მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი ბარათები და რა ეღირება თითოეული მათგანი
რას გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი ბარათები და რა ეღირება თითოეული მათგანი

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან ძა­ლა­ში შევა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბი­სას სა­ა­ბო­ნი­მენ­ტე ული­მი­ტო სის­ტე­მა. რო­გორც მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, აბო­ნი­მენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა მეტ­როს სა­ლა­რო­ებ­ში და ასე­ვე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ექ­სპრეს ფი­ლი­ა­ლებ­ში 5 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა.

"დღეს მინ­და სი­ახ­ლე მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შე­მოგ­ვაქვს სა­ა­ბო­ნი­მენ­ტე ული­მი­ტო სის­ტე­მა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ნერ­გე­ბა 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან და ძა­ლა­ში შევა, თუმ­ცა, 1-ელ თე­ბერ­ვლამ­დე, მეტ­როს, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­სა და ავ­ტო­ბუ­სის მომ­ხმა­რებ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნონ აბო­ნი­მენ­ტე­ბი. 5 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა აბო­ნი­მენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა მეტ­როს სა­ლა­რო­ებ­ში და ასე­ვე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ექ­სპრეს ფი­ლი­ა­ლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

  • მან გან­მარ­ტა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად რო­გო­რი ტი­პის აბო­ნი­მენ­ტე­ბი იქ­ნე­ბა.

"გვექ­ნე­ბა ული­მი­ტო 90- წუ­თი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ეღი­რე­ბა 1 ლარი. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ხში­რად არ მო­იხ­მარს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს და არ სჭირ­დე­ბა შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში ხან­გრძლივ ვა­დი­ა­ნი ბა­რა­თის შე­ძე­ნა, 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 ლა­რად შე­ეძ­ლე­ბათ მეტ­რო­თი, ავ­ტო­ბუ­სით და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით სარ­გებ­ლო­ბა. ამ ტრან­სპორ­ტს შო­რის გა­დაჯ­დო­მი­სას და­მა­ტე­ბით თან­ხას არ გა­და­იხ­დის 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ასე­ვე, შე­მოგ­ვაქვს ული­მი­ტო 1- დღი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ეღი­რე­ბა 3 ლარი. 1- დღი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­როს მხო­ლოდ 3 ლა­რად. იხ­დის 3 ლარს და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯე­რაც უნდა, შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, შე­ზღუ­დუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, შე­მოგ­ვაქვს ული­მი­ტო 1- კვი­რი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ეღი­რე­ბა 20 ლარი. 1- კვი­რი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა. ეს ბა­რა­თი ძი­რი­თა­დად გათ­ვლი­ლია ტუ­რის­ტებ­ზე, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე სხვა ტი­პის ბა­რა­თე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლიც შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას.

ასე­ვე, ული­მი­ტო 1- თვი­ა­ნი ბა­რა­თი ეღი­რე­ბა 40 ლარი. 1- თვი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­როს მხო­ლოდ 40 ლა­რად, ეს ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ბა­რა­თი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებს დღე სა­შუ­ა­ლოდ 2 ტი­პის ტრან­სპორ­ტის გა­მოც­ვლა უწევთ, რაც მათ თვი­ურ და­ნა­ხარჯს 40-60 ლა­რით გან­სა­ზღვრავს“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, ასე­ვე იქ­ნე­ბა ული­მი­ტო 3- თვი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც 100 ლარი ეღი­რე­ბა.

