საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო და უნარი, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას" - კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასზე
"არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო და უნარი, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას" - კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასზე

თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფი არ გაზ­რდი­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ "იმე­დის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "იმე­დი Live" ისა­უბ­რა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი მე­სი­ჯე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრში რომ და­ლე­ქონ ეს ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც კი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე ამ ახალ მიდ­გო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­მო­დის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ში, მა­შინ­ვე და­ი­წყეს მე­სი­ჯის და­ნერგვა, რომ ტა­რი­ფი ძვირ­დე­ბა. არ ძვირ­დე­ბა, მე­გობ­რე­ბო, ტა­რი­ფი. ეს ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნა­რი, რომ პირ­და­პირ ვე­ტყო­დი მო­სახ­ლე­ო­ბას ამ ყვე­ლა­ფერს, არ მო­მე­რი­დე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა, ეს რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას ვე­ტყო­დი პირ­და­პირ, რომ ტა­რი­ფე­ბი ძვირ­დე­ბა, მაგ­რამ არ არის ასე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით 900 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბა, მათ­გან 53% კი სარ­გებ­ლობს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფით, ან უფა­სოდ მგზავ­რობს. ეს შე­ღა­ვა­თე­ბი მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუს­ზე ვრცელ­დე­ბო­და, ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 80 თეთ­რი იყო", - ამ­ბობს კა­ლა­ძე და გან­მარ­ტავს, რომ მეტ­როს, სა­ბა­გი­როს, ავ­ტო­ბუ­სი­სა და ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა გა­ა­კე­თეს და "ამ 53%-ს მო­უ­წევს უფა­სო მგზავ­რო­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი­თაც".

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მო­სარ­გებ­ლე იმ 47%-ზეც ისა­უბ­რა, რომ­ლებ­საც შე­ღა­ვა­თი­ა­ნი, ან უფა­სო ტა­რი­ფი არ ეხე­ბათ:

"ამ 47%-ს რომ შევ­ხე­დოთ, თბი­ლის­ში სა­შუ­ა­ლო მო­ბი­ლო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არის 3, ხოლო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში არის 2.5, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, გარ­და სახ­ლი-სამ­სა­ხუ­რი­სა, თვე­ში 7-ჯერ მი­დი­ან ან მე­გო­ბარ­თან, ან ნა­თე­სავ­თან, ბა­ზარ­ში, მა­ღა­ზი­ა­ში... ამა­ზე კვლე­ვე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, უხე­შად ვამ­ბობ, 3-თვი­ა­ნი ბა­რა­თი რომ ავი­ღოთ, ტა­რიფს თუ შე­ვა­და­რებთ, ნიშ­ნავს, რომ 50-თეთ­რი­ა­ნი ტა­რი­ფის პი­რო­ბებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 114 ლარი ეხარ­ჯე­ბო­დათ ამ ადა­მი­ა­ნებს. დღე­ვან­დე­ლი ამ აბო­ნე­მენ­ტე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, 3 თვე­ზე რომ ვნა­ხოთ, 114 ლა­რის ნაც­ვლად, გა­და­იხ­დის 100 ლარს. 6 თვის პი­რო­ბებ­ში, კი­დევ უფრო ნაკ­ლებს, 1-წლი­ა­ნი რომ აი­ღოს, კი­დევ უფრო ნაკ­ლებს". - ამ­ბობს კა­ლა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რომ ზო­გი­ერ­თის­თვის, აბო­ნე­მენ­ტში 250 ლა­რის ერთჯე­რა­დად გა­დახ­და პრობ­ლე­მუ­რია, კა­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"აქაც შე­იძ­ლე­ბა, და­ე­ლა­პა­რა­კონ ბან­კებს და გა­ნა­წი­ლე­ბა გა­უ­კე­თონ, რა­ვი­ცი, ეგ­რეც არ მგო­ნია, პრობ­ლე­მა იყოს, ხომ? მთა­ვა­რი რა არის - ყვე­ლა იმ ოჯა­ხის­თვის, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს, მგზავ­რო­ბა არის უფა­სო, ან იხი­დი­ან 10-20 თეთ­რს. ეს არის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, პრინ­ცი­პუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი". - ამ­ბობს კა­ლა­ძე "იმე­დის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 169 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vika
0

წერეთ და იკითხეთ რამდენიც გინდათ. მაინც გააძვირებენ. არჩევნებსაც იყიდიან. და სულ იქნებიან. ასე ადვილად არც ერთ ქვეყანაში არ მდიდრდება ელიტა, გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. ხალხია ტვინგამორეცხილი და იმიტომ.

fati1
0

ერთხელ მაინც გამოდით პიკის საათებში რა ხდება, არც ,მარშუტკა არ ავტობუსი, ნახევარი საათი შუალედი, გამეყინა ბავშვი იმდღეს, არ შეგჩებათ ამდენი ხალხის ცოდვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო და უნარი, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას" - კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასზე

"არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო და უნარი, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას" - კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასზე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა. აღნიშნულის შესახებ კალაძემ "იმედის" ეთერში, გადაცემაში "იმედი Live" ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიები ცდილობენ კონკრეტული მესიჯების დამკვიდრებას, საზოგადოების აზრში რომ დალექონ ეს ყველაფერი. როგორც კი განცხადება გავაკეთე ამ ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის სატრანსპორტო პოლიტიკაში, მაშინვე დაიწყეს მესიჯის დანერგვა, რომ ტარიფი ძვირდება. არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას ამ ყველაფერს, არ მომერიდებოდა. შეიძლება, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება, მათგან 53% კი სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით, ან უფასოდ მგზავრობს. ეს შეღავათები მეტროსა და ავტობუსზე ვრცელდებოდა, ყვითელი მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება კი 80 თეთრი იყო", - ამბობს კალაძე და განმარტავს, რომ მეტროს, საბაგიროს, ავტობუსისა და ყვითელი მიკროავტობუსების ინტეგრირება გააკეთეს და "ამ 53%-ს მოუწევს უფასო მგზავრობა მიკროავტობუსებითაც".

დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე იმ 47%-ზეც ისაუბრა, რომლებსაც შეღავათიანი, ან უფასო ტარიფი არ ეხებათ:

"ამ 47%-ს რომ შევხედოთ, თბილისში საშუალო მობილობის კოეფიციენტი არის 3, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის 2.5, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, გარდა სახლი-სამსახურისა, თვეში 7-ჯერ მიდიან ან მეგობართან, ან ნათესავთან, ბაზარში, მაღაზიაში... ამაზე კვლევებია ჩატარებული. შესაბამისად, უხეშად ვამბობ, 3-თვიანი ბარათი რომ ავიღოთ, ტარიფს თუ შევადარებთ, ნიშნავს, რომ 50-თეთრიანი ტარიფის პირობებში, დაახლოებით, 114 ლარი ეხარჯებოდათ ამ ადამიანებს. დღევანდელი ამ აბონემენტებით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, 3 თვეზე რომ ვნახოთ, 114 ლარის ნაცვლად, გადაიხდის 100 ლარს. 6 თვის პირობებში, კიდევ უფრო ნაკლებს, 1-წლიანი რომ აიღოს, კიდევ უფრო ნაკლებს". - ამბობს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვას, რომ ზოგიერთისთვის, აბონემენტში 250 ლარის ერთჯერადად გადახდა პრობლემურია, კალაძე ასე პასუხობს:

"აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის - ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო, ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი". - ამბობს კალაძე "იმედის" ეთერში.