მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი?" - რას ამბობს კობა დავითაშვილის ვაჟი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე?
"ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი?" -  რას ამბობს კობა დავითაშვილის ვაჟი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე?

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ვაჟ­მა, თორ­ნი­კე და­ვი­თაშ­ვილ­მა მაკა რაზ­მა­ძის გა­და­ცე­მა­ში "ჩაი“ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლილ მა­მა­ზე და ნათ­ლი­ა­ზე - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ისა­უბ­რა. თორ­ნი­კე 2017 წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. ინ­ტერ­ვი­უ­ში კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ვაჟი ჰყვე­ბა, რამ­დე­ნად მძი­მე პა­ცი­ენ­ტი იყო მამა და მისი მოვ­ლა დე­დას უწევ­და.

თორ­ნი­კე: "მა­მას მხრის შეც­ვლა რომ სჭირ­დე­ბო­და, ვერ ახერ­ხებ­და, რად­გან პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, დე­დას უწევ­და მისი გა­დაბ­რუ­ნე­ბა. მა­მას ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, ეს იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ა­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა და­ა­ვა­დე­ბებ­ში. მას ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი აქვს, ერთ-ერ­თია გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა, მაგ­რამ სჭირ­დე­ბა სტარ­ტე­რი, რათა ეს გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი ჩა­ირ­თოს, ერთ-ერთი ამის გა­მომ­წვე­ვი ძლი­ე­რი ტრავ­მაა. ის, რომ მამა ამას 7 ნო­ემ­ბრის ცე­მას მი­ა­წერ­და, არა რის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სწო­რედ ამან გა­აქ­ტი­უ­რა ავად­მყო­ფო­ბა, მა­მას ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი. იმ­დე­ნად მძი­მედ იყო ნა­ცე­მი, რომ მომ­ხდა­რი უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლი­და".

თორ­ნი­კე ინ­ტერ­ვი­უ­ში ნათ­ლი­ა­ზეც ლა­პა­რა­კობს. მისი თქმით, რომ იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც გა­და­ნათ­ვლა­ზეც კი ფიქ­რობ­და და ამა­ზე კი­თხვებს ოჯახ­შიც სვამ­და...

თორ­ნი­კე:

"სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემი ნათ­ლი­აა. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მომ­ნათ­ლეს. იმ­ჟა­მად მამა და სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იყ­ვნენ. მამა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. სულ ორი ნათ­ლია მყავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლით დი­დად არ ვა­მა­ყობ, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობ­დი, - გა­და­ნათ­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა - მეთ­ქი? - მე­ო­რე ნათ­ლი­ით, ნონა წო­წე­რი­ა­თი ვა­მა­ყობ, სტრას­ბურ­გში იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­მარ­თლე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით. მიყ­ვარს ძა­ლი­ან და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­კი­თხავ. მე­ო­რე ნათ­ლი­ას მა­ინც არ უც­დია მა­მა­ჩე­მის მოკ­ვლა.

არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ადა­მი­ანს ისეთ რა­მეს აბ­რა­ლებ, რაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის. მა­მა­ჩე­მი ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო ტყუ­ი­ლებს არ ლა­პა­რა­კობ­და, რად­გან მი­იჩ­ნევ­და, რომ ნათ­ლი­ა­ჩემს რა­ღაც ბრა­ლი მი­უ­ძღო­და მომ­ხდარ­ში, მაქვს მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ის მარ­თა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ამ ნა­წილ­ში ბრა­ლი არ აქვს წარ­დგე­ნი­ლი. მანდ ბრა­ლი და­უმ­ტკიც­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და დე­დას­გან ვიცი, რომ მა­მას ძა­ლი­ან ეწყი­ნა, რად­გან მას დიდ პა­ტივს სცემ­და და ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ­და. ჭკვი­ა­ნი ყო­ფი­ლა და ბო­რო­ტი.

ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან. ბავ­შვო­ბა­ში ერთხელ ვცდი­ლობ­დი, რომ დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, მა­ში­ნაც არ ყო­ფი­ლა პა­სუ­ხი. მანდ მივ­ხვდი, რომ ჩემ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ შედ­გე­ბო­და..."