"ასე­ვე გვაქვს ული­მი­ტო 6- თვი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც 150 ლარი ეღი­რე­ბა, ეს ბა­რა­თი კი­დევ უფრო მა­ღალ ეკო­ნო­მი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრან­სპორ­ტის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. ასე­ვე გვაქვს 1- წლი­ა­ნი ბა­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც 250 ლარი ეღი­რე­ბა. 1- წლი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ული­მი­ტოდ სარ­გებ­ლო­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
0

8 საათი რომ ვარ სამსახურში და ადრე 1 ლარი მიჯდებოდა დღე, ეხლა 2 ლარი ხომ არის? 22 სამუშაო დღე - ადრე გამოდიოდა 22 ლარი, ეხლა 44, თუ ჩავთვლით რომ შაბათ-კვირას ვისარგებლე ტრანსპორტით, რაც არის 9 დღე გამოდის 18 ლარი (90 წუთი სად დავასტუკო?), რაც ადრე იყო 9 ლარი. ამ პრინციპით 40 ლარიანი ერთ თვიანი აბონიმენტი არის შეღავათი, მაგრამ ძველი ტარიფს თუ შევადარებთ და იმასაც გავითვალისწინებთ რომ ხელფასი ერთი თეთრი არ მომმატებია, არ არის ეს გაძვირება? 62 ლარსა და თუნდაც 40 ლარს და 30 ლარს შორის არ არის განხვავება? მარტო ტრანსპორტი რომ გაძვირებულიყო ჯანდაბას, ყველაფერი გაძვირდა. საკრებულოს წევრებს რომ მოუმატეთ ხელფასები, ყველანი იქ ხომ არ ვმუშაობთ? 

jaagazz
5

აზრი არა აქვს თქვენთან საუბარს. არ ვარ ქოცი მაგრამ ფაქტია რაც თბილისს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მერი და მმართველი ყოლია ამ კაცზე მეტი საქმე არცერთს არ გაუკეთებია. დამისახელეთ რომელიმე და მითხარით რატომ ფიქრობთ რომ კახაზე მეტი საქმე გააკეთა ვინმემ.

გაფუჭებითაც ყველაზე ნაკლები აქვს ფაფუჭებული. 

პ.ს. რომელმა მერმა გააკეთა კ.კალაძეზე მეტი საქმე თბილისისა და მისი მოსახლეობისთვის 2000 წლის შემდეგ? და რომელმა თბილისის მერმა დააშავა, გააფუჭა და სათავისოდ გამოიყენა თანამდებობა კ.კალაძეზე ნეკლებად 2000 წლის შემდეგ? დაასახელეთ

ავტორი:

რას გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი ბარათები და რა ეღირება თითოეული მათგანი

რას გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი ბარათები და რა ეღირება თითოეული მათგანი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში 5 იანვრიდან დაიწყება.

"დღეს მინდა სიახლე მივაწოდო ინფორმაციის სახით საზოგადოებას, შემოგვაქვს სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დაინერგება 1-ელი თებერვლიდან და ძალაში შევა, თუმცა, 1-ელ თებერვლამდე, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონიმენტები. 5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში", - განაცხადა კალაძემ.

  • მან განმარტა, შინაარსობრივად როგორი ტიპის აბონიმენტები იქნება.

"გვექნება ულიმიტო 90- წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი. იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივ ვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად შეეძლებათ მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით სარგებლობა. ამ ტრანსპორტს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში.

ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- დღიანი ბარათი, რომელიც ეღირება 3 ლარი. 1- დღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 3 ლარად. იხდის 3 ლარს და მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერაც უნდა, შეუძლია გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული არ იქნება.

ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- კვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. 1- კვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს ბარათი ძირითადად გათვლილია ტურისტებზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესოა, რომელიც შეღავათიან ფასში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას.

ასევე, ულიმიტო 1- თვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. 1- თვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად, ეს ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღე საშუალოდ 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათ თვიურ დანახარჯს 40-60 ლარით განსაზღვრავს“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე იქნება ულიმიტო 3- თვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება.

"ასევე გვაქვს ულიმიტო 6- თვიანი ბარათი, რომელიც 150 ლარი ეღირება, ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის. ასევე გვაქვს 1- წლიანი ბარათები, რომელიც 250 ლარი ეღირება. 1- წლიანი ბარათის მფლობელს შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.