცხოვრობს.

ეგზოტიკური ცხოვრების შესახებ, აფრიკაში მყოფი ქალბატონი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- "ლოლა" ჩვენს ოჯახში რეპტილიების თავშესაფრიდან მოხვდა. "დავიცვათ რეპტილიების" ფონდის უფროსმა ის ერთ-ერთ ზოომაღაზიას ჩამოართვა, ცუდ პირობებში ყოლის გამო. დაურეკა ჩემს შვილს და უთხრა, ძალიან საყვარელი 8 თვის დრაკონი მყავს და შენი ოჯახის წევრობა ძალიან უნდაო. ლოლას ყელზე მძივი გაუკეთეს, რომელიც სხვადასხვა ფერის ბისერისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადარჩენის ფონდის წევრია...

ნებისმიერი ახალი ოჯახი მკაცრად მოწმდება ფონდის მიერ ორი თვის მანძილზე, თუ როგორ პირობებს უქმნიან და როგორ უვლიან რეპტილიას. ჩვენი ოჯახიც უკვე რამდენიმე წელი ამ ფონდის საპატიო წევრია. ოფიციალურად სამხრეთ აფრიკაში წვერებიან აგამებზე კონტროლია დაწესებული და ყველა შტატში სხვადასხვა კანონი მოქმედებს.

- რა უნდა ვიცოდეთ ე.წ. "წვერებიანი დრაკონის" აყვანის შემთხვევაში?

- პირველი და აუცილებელი - მათ სჭირდებათ ულტრაიისფერი შუქი, ნათურები უნდა იყოს გამოყენებული( UVB10.0) ასევე ბუნებრივი ულტრაიისფერი მზის სხივები არ უნდა დავივიწყოთ. კალცი + ვიტამინი D3. გამათბობელი მატრასი (რადგან ცივსისხლიანები არიან ) და კომფორტულად მოწყობილი ტერარიუმი. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნებისმიერი სიმაღლიდან ჩამოვარდნა სავალალო შედეგს გამოიწვევს (პატარა სიმაღლეც კი). დამწყები ხშირად ვერ საზღვრავს თავის ძალებს და შესაძლებლობებს. ამიტომ ჯერ კარგად უნდა იყოს შესწავლილი მათზე ზრუნვის ყველა ასპექტი და მხოლოდ შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება მათი აყვანის.

- რით იკვებებიან ?

- ისინი მიირთმევენ ბევრ განსხვავებულ ხილს, ბოსტნეულს კენკრას, (იკრძალება ავოკადო ) რაციონში მნიშვნელოვანია ცოცხალი მწერები ( პესტიციდების გარეშე) ფეტვის ჭია, მატლები, დუბია ტარაკნები და კალიები. მთავარია ეს უკანასკნელნი არ გაგექცნენ, რაც არც თუ ისე იშვიათია. თუ წვერებიანი დრაკონის ყოლა შინაურ ცხოველად არ შეგაშინებთ, მაშინ არც მისი მწერებით კვება უნდა იყოს რთული.

- რამდენი რეპტილია გყავთ ამჟამად ?

- ახლა ორი - "ლოლა" და მისი შვილი გუჩი.

- ალბათ მათი ენა გესმით? როგორ ხდება კომუნიკაცია?

- მუქარის შემთხვევაში, ისინი პირს გააღებენ, წვერს ასწევენ, რომ უფრო დიდები გამოჩნდნენ, ხანდახან ხმასაც გამოსცემენ. ეს ხდება როცა საფრთხეს ხედავენ , ასევე იყენებენ ეკლებს თავდაცვის იარაღად, რომლებითაც არიან დაფარული.(საკმაოდ მწარეა ) მათ შეუძლიათ შეცვალონ „წვერის“ ფერი და სწრაფად გააქნიონ თავი, რაც დომინირების ნიშანია, ხოლო თავის და ხელის ნაზი ქნევა დამორჩილებას ნიშნავს. ისინი ძალიან ტერიტორიულები არიან. ძილის დრო ღამის საათებია.

- რამდენად პოპულარულია სამხრეთ აფრიკაში აგამა?

- წელიწადში რამდენჯერმე ტარდება გრანდიოზული გამოფენები, სადაც წარმოდგენილია უამრავი რეპტილია, სადაც შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი შინაური ცხოველი, მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაციები ან იშვილოთ საქველმოქმედო ფონდიდან გადარჩენილი ცხოველი. ბოლო გამოფენიდან ჩოქელა "ბოგომოლი" ავიყვანეთ . აქ თითქმის ყველა ჩემს ნაცნობს ჰყავს ან ჰყავდა "წვერებიანი დრაკონი". ვიცი პატარა ბავშვები, რომლებიც იზრდებიან მათთან ერთად. ერთ -ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიყიდა ყველა ჩემი ნახატი, სადაც "წვერებიანი დრაკონები" იყვნენ გამოსახული. დახატულებიც კი ტრენდში არიან, მათი პოპულარიზაცია იზრდება საქართველოშიც. Facebook გვერდზე შექმნილია ჯგუფი "რეპტილიები და ამფიბიები" , სადაც ერთმანეთში გამოცდილების და რჩევების გაზიარება ხდება.

რადგან აგამები არ არიან ბოლომდე შესწავლილი რეპტილიები, ამიტომ ყოველ წელს ახალი გასაოცარი კვლევები ქვეყნდება. რა სიძნელეებს აწყდება "დრაკონის" პატრონი? ისინი უჩვეულოდ გამძლე და ადვილად მოსავლელები არიან სხვა ქვეწარმავლებთან შედარებით, მაგრამ ისინიც ავადმყოფობენ. ყველაზე რთულია იყო გვეპოვა ვეტერინარი , რომელიც რეპტილიებზეა კვალიფიცირებული. გაგვიმართლა, ლოლას სასწრაფო ოპერაცია პროფესიონალმა გაუკეთა, რომელმაც რეპტილიებზე სამედიცინო წიგნი დაწერა.

უფრო მსუბუქ შემთხვევებში ინტერნეტში შექმნილია უამრავი ჯგუფი, სადაც არ დაგზარდებიან რჩევას პროფესიონალები. ასევე ქალაქიდან დიდი ხნით გამგზავრების შემთხვევაში უნდა იზრუნოთ ,თუ ვის ანდობთ თქვენ ცხოველს. აქ ყველა ზოომაღაზიას აქვს სასტუმროს სერვისი. ხშირად უსასყიდლოდაც იტოვებენ მათ.