დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი, რაც აქამდე 50 თეთრი იყო, 1 ლარი იქნება.
"მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება 1 ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით.
ამასთან, თუ მოქალაქე აბონემენტს იყიდის, ცალკე სამარშრუტო ტაქსში 80 თეთრს აღარ გადაიხდის და ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებს, ანუ თუ დღეს ყვითელ მიკროავტობუსში დამატებით 80 თეთრს იხდით, 2022 წლიდან დამატებით არაფრის გადახდა აღარ მოგიწევთ. იგივე იქნება ერთჯერადად გადახდილი 1 ლარის შემთხვევაშიც. მიკროავტობუსები ჩანაცვლდება და გადახდის ერთიანი სისტემა ამოქმედდება.
რაც შეეხება უფასო და შეღავათიანი მგზავრობას, მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს, მათ შორის: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა “, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტე ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.
ევროპულ სტანდარტებზე მოვარგეთო განაცხადა კალაძემ. რაც არ განაცხადა არის ეს (ნიდერლანდების მაგალითი):
მომსახურე პერსონალს გზის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი. ძირითადად 10 კმ-ის გავლა თუ გიწევს, მაგრამ სხვა შემთხვევაშიც მოლაპარაკებაზეა.
65 წელს გადაცილებულთათვის საზოგადო ტრანსპორტი (გარდა რკინიგზისა) სრულიად უფასოა. ანუ, გაძლევენ ბარათს და მასზე ყოველ თვიურად გერიცხება აბონემენტი.
რკინიგზა გთავაზობს (ერთჯერადი 70 ევროს აბონემენტის სანაცვლოდ) 40 პროცენტიან ფასდაკლებას. დასაქმებულს ყველა ეს ხარჯი დამსაქმებლისგან უნაზღაურდება, მთლიანი საფასურის გადახდის შემთხვევაშიც.
სტუდენტებს სწავლის 4 წლის განმავლობაში ეძლევათ უფასოდ მგზავრობის უფლება ყველანაირ ტრანსპორტზე (ტაქსის გარდა).
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს აქვთ უამრავი სოციალური პროგრამები დაწყებული სმარტფონები, კომპიუტერები, უფასო ინტერნეტი მოსწავლეტათვის, საყოფაცხოვრებო აპარატურა, სხვადასხვა ღონისძიებები და რეისები და უამრავი დახმარება გაჭირვებულთათვის. ეს პაკეტი გაცილებით დიდი იყო (მაგალითად ერთჯერადად 700-800 ევრო წელიწადში გაჭირვებულთათვის) მაგრამ მიგრანტების შემოდინების და სახელმწიფო ხარჯების გაზრდის ფონზე შემცირდა.
მორალი: როცა რაღაც არასასიამოვნოს გაკეთებისას "ევროპას" ახსენებენ ხოლმე სულაც არ მგონია გაუაზრებელი ნაბიჯი. ევროპა ის არაა, რასაც თქვენი ხელისუფლება გიმტკიცებთ ხალხო. ევროპა არის ადამიანური ღირებულებების, სოციალური მიდგომების, საუკეთესო სამედიცინო მომსახურების, განათლებული საზოგადოების, ჰუმანური სახელმწიფოების გაერთიანება. იბრძოლეთ ევროპისთვის!
ქალბატონო/ბატონო კომუნისტების მიერ შექმნილი სახელმწიფო 30 წლინ დაიშალა, თვითონ მაგ სისტემიის მსახურები და მათი ჯალაბი კი დღეს სოციალური ელიტის კენწეროში არიან მომჯდარი და დემოკრატიიის დამცველებად გვევლინებიან, ამიტომ თუ თქვენ ლოგიკური აზროვნება კომუნისტობის სინონიმად მიაგჩნიათ ეს უფრო თქვენი ნოსტალგიის ან აზროვნების პრობლემის ბრალია ვიდრე ჩემი.
1. საშუალო ხელფასის მაჩვენებელი გამოთვლა ხდება ცალკეული სოციალური ფენების შემოსავლების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანის მიხედვით, საქართველოს საშუალო ფენის უმეტესი ნაწილის შემოსავალი კი სწორედ 500-600 ლარია.
2. 1-თვიანი აბონემენტი რომელზეც მე ვლაპარაკობ 40 ლარი ღირს და არა 25.
3. თანამედროვე სახელმწიფოს მოდელი არის სოციალური სახელმწიფო (რომელიც სხვათა შორის ჩვენც გვიწერია კონსტიტუცაში), რაც ყველაფერთან ერთად მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნასაც გულისხმობს, ამ მიზნით სახელმწიფო მის ხელთ არსებული ბერკეტების საშუალებით ზემოქმედებს კერძო სექტორზე, ზემოქმედების ხარისხი იზრდება იმის პროპორციულად თუ რამდენად მონოპოლიზებადია ეკონომიკის მოცემული დარგი და შესაბამისად რამდენად ვერ მუშაობს მოცემულ სფეროში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ისეთი მექანიზმები როგორიცა თავისუფალი ფასწარმოქმნა , კონკურენცია.. აღნიშნულ საქმანების სფეროებს განეკუთვნება ენერგომატარებლების ბიზნესი, კავშირგაბმულობა და თუნდაც იგივე მუნიციპალური ტრანსპორტი, და თუ თქვენ გგონიათ ,რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თვითდინებაზეა მიშვებული, საფრანგეთში ან გერმანიაში, ძალიან შორს ხართ რეალობიდან.
4. როგორც ზემოთ ავღნიშნე მონოპოლიის პირობებში საბაზრო ეკონომიკის მექანიზმები ვერ მუშაობს , ამიტომ დასაქმებულების შემოსავლები არ რეგულირდება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით და თუკი მძღოლების ანაზღაურება არ შეესაბამება რეალობას ეს პირველ რიგში ცუდი მენეჯმენტის ბრალია, რასაც საბოლო ჯამში ისევ უნიათო ხელისუფლებასთან მივყავართ.
5. უფასო საქმიანობის სფერო არ არსებობს, ნებისმიერი დარგი მინიმუმ თავის თავს უნდა ინახავდეს, თუ მოქალაქეებს რაიმე მომსახურებით სარგებლობა მძიმე ტვირთად აწვებათ ამას ისევ 4 პუნქტის ბოლო ნაწილამდე მივყავართ!