პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ადვოკატები,  7 ნოემბრის საქმეზე,   ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ
სააკაშვილის ადვოკატები,  7 ნოემბრის საქმეზე,   ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო­ში პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძი­სა და გენშტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ზაზა გო­გა­ვას და­კი­თხვას მო­ი­თხო­ვენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ბა­სი­ლა­ია გან­მარ­ტავს, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ და­ეს­წრე­ბა.

"მა­შინ, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში და მისი პო­ლი­ტი­კურ მძევ­ლო­ბა­ში აყ­ვა­ნა მოხ­და, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ვი­თხოვ­დით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თვას, მაგ­რამ პრო­ცე­სებს არ ნიშ­ნავ­დნენ. შემ­დეგ, ჩა­ნიშ­ნულ სხდო­მებ­ზე აღარ მოჰ­ყავ­დათ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ძი­მე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იპო­ვა ძალა და ორ­ჯერ და­ეს­წრო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვებს, ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან დღეს პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა ვერ შეძ­ლო.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პრო­ცესს, ამ საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ისე­ვე რო­გორც "პი­ჯა­კე­ბის" საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნას წარ­მო­ად­გენს და სი­მარ­თლის ძი­ე­ბას­თან ამ საქ­მეს არა­ვი­თა­რი ად­გი­ლი არ აქვს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა დღე­საც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ სა­კი­თხებს წა­მო­ა­ყე­ნებს.

ჩვე­ნი ორი სა­მარ­თლებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­თვას, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვას ადას­ტუ­რებს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, ამა­ვე დროს, ჩვენ მო­ვი­თხოვთ ამ საქ­მე­ზე უკვე და­კი­თხუ­ლი ორი მოწ­მის ხე­ლა­ხალ და­კი­თხვას, მხო­ლოდ მათ ჩვე­ნე­ბებ­შია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ესე­ნი გახ­ლავთ ბა­ტო­ნი ზაზა გო­გა­ვა და ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე",- გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­ში“ შეჭ­რა­სა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ედა­ვე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი, ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოკიბიმი
4

ქოცები ფულის შოვნისთვის მოვიდნენ და კარგადაც დამდიდრდნენ. ამ შოუებს სასამართლოების სახით ხალხისთვის აწყობენ. 

სიმართლე
3

ეს ადვოკატები არიან საქართველოს მტრები.მათთვის დამნაშავეები არ არსებობენ.სანამდე უნდა ვუსმინოთ ამათ ბოდვებს.კანონის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

სააკაშვილის ადვოკატები,  7 ნოემბრის საქმეზე,   ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ

სააკაშვილის ადვოკატები,  7 ნოემბრის საქმეზე,   ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ბასილაია განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება.

"მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მისი პოლიტიკურ მძევლობაში აყვანა მოხდა, პერმანენტულად ვითხოვდით სასამართლო პროცესების გამართვას, მაგრამ პროცესებს არ ნიშნავდნენ. შემდეგ, ჩანიშნულ სხდომებზე აღარ მოჰყავდათ, მისი ჯანმრთელობის დამძიმებას ელოდებოდნენ. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და ორჯერ დაესწრო სასამართლო განხილვებს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მან დღეს პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, ამ საქმის მიმდინარეობისას, ისევე როგორც "პიჯაკების" საქმის მიმდინარეობისას საზოგადოებამ იხილა, რომ პროკურატურა ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანას წარმოადგენს და სიმართლის ძიებასთან ამ საქმეს არავითარი ადგილი არ აქვს, აქედან გამომდინარე, პროკურატურა დღესაც პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებს წამოაყენებს.

ჩვენი ორი სამართლებრივად მნიშვნელოვანი შუამდგომლობა გვექნება. პირველი ეხება მტკიცებულებების დართვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების შელახვას ადასტურებს პენიტენციურ სისტემაში, ამავე დროს, ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე უკვე დაკითხული ორი მოწმის ხელახალ დაკითხვას, მხოლოდ მათ ჩვენებებშია მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებული. ესენი გახლავთ ბატონი ზაზა გოგავა და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე",- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.