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი გა­სულ წელს, დე­კემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
34

ახალგაზრდა ბავშვო, იქნებ მიხვდე, რომ გიყენებენ... 

პასუხი მიშას
21

მასაც იგივე მოელისო რომ წერ შეგრცხვეს.შენ არ მოგეწიოს ეს სიტყვები. გადანათვლაზე კი იმედია უფრო პატარა ასაკში ფიქრობდა და არა სტუდენტობისას. 

ავტორი:

"ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი?" - რას ამბობს კობა დავითაშვილის ვაჟი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე?

"ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი?" -  რას ამბობს კობა დავითაშვილის ვაჟი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე?

კობა დავითაშვილის ვაჟმა, თორნიკე დავითაშვილმა მაკა რაზმაძის გადაცემაში "ჩაი“ კიდევ ერთხელ ისაუბრა გარდაცვლილ მამაზე და ნათლიაზე - მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. თორნიკე 2017 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. ინტერვიუში კობა დავითაშვილის ვაჟი ჰყვება, რამდენად მძიმე პაციენტი იყო მამა და მისი მოვლა დედას უწევდა.

თორნიკე: "მამას მხრის შეცვლა რომ სჭირდებოდა, ვერ ახერხებდა, რადგან პარალიზებული იყო, დედას უწევდა მისი გადაბრუნება. მამას ბეხტერევის დაავადება ჰქონდა, ეს იშვიათი დაავადებაა საქართველოში, თუმცა გერმანიაში მესამე ადგილზეა დაავადებებში. მას ბევრი კომპონენტი აქვს, ერთ-ერთია გენეტიკური მიდრეკილება, მაგრამ სჭირდება სტარტერი, რათა ეს გენეტიკური კოდი ჩაირთოს, ერთ-ერთი ამის გამომწვევი ძლიერი ტრავმაა. ის, რომ მამა ამას 7 ნოემბრის ცემას მიაწერდა, არა რის საფუძველს მოკლებული, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამან გააქტიურა ავადმყოფობა, მამას ამაში ვეთანხმები. იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ მომხდარი უკვალოდ არ ჩაივლიდა".

თორნიკე ინტერვიუში ნათლიაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, რომ იყო პერიოდი, როდესაც გადანათვლაზეც კი ფიქრობდა და ამაზე კითხვებს ოჯახშიც სვამდა...

თორნიკე:

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი ჩემი ნათლიაა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომნათლეს. იმჟამად მამა და სააკაშვილი თანამოაზრეები იყვნენ. მამა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. სულ ორი ნათლია მყავს, მიხეილ სააკაშვილით დიდად არ ვამაყობ, კარგა ხნის განმავლობაში ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი? - მეორე ნათლიით, ნონა წოწერიათი ვამაყობ, სტრასბურგში იყო წლების განმავლობაში მოსამართლე საქართველოს სახელით. მიყვარს ძალიან და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. მეორე ნათლიას მაინც არ უცდია მამაჩემის მოკვლა.

არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ისეთ რამეს აბრალებ, რაც დამტკიცებული არ არის. მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო ტყუილებს არ ლაპარაკობდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ნათლიაჩემს რაღაც ბრალი მიუძღოდა მომხდარში, მაქვს მყარი საფუძველი, რომ ის მართალია. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ნაწილში ბრალი არ აქვს წარდგენილი. მანდ ბრალი დაუმტკიცდა ზურაბ ადეიშვილს და დედასგან ვიცი, რომ მამას ძალიან ეწყინა, რადგან მას დიდ პატივს სცემდა და ჭკვიან ადამიანად მიიჩნევდა. ჭკვიანი ყოფილა და ბოროტი.

ჩემი აქტიურობის შემდეგ არანაირი კომუნიკაციის სურვილი არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ბავშვობაში ერთხელ ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი, მაშინაც არ ყოფილა პასუხი. მანდ მივხვდი, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არანაირი კომუნიკაცია არ შედგებოდა..."

კობა დავითაშვილი გასულ წელს, დეკემბერში გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.