სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის" - გიგი უგულავა
"როცა ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის" - გიგი უგულავა

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, იმა­ზე და­ი­წყო ქირ­ქი­ლი, და­ცინ­ვა და გა­მო­ჯავ­რე­ბა, ეს რა ადა­მი­ა­ნო­ბა­ში ჯდე­ბა, არ მეს­მის. გან­სა­კუთ­რე­ბით გული მწყდე­ბა სო­ზარ სუ­ბარ­ზე, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი ომ­ბუდსმე­ნი იყო და გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, მათ შო­რის რო­გორც დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კოსს, ვიდ­რე თუნ­დაც ნინო წი­ლო­სანს" - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მა­სობ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცია და­წყე­ბუ­ლია და იგი ამ პრო­ცესს და­დე­ბი­თად აფა­სებს.

რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს შე­ეძ­ლოთ მო­შიმ­ში­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ე­ხა­ტათ, თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ამის ნაც­ვლად უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან მხო­ლოდ და­ცინ­ვა და ქი­ლი­კი ის­მის.

"ძა­ლი­ან მძი­მე აქ­ტია, ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის ეს, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დღეს შიმ­ში­ლობს და თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას რის­კის ქვეშ აყე­ნებს ერთი მო­თხოვ­ნის გამო, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სა­ერ­თოდ, არ მეს­მის, რო­დე­საც ხარ ადა­მი­ა­ნი და მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, იმა­ზე და­ი­წყო ქირ­ქი­ლი, და­ცინ­ვა და გა­მო­ჯავ­რე­ბა. ეს რა ადა­მი­ა­ნო­ბა­ში ჯდე­ბა, სა­ერ­თოდ არ მეს­მის. გან­სა­კუთ­რე­ბით გული მწყდე­ბა სო­ზარ სუ­ბარ­ზე, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი ომ­ბუდსმე­ნი იყო და გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, მათ შო­რის რო­გორც დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კოსს, ვიდ­რე თუნ­დაც ნინო წი­ლო­სანს. ჩემ­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რად სამ­წუ­ხა­როა, თა­ვის დრო­ზე ეს რომ ომ­ბუდსმე­ნი გახ­და, მე მხა­რი მაქვს და­ჭე­რი­ლი და ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ტო­რი ვი­ყა­ვი. უნდა ვა­ღი­ა­რო, შევ­ცდი ადა­მი­ა­ნუ­რად, თო­რემ პო­ლი­ტი­კა არა­ფერ შუ­ა­ში არ არის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­ღაც იკად­რო, რაც არ უნდა გე­ზი­ზღე­ბო­დეს. ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, ან გა­ჩუმ­დი ან თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ხა­ტე და შენი პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ჯი თქვი. ასე­თი რამ ვე­ლუ­რო­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ძა­ლი­ან მტკი­ცედ და მშვი­დად ვხვდე­ბით ასეთ პრო­ცე­სებს, რად­გან დღის წეს­რი­გი არის დღის წეს­რი­გი. რაც არ უნდა ილა­პა­რა­კოს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ,“ ვხე­დავთ, რომ პრო­ცე­სი მა­ინც დაძ­რუ­ლია. ჩვენ ვნა­ხეთ "ოც­ნე­ბას“ უნ­დო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რი­გით პა­ტიმ­რად წარ­მო­ე­ჩი­ნა, ვერ გა­ა­კე­თა. შემ­დეგ ათა­სი ტყუ­ი­ლი იყო მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მა­ინც ფარ­და აე­ხა­და. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ შიმ­ში­ლობს და არც ავად არის, ჩვენ ვნა­ხეთ სა­პი­რის­პი­რო. მერე თვი­თონ მო­უ­წი­ათ კონ­სი­ლი­უ­მის შექ­მნა და გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. ვნა­ხეთ პრო­ცეს­ში რო­გორ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად და სამ­წუ­ხა­როდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი მა­ინც მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გა­მოთ­ქმუ­ლი სკეპ­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბი­სა, იმე­დის თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა წა­მო­ი­წყო. და­ნარ­ჩე­ნი, პრო­ტეს­ტი არის მწვა­ვე, მო­ი­თხოვს ყუ­რა­დღე­ბას და პრო­ტესტს ექ­ნე­ბა ყუ­რა­დღე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როგორც "შიმშილობდით",
0

ისეთივე თანაგრძნობა გქონდათ სუბარისგანაც და ნებისმიერი ნორმალური მოქალაქისგანაც! - ახლა მაინც ხომ ნათელია, რომ ყალბი იყო ეს ყველაფერი?! 

ჩემი დასკვნა ასეთია
0

არაადეკვატურად იქცევით და ხალხში თანაგრძნობას ვერ იწვევთ,ბელადის მუქარით დაწყებული შიმშილობა რა თქმა უნდა დასაცინია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"როცა ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის" - გიგი უგულავა

"როცა ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის" - გიგი უგულავა

"როდესაც ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის. განსაკუთრებით გული მწყდება სოზარ სუბარზე, რადგან ეს ადამიანი ომბუდსმენი იყო და გაცილებით მეტი მოეთხოვება, მათ შორის როგორც დღევანდელ პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც ნინო წილოსანს" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დაწყებულია და იგი ამ პროცესს დადებითად აფასებს.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, "ქართული ოცნების“ ლიდერებს შეეძლოთ მოშიმშილე ადამიანების მიმართ თანაგრძნობა გამოეხატათ, თუმცა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამის ნაცვლად უმრავლესობის დეპუტატებისგან მხოლოდ დაცინვა და ქილიკი ისმის.

"ძალიან მძიმე აქტია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ეს, რადგან უამრავი ადამიანი დღეს შიმშილობს და თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს ერთი მოთხოვნის გამო, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.

საერთოდ, არ მესმის, როდესაც ხარ ადამიანი და მეორე ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება. ეს რა ადამიანობაში ჯდება, საერთოდ არ მესმის. განსაკუთრებით გული მწყდება სოზარ სუბარზე, რადგან ეს ადამიანი ომბუდსმენი იყო და გაცილებით მეტი მოეთხოვება, მათ შორის როგორც დღევანდელ პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც ნინო წილოსანს. ჩემთვის პერსონალურად სამწუხაროა, თავის დროზე ეს რომ ომბუდსმენი გახდა, მე მხარი მაქვს დაჭერილი და ერთ-ერთი რეკომენდატორი ვიყავი. უნდა ვაღიარო, შევცდი ადამიანურად, თორემ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც იკადრო, რაც არ უნდა გეზიზღებოდეს. ადამიანი შიმშილობს, ან გაჩუმდი ან თანაგრძნობა გამოხატე და შენი პოლიტიკური მესიჯი თქვი. ასეთი რამ ველურობის მანიშნებელია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან მტკიცედ და მშვიდად ვხვდებით ასეთ პროცესებს, რადგან დღის წესრიგი არის დღის წესრიგი. რაც არ უნდა ილაპარაკოს "ქართულმა ოცნებამ,“ ვხედავთ, რომ პროცესი მაინც დაძრულია. ჩვენ ვნახეთ "ოცნებას“ უნდოდა მიხეილ სააკაშვილი რიგით პატიმრად წარმოეჩინა, ვერ გააკეთა. შემდეგ ათასი ტყუილი იყო მასთან დაკავშირებით და მაინც ფარდა აეხადა. ისინი ამბობდნენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს და არც ავად არის, ჩვენ ვნახეთ საპირისპირო. მერე თვითონ მოუწიათ კონსილიუმის შექმნა და განცხადებების გაკეთება. ვნახეთ პროცესში როგორ არაადამიანურად და სამწუხაროდ გამოიყურება "ქართული ოცნება“, მაგრამ ეს პროცესი მაინც მიდის. მიუხედავად ბევრი გამოთქმული სკეპტიკური მოსაზრებისა, იმედის თვალით ვუყურებთ იმ მოლაპარაკებებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა წამოიწყო. დანარჩენი, პროტესტი არის მწვავე, მოითხოვს ყურადღებას და პროტესტს ექნება ყურადღება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.